ავტორი:

"იმ დღეებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვერეს ხეობაში კიდევ მასშტაბური განაშენიანება დაიწყებოდა, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს კიდევ ერთ მძიმე შედეგად დაგვიჯდეს" - რეზო გეთიაშვილი

"იმ დღეებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვერეს ხეობაში კიდევ მასშტაბური განაშენიანება დაიწყებოდა, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს კიდევ ერთ მძიმე შედეგად დაგვიჯდეს" - რეზო გეთიაშვილი

რომ გავიხსენოთ ვერეს კატასტროფა და დღეს ეს ტერიტორია ვნახოთ, სადაც კატასტროფა მოხდა, იმ დღეებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვერეს ხეობაში კიდევ მასშტაბური განაშენიანება დაიწყებოდა, რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს კიდევ ერთ მძიმე უბედურ და სამწუხარო შედეგად დაგვიჯდეს", - ამის შესახებ გარემოსდამცველმა, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ( CENN) წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა რადიო " პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

"ძალიან სამწუხარო მაგალითები გვაქვს და საჭიროა, რომ ვისწავლოთ, აქედან გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რასაც პირველ რიგში, სჭირდება პოლიტიკური ნება. ჩვენ მსგავსი მაგალითები გვქონდა წარსულშიც, გვექნება მომავალშიც, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ გვიჭირს დასკვნების გამოტანა. პრობლემები არია ყველგან, მთელს მსოფლიოში, მაგრამ განვითარებული ქვეყნები ახერხებენ, ამ პრობლემებს უღრმავდებიან და შემდეგ იღებენ ზომებს, რითაც ახდენენ პრევენციას იმის, რაც უკვე მოხდა. ჩვენ შემთხვევაში ასეთი რამ არ ხდება.

იგივე, რომ გავიხსენოთ ვერეს კატასტროფა და დღეს ეს ტერიტორია ვნახოთ, სადაც კატასტროფა მოხდა, იმ დღეებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვერეს ხეობაში კიდევ მასშტაბური განაშენიანება დაიწყებოდა, რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს კიდევ ერთ მძიმე უბედურ და სამწუხარო შედეგად დაგვიჯდეს",- განაცხადა რეზო გეთიაშვილმა.