სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მენაბდის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მენაბდის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი და გან­ზრახ, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2017 წლის 1 დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ეზო­ში, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, გ.მ.-მ მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, ჯგუ­ფუ­რად, ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძეს, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.მ. 2021 წლის 14 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გ.მ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. "არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის“ სა­ფუძ­ველ­ზე შე­ფარ­დე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი ¼-ით შემ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ ბრალ­დე­ბულს 10 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე - მკვლე­ლო­ბის, ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ბრალ­დე­ბით 7 პი­რია მსჯავ­რდე­ბუ­ლი“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მენაბდის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მენაბდის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ გიორგი მენაბდეს სააპელაციო საჩივარი და განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს, გ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე შეფარდებული სასჯელი ¼-ით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე - მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემის, დანაშაულის დაფარვისა და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით 7 პირია მსჯავრდებული“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.