სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონი ნარკოტიკებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა და შემდეგ ახდენდა რეალიზებას" - სპეცოპერაციები ნარკოდამნაშავეების გამოსავლენად: დაკავებულია 41 პირი
"ქალბატონი ნარკოტიკებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა და შემდეგ ახდენდა რეალიზებას" - სპეცოპერაციები ნარკოდამნაშავეების გამოსავლენად: დაკავებულია 41 პირი

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში, ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით სულ 41 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის 32 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

"ღო­ნის­ძი­ე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია 10-ზე მეტი პირი, მაგ­რამ ღო­ნის­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. ამ პი­როვ­ნე­ბებ­თან სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­და, ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვის აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა. ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი თან­ხა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვაც­ნო­ბო, ჩვენ მიერ ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენ მიერ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 41 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის 32 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან : იე­მე­ნის, ნი­გე­რი­ის, ეგ­ვიპ­ტის, ირა­ნის, რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: „კო­კა­ი­ნი“, „ჰე­რო­ი­ნი“, „ალფა პვპ“, „მა­რი­ხუ­ა­ნა“ და ა.შ.“, - გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ლო­კა­ცი­ებს, თუ სად იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გორც კუ­პა­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეს სე­რო­ზულ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

მის­ვე თქმით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცალ­კე და­ნა­ყო­ფი მუ­შა­ობს.

"ალ­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე ხდე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბებს გან­თავ­სე­ბა და ეს არის: სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი, სა­საფ­ლა­ო­ე­ბი, სკვე­რე­ბი, პარ­კე­ბი და ა.შ. ყვე­ლა ასეთ შემ­თხვე­ვა­ზე შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას ვახ­დენთ, სა­დაც ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გვაძ­ლევს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და შემ­დგომ­ში და­კა­ვე­ბა ხდე­ბა. მინ­და, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ქე­ი­სი გა­მოვ­ყო, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად და­ვა­კა­ვეთ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სვე­ტი­ცხოვ­ლის ეზო­ში ათავ­სებ­და [ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას] 9 ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ნა­თავ­სა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­საც ახ­დენ­და სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით. და­კა­ვე­ბუ­ლია და გა­მოვ­ლე­ნი­ლია ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი. ჩვენ მიერ რამ­დე­ნი­მე არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი.

სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­ში, თბი­ლის­სა და სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში. კონ­კრე­ტუ­ლად ამ ლო­კა­ცი­ა­ზე (ფო­ნი­ჭა­ლა) და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რისი რა­ო­დე­ნო­ბა ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი არ არის. ამას ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს“, -გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kk
0

შემომტანი დააკავეთ , შემომტანი .

ჯოყოლა
49

ე ბიჯო არ თქვათ რუსებიც რომ იყვნენ! თქვენ რა, ომი გინდათ??!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ქალბატონი ნარკოტიკებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა და შემდეგ ახდენდა რეალიზებას" - სპეცოპერაციები ნარკოდამნაშავეების გამოსავლენად: დაკავებულია 41 პირი

"ქალბატონი ნარკოტიკებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა და შემდეგ ახდენდა რეალიზებას" - სპეცოპერაციები ნარკოდამნაშავეების გამოსავლენად: დაკავებულია 41 პირი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 41 პირი დააკავეს, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია.

"ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, მაგრამ ღონისძიება გრძელდება და რის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან საკონტროლო შესყიდვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, ასევე აღნიშნული შესყიდვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ნარკორეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, დაკავებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, ჩვენ მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგები. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან : იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და ა.შ.“, - განაცხადა კუპატაძემ.

რაც შეეხება ლოკაციებს, თუ სად იყო განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ეს სეროზულ გამოწვევას წარმოადგენს.

მისვე თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ამ მიმართულებით ცალკე დანაყოფი მუშაობს.

"ალბათ, საზოგადოებამ იცის, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე ხდება ნარკოტიკული საშუალებებს განთავსება და ეს არის: სადარბაზოები, სასაფლაოები, სკვერები, პარკები და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ, სადაც ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ამ ადამიანების იდენტიფიცირება და შემდგომში დაკავება ხდება. მინდა, ერთი კონკრეტული ქეისი გამოვყო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა [ნარკოტიკულ საშუალებას] 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი. ჩვენ მიერ რამდენიმე არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი.

სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავში, ქუთაისში, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე (ფონიჭალა) დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რისი რაოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ამას ექსპერტიზა დაადგენს“, -განაცხადა კუპატაძემ.