სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქეოლოგებმა ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს, სადაც იესო ქრისტემ ბრმა განკურნა - "ეს მხოლოდ რწმენის საკითხი აღარ არის, ეს უკვე ფაქტია"
არქეოლოგებმა ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს, სადაც იესო ქრისტემ ბრმა განკურნა - "ეს მხოლოდ რწმენის საკითხი აღარ არის, ეს უკვე ფაქტია"

ის­რა­ელ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბიბ­ლი­უ­რი ად­გი­ლი, სა­დაც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, იესო ქრის­ტემ ბრმა გან­კურ­ნა. ნა­პოვ­ნია სი­ლო­ა­მის ემ­ბა­ზი, რო­მე­ლიც უდაბ­ნო­ში 2000 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მარ­ხუ­ლი იყო. რო­გორც ბიბ­ლი­უ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, სწო­რედ სი­ლო­ა­მის ემ­ბაზ­თან გან­კურ­ნა იესო ქრის­ტემ უსი­ნათ­ლო.

ეს ად­გი­ლი ის­რა­ე­ლის სიძ­ვე­ლე­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი­სა და და­ვი­თის ქა­ლა­ქის ფონ­დის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­თხრე­ბის დროს იპო­ვეს. ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, სი­ლო­ა­მის ემ­ბა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­იხ­სნე­ბა.

"და­ვი­თის ქა­ლაქ­ში (ბიბ­ლი­უ­რი იე­რუ­სა­ლი­მის ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლი) მიმ­დი­ნა­რე გა­თხრე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბით სი­ლო­ა­მის აუ­ზის და მომ­ლოც­ველ­თა გზის, ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნე­ბის იე­რუ­სა­ლიმ­თან თით­ქმის სა­მი­ა­თას­წლო­ვან კავ­შირ­ზე მი­უ­თი­თებს",- გა­ნუ­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა ზეევ ორენშტა­ინ­მა Fox News-ს.

სი­ლო­ა­მის აუზი და­ახ­ლო­ე­ბით 2700 წლის წინ, ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე VIII სა­უ­კუ­ნე­ში, მეფე ეზე­კი­ას მე­ფო­ბის დროს აშენ­და და ის იე­რუ­სა­ლი­მის წყლის სის­ტე­მის ნა­წი­ლი იყო. მშე­ნებ­ლებ­მა და­ვი­თის ქა­ლა­ქის ქვეშ 1750 ფუტი (534 მეტ­რი) სიგ­რძის გვი­რა­ბი გა­იყ­ვა­ნეს, რათა გიჰო­ნის წყა­რო­დან წყა­ლი ამო­ე­ტა­ნათ.

"იმ დრო­ში ვცხოვ­რობთ, როცა ბიბ­ლი­უ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და სიძ­ვე­ლე­ე­ბი ზე­და­პირ­ზე ამო­ვი­ტა­ნოთ, ვუ­ყუ­როთ და შე­ვე­ხოთ მათ, ამ ად­გი­ლებ­ზე ვი­ა­როთ, ეს მხო­ლოდ რწმე­ნის სა­კი­თხი აღა­რაა, ეს უკვე ფაქ­ტია, რო­მე­ლიც აქ, და­ვი­თის ქა­ლაქ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ", - გა­ნა­ცხა­და ზეევ ორენშტა­ინ­მა.

წყა­რო: wionews

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მწარე
89

ფულის საკეთებელი ახალი დაზგა "აღმოაჩინეს". 

რა გჭირთ, ხალხნო, რით ვერ გამოხვედით ზღაპრების ასაკიდან? გახედეთ სამყაროს და ნახეთ, შეიძლება თუ არა ეგ ზღაპრები სიმართლესთან ახლოს მაინც იყოს. თუნდაც იყოს ღმერთი, ძაან არ აინტერესებდეს თითოეული თქვენგანი... ნახეთ თქვენი თავი სამყაროში და დაინახავთ ადარდებთ თუ კიდიხართ სამყაროს შემქმნელს! 

 

ამბები.გე, შენ კიდევ ნუ ბლოკავ შენთვის მიუღებელ კომენტარებს, შე არასწორო!

თემო გი.
55

მე ვხედავ სასწაულს მაროკოში, თურქეთში, შოვში და კიდევ ბევრგან და ბევრჯერ ისტორიის განმავლობაში, სადაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ბუნებრივ კატაკლიზმებს..... ეს ხომ უშუალოდ უფლის პრეროგატივაა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

არქეოლოგებმა ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს, სადაც იესო ქრისტემ ბრმა განკურნა - "ეს მხოლოდ რწმენის საკითხი აღარ არის, ეს უკვე ფაქტია"

არქეოლოგებმა ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს, სადაც იესო ქრისტემ ბრმა განკურნა - "ეს მხოლოდ რწმენის საკითხი აღარ არის, ეს უკვე ფაქტია"

ისრაელში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ბიბლიური ადგილი, სადაც, როგორც ამბობენ, იესო ქრისტემ ბრმა განკურნა. ნაპოვნია სილოამის ემბაზი, რომელიც უდაბნოში 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დამარხული იყო. როგორც ბიბლიური ჩანაწერები გვიყვებიან, სწორედ სილოამის ემბაზთან განკურნა იესო ქრისტემ უსინათლო.

ეს ადგილი ისრაელის სიძველეების დეპარტამენტის, ეროვნული პარკებისა და დავითის ქალაქის ფონდის მიერ წარმოებული გათხრების დროს იპოვეს. ქვეყნის ხელისუფლების თქმით, სილოამის ემბაზი საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გაიხსნება.

"დავითის ქალაქში (ბიბლიური იერუსალიმის ისტორიული ადგილი) მიმდინარე გათხრები - განსაკუთრებით სილოამის აუზის და მომლოცველთა გზის, ებრაელებისა და ქრისტიანების იერუსალიმთან თითქმის სამიათასწლოვან კავშირზე მიუთითებს",- განუცხადა საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის დირექტორმა ზეევ ორენშტაინმა Fox News-ს.

სილოამის აუზი დაახლოებით 2700 წლის წინ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში, მეფე ეზეკიას მეფობის დროს აშენდა და ის იერუსალიმის წყლის სისტემის ნაწილი იყო. მშენებლებმა დავითის ქალაქის ქვეშ 1750 ფუტი (534 მეტრი) სიგრძის გვირაბი გაიყვანეს, რათა გიჰონის წყაროდან წყალი ამოეტანათ.

"იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ბიბლიური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იმის შესაძლებლობა, რომ ისტორიული მემკვიდრეობა და სიძველეები ზედაპირზე ამოვიტანოთ, ვუყუროთ და შევეხოთ მათ, ამ ადგილებზე ვიაროთ, ეს მხოლოდ რწმენის საკითხი აღარაა, ეს უკვე ფაქტია, რომელიც აქ, დავითის ქალაქში აღმოვაჩინეთ", - განაცხადა ზეევ ორენშტაინმა.

წყარო: wionews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა