მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანზორ ჩუბინიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის ხარჯი პრემიერის მამამ გადაიხადა
ანზორ ჩუბინიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის ხარჯი პრემიერის მამამ გადაიხადა

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­დას­ტუ­რებ, რომ ანგა­რიშს­წო­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და კერ­ძო პი­როვ­ნე­ბის მიერ და ეს პი­როვ­ნე­ბა ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლია", - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­უნ­ხენ­ში ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებ­ზე სა­უბ­რი­სას, რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ჟურ­ნა­ლისტს გა­ნუ­ცხა­და.

ჩუ­ბი­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს ან­გა­რიშ­ზე პრე­მი­ე­რის მა­მის, ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლია შე­ნა­ტა­ნი, რო­მე­ლიც შე­ად­გენს 34 ათა­სი ევ­როს ექ­ვი­ვა­ლენტს ლარ­ში.

„მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვუ­დას­ტუ­რო, რომ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს ან­გა­რიშ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია შე­ნა­ტა­ნი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს თბი­ლი­სი-მი­უნ­ხე­ნი-თბი­ლი­სის რე­ის­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებს. შე­ნა­ტა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლია კერ­ძო პი­როვ­ნე­ბის მიერ და ეს თან­ხა არის 34 ათა­სი ევ­როს ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში.

თან­ხა წინ­სწრე­ბით გა­დახ­დი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­რა­უ­დოა, შე­საძ­ლე­ბე­ლია იგი მცი­რე­დით და­კო­რექ­ტირ­დეს მას შემ­დეგ, რაც ავი­ა­კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ წარ­მოგ­ვიდ­გენს დე­ტა­ლურ ხარჯთაღ­რი­ცხვას. წარ­მოდ­გე­ნის­თვის სჭირ­დე­ბა ხოლ­მე და­ახ­ლო­ე­ბით რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბი­დან თვე-ნა­ხე­ვა­რი. წარ­მოდ­გე­ნის­თა­ნა­ვე ჩვენ მო­ვახ­დენთ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას. გა­დახ­დი­ლი თან­ხა სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს მიმ­დი­ნა­რე ხარჯს და არის გარ­კვე­უ­ლი ფას­ნა­მა­ტიც.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო გა­და­სა­ხა­დებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და, და­ვუ­დას­ტუ­რო, რომ სა­წყის ეტაპ­ზე, და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მის მო­მენ­ტში, ნათ­ლად იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მოხ­დე­ბო­და არა­სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი­დან. სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღეს ვუ­დას­ტუ­რებ, რომ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და კერ­ძო პი­როვ­ნე­ბის მიერ და ეს პი­როვ­ნე­ბა ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლია“, – აცხა­დებს ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“ ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვი პი­რა­დი ვი­ზი­ტის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aue
5

პრემიერს თუ თავისი პენსიონერი მამა ინახავს მაშინ ჩვენ რა დღეში ვყოფილვართ?!?!?!?

ბაბუას
33

ბაბუუ გმიშვი რა ამერკაში არ მინა ჩარტერი იყოს ბარტერი.. ხომ ხარ პენსიონერი , ხომ იყავი მთავარი იჟინერი, ხომ დაგიტოვა დიდმა ბაბუამ ბინა ვაკეში ხოდა რას ჟოშკავ მაგ ფულებს.. რატომ ვერ იმეტებ შვილიშვილისათვის. ვერ ხედავთ ირაკლის მამამ რამდენი გადაიხადა შვილიშვილისათვის და გაუშვა სასწავლებლად. ხოდა პენსიონრებო გამოდით გარეთ. გაუმარჯოს ღარიბაშვილს...ბაბუა ასეთი უნდა იყოს გამრჯე და შვილიშვილის მოყვარული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ანზორ ჩუბინიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის ხარჯი პრემიერის მამამ გადაიხადა

ანზორ ჩუბინიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის ხარჯი პრემიერის მამამ გადაიხადა

"საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია", - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას, რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტს განუცხადა.

ჩუბინიძის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულია შენატანი, რომელიც შეადგენს 34 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში.

თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

წაიკითხეთ ასევე: