Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემზე თავდასხმის გამოძიება დასრულდა ისე, რომ არ დადგენილა 4 თავდამსხმელიდან ერთ-ერთის ვინაობა, ეს აძლიერებს ეჭვებს, რომ ეგ პირი სუს-ის ან პოლიციის თანამშრომელია" - მიშა მშვილდაძე
"ჩემზე თავდასხმის გამოძიება დასრულდა ისე, რომ არ დადგენილა 4 თავდამსხმელიდან ერთ-ერთის ვინაობა, ეს აძლიერებს ეჭვებს, რომ ეგ პირი სუს-ის ან პოლიციის თანამშრომელია" - მიშა მშვილდაძე

"ფორ­მუ­ლას“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მიშა მშვილ­და­ძე წერს, რომ მას­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბამ სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ისე დას­რულ­და, რომ არ და­უდ­გე­ნია ოთხი თავ­დამ­სხმე­ლი­დან ერთ-ერ­თის ვი­ნა­ო­ბა, რაც მშვილ­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, აძ­ლი­ე­რებს ეჭ­ვებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ან სუს-ის თა­ნამ­შრო­მე­ლია ან პო­ლი­ცი­ის.

"დღეს ჩემ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მეს გა­მო­ძი­ე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცემს - რაც ნიშ­ნავს იმას, რომ გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­და - დას­რულ­და ისე, რომ ვერ და­ად­გი­ნა თავ­დამ­სხმე­ლე­ბით წრე­ებ­ზე მოძ­რა­ვი ორი "ბე­ემ­ვეს" ნომ­რე­ბი და მას­ში მჯდო­მი მძღო­ლე­ბი და პი­რე­ბი, არ და­უდ­გე­ნია ოთხი თავ­დამ­სხმე­ლი­დან ერთ-ერ­თის (სათ­ვა­ლი­ან-ქუ­დი­ა­ნი პი­რის) ვი­ნა­ო­ბა, რაც აძ­ლი­ე­რებს ეჭ­ვებს, რომ ეგ სათ­ვა­ლი­ან-ქუ­დი­ა­ნიც ან სუ­სე­ლია ან პო­ლო­ცი­ე­ლი და ეს ორი ბე­ემ­ვეც რომ პო­ლი­ცი­ის ან სუ­სის ოპე­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნე­ბია, მა­გა­ზეც ეჭ­ვიც აღარ დარ­ჩა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც შსს-მ 112 ის კა­მე­რე­ბის ჩა­მა­წე­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას არას­რუ­ლად მი­ა­წო­და და და­უ­მა­ლეს ორი მხა­რე, ვაჟა-ასა­თი­ა­ნის გზაჯ­ვა­რე­დი­ნის ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ის ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცეს, სა­დაც ეს მან­ქა­ნე­ბი არ მოძ­რა­ო­ბენ და სა­დაც მოძ­რა­ო­ბენ, ის ჩა­ნა­წე­რე­ბი და­მა­ლეს და გა­აქ­რეს.

ამ ჩა­ნა­წე­რებ­ში ამ მან­ქა­ნე­ბის ნომ­რე­ბი და მას­ში მსხდო­მი პი­რე­ბი კარ­გად და ნათ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ არ ამო­ი­ღო გა­მო­ძი­ე­ბამ - სა­ეჭ­ვოდ არ გეჩ­ნე­ბათ-თქო, რომ ვკი­თხე, რავა არა, მარა 112-ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვის­თვის ცალ­კე საქ­მის აღ­ძვრის უფ­ლე­ბა არ მაქვს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა ქნას ეგო - პრო­კუ­რა­ტუ­რა კი­დევ რაც მო­ი­პო­ვეს, იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გად­მო­ცე­მა­ზეც რა­ღაც სუ­ლე­ლურ შე­ზღუდ­ვებს იგო­ნებს, რომ არ მოგ­ვცენ - აგ­რეთ­ვე არ ამო­უ­ღი­ათ სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რო­გორ ლა­პა­რა­კო­ბენ ტე­ლე­ფონ­ზე ეს თავ­დამ­სხმე­ლი გუ­გე­შაშ­ვი­ლი, სუ­სე­ლი გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო ფი­გუ­რან­ტი - რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა­ზე სა­უ­ბა­რიც აღა­რაა.

ცალ­კე მი­ა­მი­ტო­ბის პი­კია სუ­სის იდი­ო­ტურ გა­მარ­თლე­ბას, სხვა პირს ვუთ­ვალ­თვა­ლებ­დი­თო, რო­გორ ენდო გა­მო­ძი­ე­ბა უსი­ტყვოდ და ჩა­ძი­ე­ბის გა­რე­შე - სუსი ბო­დავს, რომ პირი, რო­მელ­საც იმ დღეს იქ უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, ჯერ იყო მცხე­თა­ში, მერე ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში, მერე რუმსში და ბო­ლოს გმირ­თა მო­ე­დან­ზე ჩა­ვი­და მან­ქა­ნით და იქ აღარ გა­ვაგ­რძე­ლეთ თვალ­თვა­ლიო, არა­მედ ვაჟა ფშა­ვე­ლა­ზე, დე­ლის­თან და­ვუ­სად­კა­ვე­თო, და კი­დევ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თზეო (რო­მე­ლიც დე­ლის­თან არ მდე­ნა­რე­ობს) და მერე სახ­ლთან შევ­ნიშ­ნე­თო, დე­ლის­თან არ გა­მო­ჩე­ნი­ლაო, ეს ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ნა­წი­ლია - ანუ ვი­საც “უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ”, დე­ლის­ზე ის არ მო­სუ­ლა, მუმ­ლა­ძე და სას­ტა­ვი რომ ელოდ­ნენ, ხო არ გა­მოჩ­ნდე­ბაო აქაო, ან სახ­ლთა­ნო - ორ­გან ელოდ­ნენ და სახ­ლთან მი­სუ­ლა ის - ვინ იფიქ­რებ­და.

მოკ­ლედ, ამ საქ­მეს მე და ჩემი ად­ვო­კა­ტი წა­ვი­ღებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­შიც და იქ და­ვამ­ტკი­ცებთ ყვე­ლა­ფერს და ასე ერთ წე­ლი­წად­ში გე­ტყვით სტრას­ბურ­გზეც, გა­ქოც­დნენ ეგე­ნიც სა­ბო­ლო­ოდ თუ არა, მად­ლო­ბა ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბის­თვის და ყვე­ლაფ­რის­თვის, სა­ერ­თოდ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა, გუ­გე­შაშ­ვილ-მუმ­ლა­ძე-ქუ­დი­ან-სათ­ვა­ლი­ან-ბე­ემ­ვესმძღო­ლე­ბი­ან-სუ­სი­სუფ­რო­სი­ან-ღა­რი­ბაშ­ვილ-კო­ბა­ხი­ძე-ბი­ძი­ნა­ი­ვა­ნიშ­ვი­ლი­ა­ნად - ყვე­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად. სუსი და პო­ლი­ცია რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე თავ­დას­ხმებს აორ­გა­ნი­ზებ­დეს - ამ პრაქ­ტი­კას ამოვ­ძირ­კვავ რა­დაც არ უნდა და­მიჯ­დეს, პი­რო­ბას ვდებ მისი და­ფი­ცე­ბით, და­გი­ნე­ბით და თვა­ლე­ბის ბრი­ა­ლით" - წერს მშვილ­და­ძე.

ცნო­ბის­თვის, 27 ივ­ნისს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას” ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს, მიშა მშვილ­და­ძეს თავს და­ესხნენ. მშვილ­და­ძის თქმით, თავ­დას­ხმა ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­სას­ვლელ­ში მოხ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მიშა მშვილ­და­ძის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
31

არადა ეს ბინძური ენის პატრონი სულ რტყმევაში უნდა იყოს.

!!!
6

გაივსო ასეთი ყოყოჩი არაკაცებით ქვეყანა და მერე რომ ვიღაც შემოულაწუნებს,ეგრევე პოლიტიკურს ადებენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ჩემზე თავდასხმის გამოძიება დასრულდა ისე, რომ არ დადგენილა 4 თავდამსხმელიდან ერთ-ერთის ვინაობა, ეს აძლიერებს ეჭვებს, რომ ეგ პირი სუს-ის ან პოლიციის თანამშრომელია" - მიშა მშვილდაძე

"ჩემზე თავდასხმის გამოძიება დასრულდა ისე, რომ არ დადგენილა 4 თავდამსხმელიდან ერთ-ერთის ვინაობა, ეს აძლიერებს ეჭვებს, რომ ეგ პირი სუს-ის ან პოლიციის თანამშრომელია" - მიშა მშვილდაძე

"ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე წერს, რომ მასზე თავდასხმის საქმე გამოძიებამ სასამართლოს გადასცა. მისი ინფორმაციით, გამოძიება ისე დასრულდა, რომ არ დაუდგენია ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთის ვინაობა, რაც მშვილდაძის განცხადებით, აძლიერებს ეჭვებს, რომ აღნიშნული პირი ან სუს-ის თანამშრომელია ან პოლიციის.

"დღეს ჩემზე თავდასხმის საქმეს გამოძიება სასამართლოს გადასცემს - რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულდა - დასრულდა ისე, რომ ვერ დაადგინა თავდამსხმელებით წრეებზე მოძრავი ორი "ბეემვეს" ნომრები და მასში მჯდომი მძღოლები და პირები, არ დაუდგენია ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთის (სათვალიან-ქუდიანი პირის) ვინაობა, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ეგ სათვალიან-ქუდიანიც ან სუსელია ან პოლოციელი და ეს ორი ბეემვეც რომ პოლიციის ან სუსის ოპერატიული მანქანებია, მაგაზეც ეჭვიც აღარ დარჩა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შსს-მ 112 ის კამერების ჩამაწერები გამოძიებას არასრულად მიაწოდა და დაუმალეს ორი მხარე, ვაჟა-ასათიანის გზაჯვარედინის ოთხი მიმართულებიდან მხოლოდ ის ორი მიმართულება მისცეს, სადაც ეს მანქანები არ მოძრაობენ და სადაც მოძრაობენ, ის ჩანაწერები დამალეს და გააქრეს.

ამ ჩანაწერებში ამ მანქანების ნომრები და მასში მსხდომი პირები კარგად და ნათლად გამოჩნდებოდნენ, მაგრამ არ ამოიღო გამოძიებამ - საეჭვოდ არ გეჩნებათ-თქო, რომ ვკითხე, რავა არა, მარა 112-ში მტკიცებულებების დამალვისთვის ცალკე საქმის აღძვრის უფლება არ მაქვს, პროკურატურამ უნდა ქნას ეგო - პროკურატურა კიდევ რაც მოიპოვეს, იმ მტკიცებულებების გადმოცემაზეც რაღაც სულელურ შეზღუდვებს იგონებს, რომ არ მოგვცენ - აგრეთვე არ ამოუღიათ სატელეფონო ანძების ჩანაწერები - მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ტელეფონზე ეს თავდამსხმელი გუგეშაშვილი, სუსელი გიორგი მუმლაძე და კიდევ რამდენიმე საეჭვო ფიგურანტი - რომელთა ვინაობის დადგენაზე საუბარიც აღარაა.

ცალკე მიამიტობის პიკია სუსის იდიოტურ გამართლებას, სხვა პირს ვუთვალთვალებდითო, როგორ ენდო გამოძიება უსიტყვოდ და ჩაძიების გარეშე - სუსი ბოდავს, რომ პირი, რომელსაც იმ დღეს იქ უთვალთვალებდნენ, ჯერ იყო მცხეთაში, მერე ამერიკის საელჩოში, მერე რუმსში და ბოლოს გმირთა მოედანზე ჩავიდა მანქანით და იქ აღარ გავაგრძელეთ თვალთვალიო, არამედ ვაჟა ფშაველაზე, დელისთან დავუსადკავეთო, და კიდევ საცხოვრებელი სახლის მისამართზეო (რომელიც დელისთან არ მდენარეობს) და მერე სახლთან შევნიშნეთო, დელისთან არ გამოჩენილაო, ეს ყველაზე სასაცილო ნაწილია - ანუ ვისაც “უთვალთვალებდნენ”, დელისზე ის არ მოსულა, მუმლაძე და სასტავი რომ ელოდნენ, ხო არ გამოჩნდებაო აქაო, ან სახლთანო - ორგან ელოდნენ და სახლთან მისულა ის - ვინ იფიქრებდა.

მოკლედ, ამ საქმეს მე და ჩემი ადვოკატი წავიღებთ საერთაშორისო სასამართლოშიც და იქ დავამტკიცებთ ყველაფერს და ასე ერთ წელიწადში გეტყვით სტრასბურგზეც, გაქოცდნენ ეგენიც საბოლოოდ თუ არა, მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ყველაფრისთვის, საერთოდ ყველა დამნაშავე დაისჯება, გუგეშაშვილ-მუმლაძე-ქუდიან-სათვალიან-ბეემვესმძღოლებიან-სუსისუფროსიან-ღარიბაშვილ-კობახიძე-ბიძინაივანიშვილიანად - ყველა აბსოლუტურად. სუსი და პოლიცია რომ მოქალაქეებზე თავდასხმებს აორგანიზებდეს - ამ პრაქტიკას ამოვძირკვავ რადაც არ უნდა დამიჯდეს, პირობას ვდებ მისი დაფიცებით, დაგინებით და თვალების ბრიალით" - წერს მშვილდაძე.

ცნობისთვის, 27 ივნისს, ტელეკომპანია "ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"