მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებისგან ასობით წერილი მიიღო - როცა ხალხის მოსაზრება მოისმინა, საბრძოლო განწყობა უფრო მეტად დაუბრუნდა" - სოფო ჯაფარიძე
"მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებისგან ასობით წერილი მიიღო - როცა ხალხის მოსაზრება მოისმინა, საბრძოლო განწყობა უფრო მეტად დაუბრუნდა" - სოფო ჯაფარიძე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის, სოფო ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან ასო­ბით წე­რი­ლი მი­ი­ღო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ჯა­ფა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდა და მათ­გან ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან კონ­კრე­ტუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი წა­მო­ი­ღო.

"აჭა­რა­ში, გუ­რი­ა­ში, მარ­ნე­ულ­ში ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს შევ­ხვდი, ხვა­ლი­დან ისევ ვაგ­რძე­ლებთ მსვლე­ლო­ბას. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გან­წყო­ბე­ბი დამ­ხვდა, ჩემ­თვის და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხალ­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის მოს­მე­ნა ყვე­ლა სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი აზრი, მათი პრობ­ლე­მე­ბი, მათი ხედ­ვა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ეს ყვე­ლა­ფე­რი, „გა­რუ­სე­ბის­კენ“ ასე­თი ტემ­პით მი­მა­ვა­ლი გზა და ა.შ. მათი მო­საზ­რე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნე, ათა­სო­ბით ადა­მი­ანს შევ­ხვდი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­მა­ტა­ნა გზავ­ნი­ლი.

გან­წყო­ბა ერ­თია, რომ ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის ტყვე­ო­ბის­გან უნდა ვიხ­სნათ და იმ ჭა­ო­ბი­დან უნდა ამო­ვიყ­ვა­ნოთ, რო­მელ­შიც დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მიგ­ვათ­რევს, „გა­რუ­სე­ბის­კენ“ უმარ­თა­ვი ტემ­პი მარ­თლა უნდა შე­ვა­ჩე­როთ და ქვე­ყა­ნა და­სავ­ლურ რელ­სებ­ზე უნდა და­ვა­ყე­ნოთ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბაა, ყვე­ლა იმას ამ­ბობს, რომ მას ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მი­ღე­ბა უნდა შე­ეძ­ლოს, სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბიც კი იმას ამ­ბო­ბენ, რომ ნამ­დვი­ლად ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლია, რომ პრე­ზი­დენტს ასე ვა­წა­მებთ და ამას გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით მთე­ლი მსოფ­ლიო უყუ­რებს. ზო­გა­დად, გან­წყო­ბე­ბი უკი­დუ­რე­სად შეც­ვლი­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე ღიად, რუ­სე­თის­კენ მიგ­ვა­ქა­ნებს.

ძა­ლი­ან ბევ­რმა მო­ქა­ლა­ქემ გა­მა­ტა­ნა პრე­ზი­დენ­ტთან წე­რი­ლი, უამ­რა­ვი კი­თხვაა, კი­თხვა­ზე მე­ტად ისი­ნი მას თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მებ­ზე და იმ გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლის შექ­მნა­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან, რაც უნდა შე­იქ­მნას, რომ ჩვენ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი და­ვა­მარ­ცხოთ.

წე­რი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ და­მით­ვლია, ზოგ წე­რილს 20-30 ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბი­ცაა, სა­ერ­თო ჯამ­ში, ასო­ბით წე­რი­ლია. მათი ნა­წი­ლი შე­ტა­ნი­ლია, ნა­წი­ლი სი­ტყვი­ე­რად გა­და­ცე­მუ­ლია, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის მო­საზ­რე­ბა მას­თან მი­ტა­ნი­ლია.

მას კი­დევ უფრო მე­ტად და­უბ­რუნ­და საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა, როცა ხალ­ხის გან­წყო­ბა და­ი­ნა­ხა, მის­თვის ხალ­ხის პო­ზი­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ის ყო­ველ­თვის ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გვერ­დით იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით. დღეს, როცა მან ისევ მო­ის­მი­ნა მათი პრობ­ლე­მე­ბი, ისევ კო­მუ­ნი­კა­ცია და­ამ­ყა­რა მათ­თან, მისი საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა კი­დევ უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­და და კი­დევ უფრო მეტი შე­მარ­თე­ბით იბ­რძვის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
babi
0

შენღა აკლდი მიშას ქალების კოჰორტას

სოფოს
0

ქალო შენ საქართველო და ქართველი ხალხი საიდან სადამდე იცი? რა გგონია მაგ წერილების ავტორების გარდა სხვა არავინ ვცხოვრობთ საქართველოში? ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკს თავი დაანებეთ და თუ მოიხოდა თქვენი ვაჟკაცი გადავიდეს იქ სადაც მისი ადგილია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებისგან ასობით წერილი მიიღო - როცა ხალხის მოსაზრება მოისმინა, საბრძოლო განწყობა უფრო მეტად დაუბრუნდა" - სოფო ჯაფარიძე

"მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებისგან ასობით წერილი მიიღო - როცა ხალხის მოსაზრება მოისმინა, საბრძოლო განწყობა უფრო მეტად დაუბრუნდა" - სოფო ჯაფარიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრის კამპანიის ფარგლებში, სააკაშვილმა მოქალაქეებისგან ასობით წერილი მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჯაფარიძე აღნიშნავს, ის რამდენიმე რეგიონის მოსახლეობას შეხვდა და მათგან ყოფილ პრეზიდენტთან კონკრეტული გზავნილები წამოიღო.

"აჭარაში, გურიაში, მარნეულში ვიყავი, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, ხვალიდან ისევ ვაგრძელებთ მსვლელობას. წარმოუდგენელი განწყობები დამხვდა, ჩემთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის, საზოგადოების აზრის მოსმენა ყველა საკითხთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მათი აზრი, მათი პრობლემები, მათი ხედვა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს ყველაფერი, „გარუსებისკენ“ ასეთი ტემპით მიმავალი გზა და ა.შ. მათი მოსაზრებები მოვისმინე, ათასობით ადამიანს შევხვდი, მიხეილ სააკაშვილთან უამრავმა ადამიანმა გამატანა გზავნილი.

განწყობა ერთია, რომ ქვეყანა რუსეთის ტყვეობისგან უნდა ვიხსნათ და იმ ჭაობიდან უნდა ამოვიყვანოთ, რომელშიც დღეს „ქართული ოცნება“ მიგვათრევს, „გარუსებისკენ“ უმართავი ტემპი მართლა უნდა შევაჩეროთ და ქვეყანა დასავლურ რელსებზე უნდა დავაყენოთ. მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ერთსულოვნებაა, ყველა იმას ამბობს, რომ მას ადეკვატური მკურნალობის მიღება უნდა შეეძლოს, სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანებიც კი იმას ამბობენ, რომ ნამდვილად ქვეყნის სირცხვილია, რომ პრეზიდენტს ასე ვაწამებთ და ამას გამადიდებელი შუშით მთელი მსოფლიო უყურებს. ზოგადად, განწყობები უკიდურესად შეცვლილია. საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენი ხელისუფლება ასე ღიად, რუსეთისკენ მიგვაქანებს.

ძალიან ბევრმა მოქალაქემ გამატანა პრეზიდენტთან წერილი, უამრავი კითხვაა, კითხვაზე მეტად ისინი მას თავიანთ პრობლემებზე და იმ გამარჯვების ფორმულის შექმნაზე ესაუბრებიან, რაც უნდა შეიქმნას, რომ ჩვენ რუსული რეჟიმი დავამარცხოთ.

წერილების რაოდენობა არ დამითვლია, ზოგ წერილს 20-30 ადამიანი აწერს ხელს, ინდივიდუალური წერილებიცაა, საერთო ჯამში, ასობით წერილია. მათი ნაწილი შეტანილია, ნაწილი სიტყვიერად გადაცემულია, მაგრამ თითოეული ჩვენი მოქალაქის მოსაზრება მასთან მიტანილია.

მას კიდევ უფრო მეტად დაუბრუნდა საბრძოლო განწყობა, როცა ხალხის განწყობა დაინახა, მისთვის ხალხის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ის ყოველთვის ჩვენი მოქალაქეების გვერდით იყო, განსაკუთრებით, გაჭირვებული ადამიანების გვერდით. დღეს, როცა მან ისევ მოისმინა მათი პრობლემები, ისევ კომუნიკაცია დაამყარა მათთან, მისი საბრძოლო განწყობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და კიდევ უფრო მეტი შემართებით იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.