საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინს სურს, დაიბრუნოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი: "ამერიკელებს კრასიკოვის გაცვლას ლავროვი სთხოვდა... რუსეთში მას მოკლავენ" - რას ამბობს ხანგოშვილის ძმა?
პუტინს სურს, დაიბრუნოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი: "ამერიკელებს კრასიკოვის გაცვლას ლავროვი სთხოვდა... რუსეთში მას მოკლავენ" - რას ამბობს  ხანგოშვილის ძმა?

რო­გორც "უოლ სტრიტ ჯორ­ნა­ლი“ იტყო­ბი­ნე­ბა, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და­სავ­ლეთ­თან და აშშ-სთან და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის გაც­ვლი­სას მხო­ლოდ ვა­დიმ კრა­სი­კო­ვის დაბ­რუ­ნე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. კრა­სი­კო­ვი გერ­მა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო 2019 წელს ბერ­ლინ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, ჩეჩ­ნეთ­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში და მი­იჩ­ნია, რომ მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო იყო.

გა­მო­ცე­მის წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, 2021 წელს, კრა­სი­კო­ვის­თვის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე, პუ­ტინ­მა თა­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ახ­ლო­ე­ბულ პირს, ნი­კო­ლაი პატ­რუ­შევს და­ა­ვა­ლა, ემუ­შა­ვა ისეთ შე­თან­ხმე­ბა­ზე და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლი­თაც კრა­სი­კო­ვი რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და.

იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სეთ­სა და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს შო­რის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის გაც­ვლის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, მოს­კო­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუ­დამ აყე­ნებ­დნენ კრა­სი­კო­ვის სა­კითხს.

"უოლ სტრიტ ჯორ­ნა­ლის“ ანო­ნი­მუ­რი წყა­რო­ე­ბის თქმით, კრა­სი­კო­ვი საკ­ვან­ძო ფი­გუ­რაა აშშ-ის მცდე­ლო­ბებ­ში, და­აბ­რუ­ნოს რუ­სეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რის, აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - ჟურ­ნა­ლის­ტი ევან გერშკო­ვი­ჩი და აშშ-ის სა­ზღვაო ქვე­ით­თა ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნი პოლ უი­ლა­ნი.

გა­მო­ცე­მის წყა­რო­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მრა­ვალ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა, რომ­ლი­თაც და­სავ­ლეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­ბი და პი­რი­ქით, თავ­თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, და­სავ­ლე­თი გა­ნი­ხი­ლავს გაც­ვლას და­პა­ტიმ­რე­ბულ დი­სი­დენ­ტებ­ში, მა­გა­ლი­თად, ნა­ვალ­ნი­ში.

ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რამ­დე­ნად და­თან­ხმდე­ბა კრა­სი­კო­ვის ვინ­მე­ში გაც­ვლას გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ბერ­ლინ­ში ამა­ზე ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

"კვი­რის პა­ლიტ­რა“ ზე­ლიმ­ხა­ნის ძმას - ზუ­რაბ ხან­გოშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და ევ­რო­პა­ში, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გერ­მა­ნულ მე­დი­ა­ში გუ­შინ გავ­რცელ­და, თუმ­ცა მისი ძმის მკვლე­ლის ამე­რი­კელ პა­ტი­მარ­ში შე­საძ­ლო გაც­ვლის შე­სა­ხებ, გერ­მა­ნი­ის ოფი­ცი­ოზს გან­ცხა­დე­ბა აქამ­დე არ გა­უვრცე­ლე­ბია:

"მეც გუ­შინ, პრე­სის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­გე ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­ბი ითხო­ვენ კრა­სი­კო­ვის გაც­ვლას ვი­ღაც ამე­რი­კელ­ში. გერ­მა­ნე­ლე­ბის მხრი­დან ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა. გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­შიც გავ­რცელ­და გერ­მა­ნი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამე­რი­კე­ლებს კრა­სი­კოვ­ზე ლავ­რო­ვი სთხოვ­და, ეს კაცი გვჭირ­დე­ბა და გაგ­ვიც­ვა­ლე­თო. რო­გორც ვიცი, ამე­რი­კე­ლე­ბის პა­სუ­ხი ასე­თი იყო, მას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ აქვს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი, ამი­ტომ ეს სა­კი­თხი გერ­მა­ნე­ლებ­მა უნდა გა­და­წყვი­ტო­ნო.

ამე­რი­კე­ლებ­მაც არ და­ა­ძა­ლეს გერ­მა­ნე­ლებს, გინ­და თუ არა, მოგ­ვე­ციო. მერე გა­ვი­გეთ, რომ ეს კრა­სი­კო­ვი სხვა ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წერ­დნენ, თით­ქოს გა­საც­ვლე­ლად გა­იყ­ვა­ნე­სო, მაგ­რამ შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ეს სი­მარ­თლე არ აღ­მოჩ­ნდა. გუ­შინ­დელ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ად­ვო­კა­ტი ჯერ არ დამ­კავ­ში­რე­ბია, არც გერ­მა­ნელ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს გა­უ­კე­თე­ბი­ათ კო­მენ­ტა­რი, არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

პუტინს სურს, დაიბრუნოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი: "ამერიკელებს კრასიკოვის გაცვლას ლავროვი სთხოვდა... რუსეთში მას მოკლავენ" - რას ამბობს ხანგოშვილის ძმა?

პუტინს სურს, დაიბრუნოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი: "ამერიკელებს კრასიკოვის გაცვლას ლავროვი სთხოვდა... რუსეთში მას მოკლავენ" - რას ამბობს  ხანგოშვილის ძმა?

როგორც "უოლ სტრიტ ჯორნალი“ იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან და აშშ-სთან დაკავებული პირების გაცვლისას მხოლოდ ვადიმ კრასიკოვის დაბრუნებითაა დაინტერესებული. კრასიკოვი გერმანულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და მიიჩნია, რომ მკვლელობის დამკვეთი რუსული სახელმწიფო იყო.

გამოცემის წყაროების ცნობით, 2021 წელს, კრასიკოვისთვის განაჩენის გამოტანამდე, პუტინმა თავის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირს, ნიკოლაი პატრუშევს დაავალა, ემუშავა ისეთ შეთანხმებაზე დასავლეთის ქვეყნებთან, რომლითაც კრასიკოვი რუსეთში დაბრუნდებოდა.

იქიდან მოყოლებული, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებული პირების გაცვლის მოლაპარაკებებზე, მოსკოვის წარმომადგენლები მუდამ აყენებდნენ კრასიკოვის საკითხს.

"უოლ სტრიტ ჯორნალის“ ანონიმური წყაროების თქმით, კრასიკოვი საკვანძო ფიგურაა აშშ-ის მცდელობებში, დააბრუნოს რუსეთში დაკავებული პირები, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქეები - ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ძალების ვეტერანი პოლ უილანი.

გამოცემის წყაროები სხვადასხვა ქვეყნიდან ამბობენ, რომ შესაძლებელია მრავალმხრივი შეთანხმების მიღწევა, რომლითაც დასავლეთში დაკავებული რუსები და პირიქით, თავთავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან. გარდა ამისა, დასავლეთი განიხილავს გაცვლას დაპატიმრებულ დისიდენტებში, მაგალითად, ნავალნიში.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად დათანხმდება კრასიკოვის ვინმეში გაცვლას გერმანიის ხელისუფლება. ბერლინში ამაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"კვირის პალიტრა“ ზელიმხანის ძმას - ზურაბ ხანგოშვილს დაუკავშირდა ევროპაში, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გერმანულ მედიაში გუშინ გავრცელდა, თუმცა მისი ძმის მკვლელის ამერიკელ პატიმარში შესაძლო გაცვლის შესახებ, გერმანიის ოფიციოზს განცხადება აქამდე არ გაუვრცელებია:

"მეც გუშინ, პრესის მეშვეობით გავიგე ინფორმაცია, რომ რუსები ითხოვენ კრასიკოვის გაცვლას ვიღაც ამერიკელში. გერმანელების მხრიდან ინფორმაცია ჯერ არ გაკეთებულა. გასული წლის იანვარშიც გავრცელდა გერმანიაში ინფორმაცია, რომ ამერიკელებს კრასიკოვზე ლავროვი სთხოვდა, ეს კაცი გვჭირდება და გაგვიცვალეთო. როგორც ვიცი, ამერიკელების პასუხი ასეთი იყო, მას ჩვენს ქვეყანაში არ აქვს დანაშაული ჩადენილი, ამიტომ ეს საკითხი გერმანელებმა უნდა გადაწყვიტონო.

ამერიკელებმაც არ დააძალეს გერმანელებს, გინდა თუ არა, მოგვეციო. მერე გავიგეთ, რომ ეს კრასიკოვი სხვა ციხეში გადაიყვანეს, ჟურნალისტები წერდნენ, თითქოს გასაცვლელად გაიყვანესო, მაგრამ შემდეგ დამიკავშირდა ჩვენი ადვოკატი, რომელმაც მითხრა, რომ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. გუშინდელ ინფორმაციაზე ადვოკატი ჯერ არ დამკავშირებია, არც გერმანელ ოფიციალურ პირებს გაუკეთებიათ კომენტარი, არ ვიცი, რა იქნება...წაიკითხეთ სრულად