ავტორი:

"განსაიდუმლოებული დაზვერვის მონაცემების წყალობით ვიცით, რომ რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში, სამოქალაქო გემის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს" - რიში სუნაკი

"განსაიდუმლოებული დაზვერვის მონაცემების წყალობით ვიცით, რომ რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში, სამოქალაქო გემის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს" - რიში სუნაკი

24 აგვისტოს, რუსულმა არმიამ შავ ზღვაში სამოქალაქო სატვირთო გემს რაკეტებით შეუტია, დარტყმა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მოიგერია.

აღნიშნული განცხადება დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას, რომელიც ნიუ-დელიში ჩატარებული G20-ის სამიტის შედეგებს ეძღვნებოდა, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა გააკეთა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოფიციალურმა პირმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემზე თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"გასაიდუმლოებული დაზვერვის მონაცემების წყალობით, ვიცით, რომ რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს", - განაცხადა სუნაკმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტების მიზანი ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი იყო, რომელიც იმ დროს პორტში იდგა, და ისინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით ჩამოაგდეს. რაკეტები, მათ შორის ორი „კალიბრის“ ტიპის რაკეტა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რაკეტმზიდიდან გაუშვეს.