ავტორი:

ჯოზეფ ბორელმა ყაზბეგი დალაშქრა - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის არაოფიციალური მარშრუტის ფოტოები

ჯოზეფ ბორელმა ყაზბეგი დალაშქრა - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის არაოფიციალური მარშრუტის ფოტოები

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან ერთად ყაზბეგში, ლაშქრობაში იმყოფებოდა. ფოტოები სასტუმრო AltiHut-ის გვერდზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართული სამზარულოც დააგემოვნა.

"მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს", - წერია ფოტოების კომენტირებისას.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერთან და პრეზიდენტთან.

"გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ასეთი რამ არასდროს იქნება მიღებული ჩემს მიერ, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი" - აღნიშნა ბორელმა.

  • ვრცლად ჯოზეფ ბორელის პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები წაიკითხეთ აქ