მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს

პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­იმ­პიჩ­მენ­ტო გა­ნა­ცხადს, რო­მე­ლიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შევა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის 80 დე­პუ­ტა­ტი აწერს ხელს.

პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტეტ­მა ხელ­მო­წე­რე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა და­ა­დას­ტუ­რა, რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­საგ­ზავნ წარ­დგი­ნე­ბას თან და­ერ­თვე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­კონ­სტი­ტუ­ციო წარ­დგი­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის, პირ­ვე­ლი პუნ­ქტის "ა“ქვე­პუნ­ქტის დარ­ღვე­ვა­ზე, რაც თა­ვის მხრივ, ამ­ბობს, რომ პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, იღებს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ელ­ჩე­ბის და სხვა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ამა­ვე პუნ­ქტის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბის წარ­დგი­ნე­ბით ნიშ­ნავს და ათა­ვი­სუფ­ლებს ელ­ჩებს და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ის სა­გა­რეო ვი­ზი­ტე­ბი გახ­და, რა­ზეც მთავ­რო­ბამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თან­ხმო­ბა არ მის­ცა.

პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი 1-ელ სექ­ტემ­ბერს, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­და­წყდა.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა აქვს.

სა­სა­მარ­თლოს მიერ და­დე­ბი­თი დას­კვნის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 დე­პუ­ტა­ტის ხმა არის სა­ჭი­რო, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკარაჩა
0

გაიტანეთ, გაიტანეთ ეგ დედაკაცი სანამ დროა, გაიტანეთ სანამ დაღუპა ქვეყანა, გაიტანეეეეეეთ

თამაზი
0

მაგ სისულელეებს, ჯობია, საქმეს მიხედოთ. ქვეყანა თავზე გვენგრევა და მამინდომეს ამათ პრეზიდენტის იმპიჩმენტი. თქვენი შერჩეულია ეგ ქალი, როგორც მახსოვს. მაშინ უნდა გეფიქრათ, როცა პრეზიდენტის კანდიდატურა წამოაყენეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს

პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას თან დაერთვება.

"ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინებაში მითითებულია პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის "ა“ქვეპუნქტის დარღვევაზე, რაც თავის მხრივ, ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას. კონსტიტუციის ამავე პუნქტის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს.

სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.