პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე - ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან" - ირაკლი კობახიძე
"პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე - ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან" - ირაკლი კობახიძე

პრე­მი­ე­რის იმ­პიჩ­მენტზე სა­უ­ბა­რი არის სპე­კუ­ლა­ცია და სი­სუ­ლე­ლე - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს არ­ცერ­თი თეთ­რი არ და­უ­ხარ­ჯავს ბი­უ­ჯე­ტი­დან. ხომ ხვდე­ბით, რამ­ხე­ლა სპე­კუ­ლა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მე. სა­მარ­ცხვი­ნოა ეს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­მართ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან არ­ცერ­თი თეთ­რი არ და­ხარ­ჯუ­ლა.

"პირ­ველ რიგ­ში, მო­ი­კი­თხონ, რა სახ­სრე­ბი­დან არის გა­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ხარ­ჯი. არ­ცერ­თი თეთ­რი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან არ და­ხარ­ჯუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი არის ცა­რი­ე­ლი სპე­კუ­ლა­ცია. არ ვიცი, აქაც ცდი­ლო­ბენ, რომ გა­და­ე­ფა­რონ სა­კუ­თარ თა­ნა­გუნ­დელს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, მათ ჰყავთ სა­ერ­თო პატ­რო­ნი. ეს არის, რა­ღაც­ნა­ი­რად უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა, რომ გა­და­ფა­რონ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვა. მეტი მი­ზე­ზი რე­ა­ლუ­რად ამ ყვე­ლა­ფერს არ აქვს. კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, ეს არის ძა­ლი­ან უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა.

ბი­უ­ჯე­ტი­დან არ იყო არ­ცერ­თი თეთ­რი გა­დახ­დი­ლი. მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო იქ­ნე­ბა, არაფ­რის და­მალ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა და ინ­ტე­რე­სი არ არ­სე­ბობს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღიაა. ყვე­ლა­ფე­რი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი, რო­გორც შე­მო­სავ­ლებ­თან და ასე­ვე ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბი­უ­ჯე­ტი­დან ფული თუ არ არის და­ხარ­ჯუ­ლი, რა გა­მო­ძი­ე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი? მე შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ , ხა­ზა­რა­ძე და სხვე­ბი იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი,რომ­ლე­ბიც "აპ­რა­ვებ­დნენ“ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სწო­რედ ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლის ხარ­ჯვას სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მან ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­მართ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა უნდა და­ი­წყოს.

"რა შუ­ა­შია იმ­პიჩ­მენ­ტი? წა­ი­კი­თხონ კონ­სტი­ტუ­ცია. ბი­უ­ჯე­ტი­დან არ­ცერ­თი თეთ­რი არ არის და­ხარ­ჯუ­ლი და ისი­ნი "აპ­რა­ვებ­დნენ" ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლის ხარ­ჯვას სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. იმ­პიჩ­მენტზე სა­უ­ბა­რი არის სპე­კუ­ლა­ცია და სი­სუ­ლე­ლე. ეს ხალ­ხი "აპ­რა­ვებ­და" სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლის ხარ­ჯვას სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს არ­ცერ­თი თეთ­რი არ და­უ­ხარ­ჯავს ბი­უ­ჯე­ტი­დან. ხომ ხვდე­ბით, რამ­ხე­ლა სპე­კუ­ლა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მე. სა­მარ­ცხვი­ნოა ეს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ სა­ი­დან ჰქონ­და ღა­რი­ბაშ­ვილს ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სის შე­სას­რუ­ლებ­ლად თან­ხა, კო­ბა­ხი­ძის თქმით, ამა­ზე პა­სუხს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს, რო­დე­საც გა­ეც­ნო­ბა შე­სა­ბა­მის დეკ­ლა­რა­ცი­ას. მი­სი­ვე თქმით, თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი, შე­მო­სა­ვა­ლი და გა­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი ამ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარბიელი
0

ხაბე-ხაზარას და მათნაირების ისტერიკას რა თქმა უნდა არანაირი ფასი არა აქვს, მაგრამ როცა საქმეში დადასტურებულად ფიგურირებს სახელმწიფო თვითმფრინავი, მეტი ღიაობაა საჭირო - ხელშეკრულება, გადახდის ქვითარი... მარტო "დეკლარაციას დაელოდეთ" და :ეს სპეკულაციაა" არ კმარა!

დეა
1

მარტო პრემიერი კი არა ყველა წასასვლელები ხართ მოუსავლეთში

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე - ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან" - ირაკლი კობახიძე

"პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე - ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან" - ირაკლი კობახიძე

პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე - ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხომ ხვდებით, რამხელა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. სამარცხვინოა ეს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

"პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. არ ვიცი, აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს არის, რაღაცნაირად უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი რეალურად ამ ყველაფერს არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა.

ბიუჯეტიდან არ იყო არცერთი თეთრი გადახდილი. მერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია საჯარო იქნება, არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა. ყველაფერი დეკლარაციაში იქნება ასახული, როგორც შემოსავლებთან და ასევე ხარჯებთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი? მე შეგახსენებთ, რომ სწორედ "ნაციონალები“ , ხაზარაძე და სხვები იყვნენ ის ადამიანები,რომლებიც "აპრავებდნენ“ სააკაშვილის მიერ სწორედ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი ინტერესებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვით, ღარიბაშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.

"რა შუაშია იმპიჩმენტი? წაიკითხონ კონსტიტუცია. ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ არის დახარჯული და ისინი "აპრავებდნენ" ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობისთვის. იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე. ეს ხალხი "აპრავებდა" სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხომ ხვდებით, რამხელა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. სამარცხვინოა ეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა ღარიბაშვილს ჩარტერული რეისის შესასრულებლად თანხა, კობახიძის თქმით, ამაზე პასუხს საზოგადოება მიიღებს, როდესაც გაეცნობა შესაბამის დეკლარაციას. მისივე თქმით, თითოეული თეთრი, შემოსავალი და გასავალი იქნება ასახული ამ დეკლარაციაში.