მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება - სალომე ზურაბიშვილმა "ნაცმოძრაობის“ იმედად დაარღვია კონსტიტუცია" - კობახიძე
"დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება - სალომე ზურაბიშვილმა "ნაცმოძრაობის“ იმედად დაარღვია კონსტიტუცია" - კობახიძე

იმ­დე­ნად უხე­შია და თვალ­ნა­თე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, რომ მარ­ტი­ვად სჭირ­დე­ბა ამას და­დას­ტუ­რე­ბა და მეტი არა­ფე­რი. ეს არის პირ­ვე­ლი კურ­სის პირ­ვე­ლი ლექ­ცი­ის კა­ზუ­სი, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­დგი­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად შევა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვა არის ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი და ამის რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა უბ­რა­ლოდ არ შე­იძ­ლე­ბო­და მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხრი­დან. ეს იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი მხრი­და­ნაც უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა ქვეყ­ნის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის მი­მართ.

დღეს უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­დის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო მომ­დევ­ნო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­სჯე­ლებს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პრინ­ციპ­ში სამ­სჯე­ლო არც არა­ფე­რია. იმ­დე­ნად უხე­შია და თვალ­ნა­თე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, რომ მარ­ტი­ვად სჭირ­დე­ბა ამას და­დას­ტუ­რე­ბა და მეტი არა­ფე­რი. ეს არის პირ­ვე­ლი კურ­სის პირ­ვე­ლი ლექ­ცი­ის კა­ზუ­სი.

პრე­ზი­დენ­ტმა მა­ლე­ვე მი­ი­ღო უარი შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ პრე­ზი­დენ­ტი სრუ­ლი­ად ღიად აწარ­მო­ებს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ას, ის ღიად ლო­ბი­რებს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ი­ცა შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი.

პრე­ზი­დენტს აქვს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ იმე­დი და მათი იმე­დით არ­ღვევ­და კონ­სტი­ტუ­ცი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი გათ­ვლა ეს არ არის, ჩვენ რა თქმა უნდა, 100 ხმა­ზე არა­ვი­თა­რი ილუ­ზია არ გვაქვს, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ მხარს და­უ­ჭერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენტს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ღა­ლა­ტედ აცხა­დებ­დნენ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს. ანუ 3 მი­ლი­ონ ამომ­რჩე­ველს ატყუ­ებ­დნენ, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იყო მო­ღა­ლა­ტე და ხომ არ ატყუ­ე­ბენ შემ­თხვე­ვით ამომ­რჩევ­ლებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის რუ­სუ­ლი პარ­ტია და ა.შ. "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ როცა არ და­უ­ჭერს მხარს პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს ამით აღი­ა­რებს, რომ თა­ვის დრო­ზე 3 მი­ლი­ონ ამომ­რჩე­ველს ატყუ­ებ­დნენ. ეს იქ­ნე­ბა მათი აღი­ა­რე­ბა, ესეც ერთ-ერთი შე­დე­გი, ანუ ლუსტრა­ცია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის გა­შიშ­ვლე­ბა, მათი სა­ერ­თო პატ­რო­ნის გა­შიშ­ვლე­ბა და ა.შ. ეს არის ძა­ლი­ან ბევ­რი პლუ­სი, რო­მე­ლიც ახ­ლავს იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას. 100 ხმა­ზე ჩვენ არ გვაქვს გათ­ვლა პი­რი­ქით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აქვს გათ­ვლა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მან სწო­რედ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ იმე­დად და­არ­ღვია კონ­სტი­ტუ­ცია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ის სა­ერ­თოდ არ გა­რის­კავ­და“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))
3

აბა ეს არის აიი ლაყე კვერცხი თუ არის 

ნუკრი ტაბატაძე
7

ფული ფული და შვილების დასაქმება ევროპაში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება - სალომე ზურაბიშვილმა "ნაცმოძრაობის“ იმედად დაარღვია კონსტიტუცია" - კობახიძე

"დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება - სალომე ზურაბიშვილმა "ნაცმოძრაობის“ იმედად დაარღვია კონსტიტუცია" - კობახიძე

იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ მარტივად სჭირდება ამას დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდის წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოფიციალურად შევა.

"საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი და ამის რეაგირების გარეშე დატოვება უბრალოდ არ შეიძლებოდა მმართველი გუნდის მხრიდან. ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდანაც უპატივცემულობა ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ.

დღეს უკვე ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში სამსჯელო არც არაფერია. იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ მარტივად სჭირდება ამას დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი.

პრეზიდენტმა მალევე მიიღო უარი შეთავაზებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი სრულიად ღიად აწარმოებს კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიას, ის ღიად ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, გაიცა შესაბამისი პასუხი.

პრეზიდენტს აქვს "ნაცმოძრაობის“ იმედი და მათი იმედით არღვევდა კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, ჩვენი გათვლა ეს არ არის, ჩვენ რა თქმა უნდა, 100 ხმაზე არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა“ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მიუხედავად იმისა, რომ მოღალატედ აცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილს. ანუ 3 მილიონ ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და ხომ არ ატყუებენ შემთხვევით ამომრჩევლებს იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება“ არის რუსული პარტია და ა.შ. "ნაცმოძრაობა“ როცა არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს ამით აღიარებს, რომ თავის დროზე 3 მილიონ ამომრჩეველს ატყუებდნენ. ეს იქნება მათი აღიარება, ესეც ერთ-ერთი შედეგი, ანუ ლუსტრაცია, სალომე ზურაბიშვილის და რადიკალური ოპოზიციის ერთიანობის გაშიშვლება, მათი საერთო პატრონის გაშიშვლება და ა.შ. ეს არის ძალიან ბევრი პლუსი, რომელიც ახლავს იმპიჩმენტის პროცედურას. 100 ხმაზე ჩვენ არ გვაქვს გათვლა პირიქით, სალომე ზურაბიშვილს აქვს გათვლა იქიდან გამომდინარე, რომ მან სწორედ "ნაცმოძრაობის“ იმედად დაარღვია კონსტიტუცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საერთოდ არ გარისკავდა“, - განაცხადა კობახიძემ.