მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა
ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა ახალ­გაზ­რდუ­ლი კონ­გრე­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

„ახალ­გაზ­რდუ­ლი კონ­გრე­სი-2023“ 10 სექ­ტემ­ბერს ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თა. მო­ნა­წი­ლე­ებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე და­ვით გა­ბა­ი­ძემ, მის­მა მო­ად­გი­ლე ტიტე არო­ში­ძემ, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მაია ხა­ჯიშ­ვილ­მა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე კახა აბუ­ლა­ძემ მი­მარ­თეს.

რო­გორც გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის და მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ხა­რის­ხის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ­ჩევ­ნე­ბია. თა­ვის მხრივ კი სწო­რედ არ­ჩევ­ნე­ბი აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩა­ერ­თონ დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ში.

„რაც მეტი ახალ­გაზ­რდა იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში, რო­გორც ამომ­რჩე­ვე­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რი, სა­ზო­გა­დო აქ­ტი­ვის­ტი და რაც მთა­ვა­რია სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, მით უფრო მა­ღა­ლია ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­ზა­ნია, ხელი შე­ვუ­წყოთ დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ახალ­გაზ­რდე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მათი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბას. ცეს­კო ახალ­გაზ­რდებს არა­ერთ სას­წავ­ლო/სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო/სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მას სთა­ვა­ზობს, რაც ხელს უწყობს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე მათ აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას არ­ჩევ­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბის ის­ტო­რი­ულ პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და გა­მოს­ვლი­სას კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის, ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბის თე­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა პა­ნე­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე - „მო­ნა­წი­ლე­ობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდუ­ლი პო­ლი­ტი­კა“ და მო­ნა­წი­ლე­თა კი­თხვებს ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხა.

ახალ­გაზ­რდუ­ლი კონ­გრე­სი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რი­თა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს სსიპ ახალ­გაზ­რდო­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და. კონ­გრესს 400-მდე ახალ­გაზ­რდა, ასე­ვე ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ე­ბის, ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი და­ეს­წრნენ.

ადამიანი
0

ხომ შეიძლება თქვენივე რედაქციის წინ გამვლელტა გამოკითხვის მოწყობა:ენდობით თუ არა ცსკოს თავმჯდომარეს,ან ზოგადად ცსკოზე რა აზრის ხართ? :)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდული კონგრესის მონაწილეებთან საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ახალგაზრდული კონგრესი-2023“ 10 სექტემბერს ბათუმში გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მისმა მოადგილე ტიტე აროშიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე კახა აბულაძემ მიმართეს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის განვითარების და მისი დემოკრატიულობის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი არჩევნებია. თავის მხრივ კი სწორედ არჩევნები აძლევს შესაძლებლობას მოქალაქეებს ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებში.

„რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული საარჩევნო პროცესებში, როგორც ამომრჩეველი, პოლიტიკური აქტორი, საზოგადო აქტივისტი და რაც მთავარია საარჩევნო ადმინისტრატორი, მით უფრო მაღალია ქვეყნის წარმატებული და დემოკრატიული განვითარების შანსი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანია, ხელი შევუწყოთ დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას, ახალგაზრდების განვითარებასა და მათი პოტენციალის რეალიზებას. ცესკო ახალგაზრდებს არაერთ სასწავლო/საგანმანათლებლო/საინფორმაციო პროგრამას სთავაზობს, რაც ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონეზე მათ აქტიურ ჩართულობას არჩევნების მოდერნიზების ისტორიულ პროცესში“, - განაცხადა გამოსვლისას კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და არჩევნების მოდერნიზების თემაზე დეტალურად ისაუბრა პანელურ შეხვედრაზე - „მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა“ და მონაწილეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ახალგაზრდული კონგრესი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. კონგრესს 400-მდე ახალგაზრდა, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებებისა და საკანონმდებლო ორგანოების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.