მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწისძვრა მაროკოში: უმძიმესი ვითარება სტიქიის ზონაში - მაშველებს მუშაობა შიშველი ხელებით უწევთ, დაღუპულთა რიცხვმა 2 100-ს გადააჭარბა, ნანგრევების ქვეშ ჯერაც უამრავი ადამიანი რჩება (ფოტოები)
მიწისძვრა მაროკოში: უმძიმესი ვითარება სტიქიის ზონაში - მაშველებს მუშაობა შიშველი ხელებით უწევთ, დაღუპულთა რიცხვმა 2 100-ს გადააჭარბა, ნანგრევების ქვეშ ჯერაც უამრავი ადამიანი რჩება (ფოტოები)

მა­რო­კო­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 2 100-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, და­შა­ა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი კი 2,421- ს აღ­წევს, მათ­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

სტი­ი­ქი­ის ზო­ნა­ში სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რა­კე­შის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე მთი­ან სოფ­ლებ­ში მაშ­ვე­ლებს გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის ძებ­ნა შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით უწევთ, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ნან­გრე­ვე­ბით და­ფა­რუ­ლი გზე­ბის გა­საწ­მენ­დად გაგ­ზავ­ნა.

მა­რო­კო­ე­ლი მაშ­ვე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვიდ­ნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი ეს­პა­ნე­თი­დან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­დან, კა­ტა­რი­დან და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან. დახ­მა­რე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვეს საფ­რან­გეთ­მა, აშშ-მა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ. BBC-ი წერს, რომ მა­რო­კოს­თვის ამ დახ­მა­რე­ბას ახლა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან ყო­ვე­ლი გა­სუ­ლი სა­ა­თი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნის შან­სებს ამ­ცი­რებს.

მა­გა­ლი­თად, ეს­პა­ნეთ­მა 86 მაშ­ვე­ლი და რვა მა­ძი­ე­ბე­ლი ძაღ­ლი გაგ­ზავ­ნა მა­რო­კო­ში.

”ჩვენ გა­მო­გიგ­ზავ­ნით ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ჭი­როა, რად­გან ყვე­ლამ იცის, რომ ეს პირ­ვე­ლი სა­ა­თე­ბი არის საკ­ვან­ძო, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ არი­ან და­მარ­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი”, - გა­ნუ­ცხა­და ეს­პა­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მარ­გა­რი­ტა რობ­ლეს­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ას.

მა­რო­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ მან მი­ი­ღო დახ­მა­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ოთხი უცხო ქვეყ­ნის­გან, ხოლო არა­ერ­თმა სხვა ქვე­ყა­ნამ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის მზად­ყფ­ნა გა­მოთ­ქვა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ ეტაპ­ზე და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა ეს­პა­ნე­თის, ბრი­ტა­ნე­თის, ყა­ტა­რი­სა და არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის წი­ნა­და­დე­ბებს "გა­აგ­ზავ­ნონ სამ­ძებ­რო და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი".

შე­გახ­სე­ნებთ, 6.8 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მა­რო­კო­ში 8 სექ­ტემ­ბერს გვი­ან ღა­მით მოხ­და. 20 წუ­თის შემ­დეგ მას გან­მე­ო­რე­ბი­თი 4.9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წის­ქვე­შა ბიძ­გი მოჰ­ყვა. სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი ქა­ლაქ მა­რა­კე­ში­დან სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით ატ­ლა­სის მთებ­ში, 71 კმ-ის სიღ­რმე­ში და­ფიქ­სირ­და.

ეს იყო ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მი­წისძვრა მა­რო­კო­ში1960 წლის შემ­დეგ. იმ­ჟა­მადნ მი­წისძვრამ და­ან­გრია აგა­დი­რი, მა­რის შე­დე­გა­დაც 12 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავთო
2

თიხითაა ნაშენები ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

მიწისძვრა მაროკოში: უმძიმესი ვითარება სტიქიის ზონაში - მაშველებს მუშაობა შიშველი ხელებით უწევთ, დაღუპულთა რიცხვმა 2 100-ს გადააჭარბა, ნანგრევების ქვეშ ჯერაც უამრავი ადამიანი რჩება (ფოტოები)

მიწისძვრა მაროკოში: უმძიმესი ვითარება სტიქიის ზონაში - მაშველებს მუშაობა შიშველი ხელებით უწევთ, დაღუპულთა რიცხვმა 2 100-ს გადააჭარბა, ნანგრევების ქვეშ ჯერაც უამრავი ადამიანი რჩება (ფოტოები)

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, დაშაავებულთა რიცხვი კი 2,421- ს აღწევს, მათგან უმრავლესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სტიიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, მარაკეშის სამხრეთით მდებარე მთიან სოფლებში მაშველებს გადარჩენილების ძებნა შიშველი ხელებით უწევთ, რადგან ხელისუფლებამ აღჭურვილობა ნანგრევებით დაფარული გზების გასაწმენდად გაგზავნა.

მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. BBC-ი წერს, რომ მაროკოსთვის ამ დახმარებას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი გასული საათი ცოცხალი ადამიანების პოვნის შანსებს ამცირებს.

მაგალითად, ესპანეთმა 86 მაშველი და რვა მაძიებელი ძაღლი გაგზავნა მაროკოში.

”ჩვენ გამოგიგზავნით ყველაფერს, რაც საჭიროა, რადგან ყველამ იცის, რომ ეს პირველი საათები არის საკვანძო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნანგრევების ქვეშ არიან დამარხული ადამიანები”, - განუცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა საზოგადოებრივ ტელევიზიას.

მაროკომ განაცხადა, რომ მან მიიღო დახმარების შეთავაზება ოთხი უცხო ქვეყნისგან, ხოლო არაერთმა სხვა ქვეყანამ საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მზადყფნა გამოთქვა.

ხელისუფლებამ ამ ეტაპზე დადებითად უპასუხა ესპანეთის, ბრიტანეთის, ყატარისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წინადადებებს "გააგზავნონ სამძებრო და სამაშველო ჯგუფები".

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ეს იყო ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრა მაროკოში1960 წლის შემდეგ. იმჟამადნ მიწისძვრამ დაანგრია აგადირი, მარის შედეგადაც 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: