მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, მაშველები შიშველი ხელებით ცდილობენ გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოყვანას
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, მაშველები შიშველი ხელებით ცდილობენ გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოყვანას

მა­რო­კო­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 2 100-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რა­კე­შის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე მთი­ან სოფ­ლებ­ში მაშ­ვე­ლებს გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის ძებ­ნა შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით უწევთ, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ნან­გრე­ვე­ბით და­ფა­რუ­ლი გზე­ბის გა­საწ­მენ­დად გაგ­ზავ­ნა.

მა­რო­კო­ე­ლი მაშ­ვე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვიდ­ნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი ეს­პა­ნე­თი­დან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­დან, კა­ტა­რი­დან და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან. დახ­მა­რე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვეს საფ­რან­გეთ­მა, აშშ-მა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ. BBC წერს, რომ მა­რო­კოს­თვის ამ დახ­მა­რე­ბას ახლა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან ყო­ვე­ლი გა­სუ­ლი სა­ა­თი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნის შან­სებს ამ­ცი­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, 6.8 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მა­რო­კო­ში 8 სექ­ტემ­ბერს გვი­ან ღა­მით მოხ­და. 20 წუ­თის შემ­დეგ მას გან­მე­ო­რე­ბი­თი 4.9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წის­ქვე­შა ბიძ­გი მოჰ­ყვა. სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი ქა­ლაქ მა­რა­კე­ში­დან სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით ატ­ლა­სის მთებ­ში, 71 კმ-ის სიღ­რმე­ში და­ფიქ­სირ­და.

ავტორი:

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, მაშველები შიშველი ხელებით ცდილობენ გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოყვანას

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, მაშველები შიშველი ხელებით ცდილობენ გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოყვანას

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, სამაშველო სამუშაოები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, მარაკეშის სამხრეთით მდებარე მთიან სოფლებში მაშველებს გადარჩენილების ძებნა შიშველი ხელებით უწევთ, რადგან ხელისუფლებამ აღჭურვილობა ნანგრევებით დაფარული გზების გასაწმენდად გაგზავნა.

მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. BBC წერს, რომ მაროკოსთვის ამ დახმარებას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი გასული საათი ცოცხალი ადამიანების პოვნის შანსებს ამცირებს.

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.