ავტორი:

"ისე იშლება რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ" - კობახიძე

"ისე იშლება რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ" - კობახიძე

ისე იშლება არა მარტო "ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, არამედ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ, გადავლახოთ ბარიერი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაშლა კარგია, რადგან ეს სისტემას გააძლიერებს.

"თანდათანობით აქეთკენ მიდის ეს პროცესები. მთლიანობაში კოლექტიური "ნაცმოძრაობის“ დაშლა არის დადებით პროცესი. ბუნებრივია, ეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს“,-განაცხადა კობახიძემ.