უკრაინის თავდაცვის ძალები ზაპოროჟიეს ოლქში შეტევას აგრძელებენ, ბოლო დღეებში მათ, სოფელ რობოტინოსთან, კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დეოკუპაცია შეძლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრის მიმართულების პრესცენტრის წარმომადგენელმა, ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.
"ვაგრძელებთ მცირე წინსვლას რობოტინოს რაიონში. ჩვენი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1.5 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა", - აღნიშნა ალექსანდრე შტუპუნმა.
მისი თქმით, ზაპოროჟიეს მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.
"ვერ ვიტყვით, რომ მტერი გარბის, ყველაფერი მძიმე ბრძოლებით მიმდინარეობს. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავართულოთ მათი მომარაგება და ეს გარკვეულ ტერიტორიაზე ნაყოფს იძლევა“, - განაცხადა შტუპუნმა.
თუ გინდათ 100 იყოს,რატომ გგონიათ რომ მაინტერესებს? :)
1,5 კვადრატული კილომეტრი რამდენია თუ იცით? 1 კმ x 1.5 კმ ზე.ანუ ეგ გაანთავისუფლეს? უკრაინის ფართობი რამდენია ეგ თუ იცით? 603549 კვადრატული კილომეტრი! სერიოზული შეტევა ყოფილა როგორც ჩანს :)) თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს , მთავარი ხომ პათოსია და იმის დაწერა რომ რაღაც გაანთავისუფლეს,თორემ ლოგიკის დედაც.სლავა უკრაინისტების ბოლის გარეშე დატოვება როგორ შეიძლება :)