მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის 10 წევრი დამეღუპა... ეს იყო სრული ქაოსი, ნამდვილი კატასტროფა, სიგიჟე" - დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი მაროკოელების მონაყოლი
"ოჯახის 10 წევრი დამეღუპა... ეს იყო სრული ქაოსი, ნამდვილი კატასტროფა, სიგიჟე" - დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი მაროკოელების მონაყოლი

მა­რო­კო­ში და­მან­გრე­ველ მი­წისძვრას 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი დიდი ალ­ბა­თო­ბით, კი­დევ გა­იზ­რდე­ბა.

სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი ქა­ლაქ მა­რა­კე­ში­დან სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით ატ­ლა­სის მთებ­ში, 71 კმ-ის სიღ­რმე­ში და­ფიქ­სირ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, რომ მი­წისძვრის დროს, მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ეს სა­ში­ნე­ლე­ბა თავს ღა­მით დაგ­ვა­ტყდა. ში­შის­გან გა­რეთ გავცვივ­დით. ხალ­ხი შოკ­ში იყო. მხო­ლოდ ყვი­რი­ლის და ბავ­შვე­ბის ტი­რი­ლის ხმა გვეს­მო­და. ეს იყო სრუ­ლი ქა­ო­სი, ნამ­დვი­ლი კა­ტას­ტრო­ფა, სი­გი­ჟე“, - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი BBC-თან სა­უბ­რი­სას.

მონ­ტა­სირ იტრი სო­ფელ ას­ნი­ში, მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრთან ახ­ლოს ცხოვ­რობს. ის მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ მი­წისძვრის შე­დე­გად მისი ახ­ლობ­ლე­ბი ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ მოყ­ვნენ, მათ გა­დარ­ჩე­ნას კი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ცდი­ლობს.

"ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ არი­ან. ხალ­ხი ბევ­რს მუ­შა­ობს მათ გა­და­სარ­ჩე­ნად სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით“.

კი­დევ ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი აცხა­დებს, რომ ოჯა­ხის 10 წევ­რი და­ე­ღუ­პა - "ოჯა­ხის მი­ნი­მუმ 10 წევ­რი მყავს და­ღუ­პუ­ლი... ამის და­ჯე­რე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს. სულ ცოტა ხნის მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი.“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 6.8 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მა­რო­კო­ში 8 სექ­ტემ­ბერს გვი­ან ღა­მით მოხ­და. 20 წუ­თის შემ­დეგ მას გან­მე­ო­რე­ბი­თი 4.9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წის­ქვე­შა ბიძ­გი მოჰ­ყვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთერი
0

უფალმა გიშველოთ

Sara
1

საცოდავები🥹

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ოჯახის 10 წევრი დამეღუპა... ეს იყო სრული ქაოსი, ნამდვილი კატასტროფა, სიგიჟე" - დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი მაროკოელების მონაყოლი

"ოჯახის 10 წევრი დამეღუპა... ეს იყო სრული ქაოსი, ნამდვილი კატასტროფა, სიგიჟე" - დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი მაროკოელების მონაყოლი

მაროკოში დამანგრეველ მიწისძვრას 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს და გარდაცვლილთა რიცხვი დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ადგილობრივები მედიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ მიწისძვრის დროს, მოსახლეობის უმეტესობა სახლში იმყოფებოდა.

"ეს საშინელება თავს ღამით დაგვატყდა. შიშისგან გარეთ გავცვივდით. ხალხი შოკში იყო. მხოლოდ ყვირილის და ბავშვების ტირილის ხმა გვესმოდა. ეს იყო სრული ქაოსი, ნამდვილი კატასტროფა, სიგიჟე“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი BBC-თან საუბრისას.

მონტასირ იტრი სოფელ ასნიში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ცხოვრობს. ის მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად მისი ახლობლები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ, მათ გადარჩენას კი ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს.

"ჩვენი მეზობლები ნანგრევების ქვეშ არიან. ხალხი ბევრს მუშაობს მათ გადასარჩენად სოფელში არსებული საშუალებების გამოყენებით“.

კიდევ ერთი გადარჩენილი აცხადებს, რომ ოჯახის 10 წევრი დაეღუპა - "ოჯახის მინიმუმ 10 წევრი მყავს დაღუპული... ამის დაჯერება ძალიან მიჭირს. სულ ცოტა ხნის მათთან ერთად ვიყავი.“

შეგახსენებთ, რომ 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.