ავტორი:

"ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგაცილეთ შორიდან უკანასკნელ გზაზე, შენს უფროს ვაჟკაცთან ერთად" - ზაზა მესხი და მისი ვაჟი დაკრძალეს

"ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგაცილეთ შორიდან უკანასკნელ გზაზე, შენს უფროს ვაჟკაცთან ერთად" - ზაზა მესხი და მისი ვაჟი დაკრძალეს

შოვის სტიქიისას დაღუპული ზაზა მესხი და მისი უფროსი ვაჟი დღეს დაკრძალეს. ორ მოზარდს, 10 და 12 წლის ბიჭებს ჯერ კიდევ ეძებენ, 12 წლის მოზარდი სტიქიას შეწირული ზაზა მესხის შვილია, 10 წლის კი - გერი.

როგორც ცნობილია, ზაზა მესხი უწერაში დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად ავტომობილით გავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა.

ზაზა ოჯახთან ერთად საქართველოში ერთი თვით ჩამოვიდა. აქ 88 წლის დედა და და ელოდნენ.

"მძიმე დღეა დღეს. დილიდან საათს ვუყურებდი, საქართველოს დრო რომ გამომეთვალა, სავარაუდო დაკრძალვის დრო. ძალიან ბევრმა ადამიანმა და მეგობარმა გაგაცილეთ შორიდან უკანასკნელ გზაზე, შენ უფროს ვაჟკაცთან ერთად, ჩვენო Zaza. თუმცა იმიერ სამყაროში ყველა ერთად ხართ, როგორც ამ ფოტოზე.

იშვიათად ხდება ხოლმე ასეთი ტრაგედიები და ზუსტად ამ იშვიათი ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლნი გახდით, საბედისწერო შემთხვევის. ათასჯერ ნათქვამს გავიმეორებ, რომ ეს ტკივილი არასდროს განელდება. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ნათელი და წმინდა საქმის კეთებას, რომელსაც სამშობლოს ბედნიერი მომავლისთვის დაუღალავი ბრძოლა ჰქვია.

აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ფასეულობების დაცვას, რომელსაც ასე ერთგულად მსახურებდი სიცოცხლეში, ჩვენო მეგობარო. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ემიგრაციაში ჩვენმა შვილებმა იცოდნენ ქართული ენა, საკუთარი ქვეყნის ისტორია და ჩავდოთ ის წმინდა მარცვალი მათ ცნობიერებაში, ფესვები რომ ჰქვია. თავიდან ბოლომდე, სულით და ხორცით ქართველი იყავი და ასე დარჩები ისტორიას, უცხოეთში მცხოვრები ქართველების ცხოვრების და მოღვაწეობის ქრონიკებს. მშვიდად განისვენე, სადაც მართალნი განისვენებენ, ამინ" - წერს მესხის ახლობელი სოციალურ ქსელში.