საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვმა დაინახა, როგორ მოუკლა ბაბუამ მამა, საშინლად განიცდიდა... ზაური მთელ უბანს უყვარდა, მრავალშვილიანი მამა იყო" - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
"ბავშვმა დაინახა, როგორ მოუკლა ბაბუამ მამა, საშინლად განიცდიდა... ზაური მთელ უბანს უყვარდა, მრავალშვილიანი მამა იყო" - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გუ­შინ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნა­რუ­ჯა­ში, მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 80 წლის რეზო ფუტ­კა­რა­ძემ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­კუ­თა­რი შვი­ლი, 48 წლის ზაურ ფუტ­კა­რა­ძე მოკ­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ამ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, მოკ­ლუ­ლის 14 წლის შვი­ლი, რო­მელ­მაც ნახა, ბა­ბუ­ამ რო­გორ მო­უკ­ლა მამა. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გე­ნენ. უკვე და­კი­თხეს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს და უკვე მი­ას­ვე­ნეს იმ სახ­ლში, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ისი­ნი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს. მათი თქმით, ხმა­უ­რი და არც გას­რო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ.

ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის მე­ზო­ბე­ლი:

- ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და, ძა­ლი­ან გან­ვიც­დით. მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი ჯერ ჩვენც არ ვი­ცით და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ახლა მე­ზობ­ლე­ბი ერ­თად, უბან­ში ვართ შეკ­რე­ბი­ლე­ბი და არ გვაქვს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ტრა­გე­დია. და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ ვი­ცით, რა მოხ­და მამა-შვილს შო­რის. მათ შო­რის კონ­ფლიქტზე არა­ფე­რი გვსმე­ნია. მოკ­ლუ­ლი ზაურ ფუტ­კა­რა­ძე ბა­თუმ­ში მუ­შა­ობ­და, ხე­ლო­სა­ნი ბიჭი იყო, მა­ლი­ა­რი და რე­მონ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და. ბა­თუმ­ში ოჯა­ხით იყო წა­სუ­ლი, ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ და შრო­მობ­დნენ. ახლა ნა­რუ­ჯა­ში 3-4 დღის ჩა­მო­სუ­ლი იყო, აქ აქვთ თხი­ლის ბა­ღე­ბი და თხი­ლის მო­საგ­რო­ვებ­ლად ჩა­მო­ვი­და. მუ­შა­ობ­და თხი­ლის ბა­ღებ­ში, თა­ვის 14 წლის ბი­ჭთან ერ­თად.

მომ­ხდარს ბავ­შვი შე­ეს­წრო, ამ ამ­ბის შემ­დეგ ბავ­შვი და­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნეს და ჯერ არ ჩანს, რომ ვკი­თხოთ, რა მოხ­და. სხვა არა­ვინ იყო სახ­ლში, მამა-შვი­ლი და 14 წლის ბავ­შვი ჰყავ­დათ. ზა­უ­რი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა იყო, 4 შვი­ლი ჰყავს.

რეზო 80 წლის არის, ორი წე­ლია ნა­რუ­ჯა­ში დაბ­რუნ­და, მა­ნამ­დე ისიც ბა­თუმ­ში იყო, მაგ­რამ ახლა ასაკ­ში დაბ­რუნ­და სო­ფელ­ში. 24 სა­ა­თი აქ ვარ და არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი მას სხვას­თა­ნაც არ მოს­ვლი­ათ. ინ­სულ­ტი­ა­ნი კაცი იყო, ინ­ვა­ლი­დი კაცი და რა­ტომ მოკ­ლა შვი­ლი, არ ვი­ცით. ოჯა­ხის ამ­ბავს ვერ გა­ი­გებ. ზა­უ­რი მთელ უბანს უყ­ვარს და ყვე­ლა­ნი გან­ვიც­დით, ყვე­ლა აფა­სებ­და.

- გას­რო­ლის ხმა არ გა­გი­გი­ათ?

- ეს გვიკ­ვირს, რომ გას­რო­ლაც არა­ვის გა­უ­გია. არ ვი­ცით მა­ყუ­ჩი­ა­ნი იყო თუ არა ია­რა­ღი. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ეზო­ში ჩა­მო­ირ­ბი­ნა 14 წლის ბავ­შვმა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, მან გვი­თხრა, რომ ბა­ბუ­ამ მა­მას ეს­რო­ლაო. სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და. მა­შინ­ვე დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში. ისე­თი ეზო გვაქვს, ბავ­შვის ხმა ყვე­ლამ გა­ვი­გო­ნეთ და მა­ლე­ვე მთე­ლი უბა­ნი შე­იკ­რი­ბა. გა­მოვ­ვარ­დით გა­რეთ, მაგ­რამ მათ ბი­ნა­ში შიგ­ნით შეს­ვლას ყვე­ლა მო­ე­რი­და, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ია­რა­ღით იყო.

ეტყო­ბა ბავ­შვმა პირ­ვე­ლად ეს ამ­ბა­ვი რე­ზოს დის­შვილს შე­ა­ტყო­ბი­ნა, ის შე­ვი­და ბი­ნა­ში და მან გა­მო­არ­თვა ია­რა­ღი რე­ზოს. მერე ქა­ლე­ბიც ავარ­დნენ ზე­ვით, მაგ­რამ ზა­უ­რი ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი. თავ­ში ჰქონ­და ჭრი­ლო­ბა, მან­ქა­ნით წაყ­ვა­ნას აზრი არ ჰქონ­და. მერე გა­და­ას­ვე­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და დი­ლით მო­იყ­ვა­ნეს იქი­დან ცხე­და­რი. რე­ზოს სახ­ლი­დან წაყ­ვა­ნა არ გვი­ნა­ხავს, ისე წა­იყ­ვა­ნეს, არა­და მთე­ლი უბა­ნი შეკ­რე­ბი­ლი იყო. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა მო­ზარ­დმა და რას ამ­ბობს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joseb
2

ისეთი დაძაბულობის და სიძულვილის ნიაღვარი მოდის მუდმივად საინფორმაციო წყაროებიდან რომ ვეღარ უძლებს ადამიანების ფსიქიკა.

ნანი
4

ასე დატენილი და გამზადებული იარაღი 80 წლის კაცისთვის როგორ გავიგოთ???!

ავტორი:

"ბავშვმა დაინახა, როგორ მოუკლა ბაბუამ მამა, საშინლად განიცდიდა... ზაური მთელ უბანს უყვარდა, მრავალშვილიანი მამა იყო" - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

"ბავშვმა დაინახა, როგორ მოუკლა ბაბუამ მამა, საშინლად განიცდიდა... ზაური მთელ უბანს უყვარდა, მრავალშვილიანი მამა იყო" - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარუჯაში, მკვლელობა მოხდა. 80 წლის რეზო ფუტკარაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით საკუთარი შვილი, 48 წლის ზაურ ფუტკარაძე მოკლა. მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ამ ფაქტს თვითმხილველი ჰყავს, მოკლულის 14 წლის შვილი, რომელმაც ნახა, ბაბუამ როგორ მოუკლა მამა. მკვლელობის მიზეზებს ახლა სამართალდამცავები ადგენენ. უკვე დაკითხეს ფაქტის თვითმხილველი არასრულწლოვანი. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დიდხანს მუშაობდნენ ადგილზე სამართალდამცავები, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს და უკვე მიასვენეს იმ სახლში, სადაც ტრაგედია დატრიალდა. მეზობლები ამბობენ, რომ მათთვის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ისინი ძალიან განიცდიან მომხდარს. მათი თქმით, ხმაური და არც გასროლის ხმა არ გაუგიათ.

ფუტკარაძეების მეზობელი:

- ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ძალიან განვიცდით. მომხდარის მიზეზი ჯერ ჩვენც არ ვიცით და გაოგნებულები ვართ. ახლა მეზობლები ერთად, უბანში ვართ შეკრებილები და არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ტრაგედია. დაზუსტებით არავინ ვიცით, რა მოხდა მამა-შვილს შორის. მათ შორის კონფლიქტზე არაფერი გვსმენია. მოკლული ზაურ ფუტკარაძე ბათუმში მუშაობდა, ხელოსანი ბიჭი იყო, მალიარი და რემონტებზე მუშაობდა. ბათუმში ოჯახით იყო წასული, ნაქირავებში ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. ახლა ნარუჯაში 3-4 დღის ჩამოსული იყო, აქ აქვთ თხილის ბაღები და თხილის მოსაგროვებლად ჩამოვიდა. მუშაობდა თხილის ბაღებში, თავის 14 წლის ბიჭთან ერთად.

მომხდარს ბავშვი შეესწრო, ამ ამბის შემდეგ ბავშვი დაკითხვაზე წაიყვანეს და ჯერ არ ჩანს, რომ ვკითხოთ, რა მოხდა. სხვა არავინ იყო სახლში, მამა-შვილი და 14 წლის ბავშვი ჰყავდათ. ზაური მრავალშვილიანი მამა იყო, 4 შვილი ჰყავს.

რეზო 80 წლის არის, ორი წელია ნარუჯაში დაბრუნდა, მანამდე ისიც ბათუმში იყო, მაგრამ ახლა ასაკში დაბრუნდა სოფელში. 24 საათი აქ ვარ და არანაირი კონფლიქტი მას სხვასთანაც არ მოსვლიათ. ინსულტიანი კაცი იყო, ინვალიდი კაცი და რატომ მოკლა შვილი, არ ვიცით. ოჯახის ამბავს ვერ გაიგებ. ზაური მთელ უბანს უყვარს და ყველანი განვიცდით, ყველა აფასებდა.

- გასროლის ხმა არ გაგიგიათ?

- ეს გვიკვირს, რომ გასროლაც არავის გაუგია. არ ვიცით მაყუჩიანი იყო თუ არა იარაღი. მკვლელობის შემდეგ ეზოში ჩამოირბინა 14 წლის ბავშვმა და დახმარება ითხოვა, მან გვითხრა, რომ ბაბუამ მამას ესროლაო. საშინლად განიცდიდა. მაშინვე დავრეკეთ სასწრაფოში. ისეთი ეზო გვაქვს, ბავშვის ხმა ყველამ გავიგონეთ და მალევე მთელი უბანი შეიკრიბა. გამოვვარდით გარეთ, მაგრამ მათ ბინაში შიგნით შესვლას ყველა მოერიდა, რადგან ვიცოდით, რომ იარაღით იყო.

ეტყობა ბავშვმა პირველად ეს ამბავი რეზოს დისშვილს შეატყობინა, ის შევიდა ბინაში და მან გამოართვა იარაღი რეზოს. მერე ქალებიც ავარდნენ ზევით, მაგრამ ზაური ადგილზე იყო გარდაცვლილი. თავში ჰქონდა ჭრილობა, მანქანით წაყვანას აზრი არ ჰქონდა. მერე გადაასვენეს ექსპერტიზაზე და დილით მოიყვანეს იქიდან ცხედარი. რეზოს სახლიდან წაყვანა არ გვინახავს, ისე წაიყვანეს, არადა მთელი უბანი შეკრებილი იყო. ძალიან განვიცდით ამ ამბავს.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. რა ჩვენება მისცა მოზარდმა და რას ამბობს თავად ბრალდებული, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წაიკითხეთ ასევე: