პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტალინი ძალიან უხეში იყო მის მიმართ, თუმცა ხან ბელადსაც კი ეშინოდა ცოლის..." - საბჭოთა ლიდერის წარუმატებელი ქორწინებები და ბედნიერი საიდუმლო სიყვარული
"სტალინი ძალიან უხეში იყო მის მიმართ, თუმცა ხან ბელადსაც კი ეშინოდა ცოლის..." - საბჭოთა ლიდერის წარუმატებელი ქორწინებები და ბედნიერი საიდუმლო სიყვარული

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ლი­დე­რის ცხოვ­რე­ბა­ში, სულ ცოტა, 5 ქალი ფი­გუ­რი­რებ­და, რომ­ლებ­თა­ნაც სტა­ლინს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და. ბოლო ურ­თი­ერ­თო­ბა კი, რო­მე­ლიც მას ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე ჰქონ­და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, დიდი ბე­ლა­დის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი იყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტა­ლი­ნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ის­ტო­რი­კოს­თათ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­უ­ხე­და­ვად რამ­დე­ნი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბი­სა, სტა­ლი­ნის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ის ადა­მი­ა­ნი იყო, ვის­თა­ნაც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. თუმ­ცა სტა­ლი­ნის ბოლო ოფი­ცი­ა­ლურ ცო­ლად ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვა ით­ვლე­ბა, რო­მელ­თა­ნაც ქორ­წი­ნე­ბა 1919 წლის 24 მარტს და­ა­რე­გის­ტრი­რა. მათი ქორ­წი­ნე­ბა 13 წელს გაგ­რძელ­და და ალი­ლუ­ე­ვას თვით­მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და...

ეკა­ტე­რი­ნე სვა­ნი­ძე

საბ­ჭო­თა ლი­დე­რის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე სვა­ნი­ძე გახ­ლდათ. ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა ჯვა­რი ეკ­ლე­სი­ა­ში ყვე­ლას­გან ფა­რუ­ლად და­ი­წე­რა. სოსო ჯუ­ღაშ­ვი­ლი იმ პე­რი­ოდ­ში 28 წლის გახ­ლდათ, ეკა­ტე­რი­ნე კი - 20 წლის. ეკა­ტე­რი­ნე სტა­ლი­ნის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის, ალექ­სან­დრე სვა­ნი­ძის და იყო. სწო­რედ მან გა­აც­ნო სო­სოს ეკა­ტე­რი­ნე. სტა­ლი­ნის­თვის ეს ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა იყო და გაც­ნო­ბი­დან 2 თვე­ში და­ქორ­წინ­დნენ.

სულ მალე მათ ვაჟი, ია­კო­ბი შე­ე­ძი­ნათ. ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბა დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­და, სტა­ლი­ნი ბა­ქო­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­სამ­ზა­დებ­ლად წა­ვი­და და ჩვილ­ბავ­შვი­ან ეკა­ტე­რი­ნეს ძა­ლი­ან დიდ­ხანს მო­უხ­და ახალ­გაზ­რდა ქმრის ლო­დი­ნი. ბო­ლოს მისი თხოვ­ნა მო­ვი­და, - კატო, ჩა­მოს­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ, იქ­ნებ, ია­კო­ბი წა­მო­იყ­ვა­ნო და თა­ვად წა­მოხ­ვი­დე, უფრო ხში­რად ვიქ­ნე­ბით ერ­თა­დო. ასე გა­ემ­გზავ­რა კატო ბაქო-თბი­ლი­სის მა­ტა­რებ­ლით ქმარ­თან. სტა­ლინს, რო­მელ­საც გა­მუდ­მე­ბით უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, ახალ­გაზ­რდა ცო­ლის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არც ბა­ქო­ში ჰქო­ნია და ეკა­ტე­რი­ნე და­ნაღ­ვლი­ან­და. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ ოჯა­ხის­გან შორს იყო და ვე­რა­ვინ ეხ­მა­რე­ბო­და.

ერთ დღეს ქმრის ნაც­ვლად ქარ­თველ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა მი­ა­კი­თხა, სოსო შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს არ გა­მოჩ­ნდეს, ამი­ტომ შენ და ბავ­შვი ისევ უკან დაბ­რუნ­დი­თო. ასე რომ, და­სუს­ტე­ბუ­ლი დედა-შვი­ლი კი­დევ ერთხელ აღ­მოჩ­ნდა ბაქო-თბი­ლი­სის მა­ტა­რე­ბელ­ში, რაც ამ­ჯე­რად სა­ბე­დის­წე­რო გა­მოდ­გა. ეკა­ტე­რი­ნეს გამ­ცი­ლე­ბელ­მა მა­ტა­რე­ბელ­ში ნად­გა­მი წყა­ლი და­ა­ლე­ვი­ნა, რო­მე­ლიც მუც­ლის ტი­ფის ჩხი­რით დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და თბი­ლის­ში ჩა­სულ კა­ტოს ვე­ღა­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს...

სტა­ლი­ნი მე­უღ­ლის სა­ნა­ხა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკა­ტე­რი­ნეს სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თებ­ში დაბ­რუნ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მან ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და მე­უღ­ლის და­კარ­გვა, ახალ­გაზ­რდა სტა­ლი­ნი ხალ­ხს მე­უღ­ლის დაკ­რძალ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დაო. მე­ო­რე ვერ­სი­ით, ის სა­საფ­ლა­ო­ზე ვერ გა­ჩერ­და და მე­უღ­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე და­ტო­ვა ტე­რი­ტო­რია. 8 თვის ია­კო­ბის აღ­ზრდა ეკა­ტე­რი­ნეს ოჯახ­მა ითა­ვა, ბიჭ­მა მამა პირ­ვე­ლად 14 წლის ასაკ­ში ნახა. მა­შინ სტა­ლინ­მა შვი­ლი მოს­კოვ­ში წა­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ და­ლაგ­და...

მა­რია კუ­ზა­კო­ვა

მა­რია კუ­ზა­კო­ვა იმ ბი­ნის მე­პატ­რო­ნე იყო, რო­მელ­საც 1910-1911 წლებ­ში იო­სებ სტა­ლი­ნი ქი­რა­ობ­და. კუ­ზა­კო­ვა რუ­სეთ-ია­პო­ნი­ის ომის ვე­ტე­რა­ნის ქვრი­ვი იყო. მა­რია სტა­ლინ­ზე 4 წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. სტა­ლი­ნი კუ­ზა­კო­ვას­თან მე­გობ­რის, და­ვით ასა­თი­ა­ნის რჩე­ვით და­სახ­ლდა. ქვრი­ვი ქალი 4 შვილს მარ­ტო ზრდი­და და შე­მო­სა­ვა­ლი მის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

სტა­ლი­ნის წას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მა­რი­ას შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ბავ­შვი უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მის მა­მად გარ­დაც­ვლი­ლი ვე­ტე­რა­ნი მი­უ­თი­თეს. ამის­თვის კი კუ­ზა­კო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში წა­ვი­და და მღვდელს მო­ა­ტყუა, რომ ბავ­შვი ჯერ კი­დევ მე­უღ­ლის სი­ცო­ცხლე­ში, 1908 წელს და­ი­ბა­და. სტა­ლი­ნის გო­გო­ნა მე­მუ­ა­რებ­ში წერ­და: „დე­ი­დებ­მა მი­ამ­ბეს, რომ ციმ­ბირ­ში ერთ-ერთი გაგ­ზავ­ნი­სას ის ად­გი­ლობ­რივ გლე­ხის ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და სა­დღაც ახლა მათი ვა­ჟიც ცხოვ­რობს, რო­მელ­საც სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა აქვს და არ აქვს პრე­ტენ­ზია ხმა­მა­ღალ სა­ხელ­ზე“.

რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ კუ­ზა­კო­ვას სახ­ლი მუ­ზე­უმ­მა დიდი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ შე­ის­ყი­და, მა­რი­ას კი ახა­ლი სახ­ლი იმ­დრო­ინ­დელ ლე­ნინ­გრად­ში გა­დას­ცეს, რაც 1930-იან წლებ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მე გახ­ლდათ. კუ­ზა­კო­ვას ვაჟი - კონ­სტან­ტი­ნე შემ­დეგ ლე­ნინ­გრა­დის ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და და ცე­კას აპა­რატ­შიც მი­ი­ღეს. კონ­სტან­ტი­ნე კუ­ზა­კო­ვი თა­ვად ამ­ბობ­და, რომ სტა­ლი­ნის ნა­თე­სა­ო­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი მას ბავ­შვო­ბი­დან ეს­მო­და, ამას თან ერ­თო­და ისიც, რომ კონ­სტან­ტი­ნე სტა­ლინს ჰგავ­და. მა­რია კუ­ზა­კო­ვას სტა­ლი­ნი შემ­დეგ აღარ შეხ­ვედ­რია, ქალი 1941 წელს გარ­და­იც­ვა­ლა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
13

დაანებეთ თავი 1953 წელს საბოლოოდ დამთავრებულ ამბავს!!!!

 

IU
23

კიდევ რამდენ სისულელეს დაწერენ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სტალინი ძალიან უხეში იყო მის მიმართ, თუმცა ხან ბელადსაც კი ეშინოდა ცოლის..." - საბჭოთა ლიდერის წარუმატებელი ქორწინებები და ბედნიერი საიდუმლო სიყვარული

"სტალინი ძალიან უხეში იყო მის მიმართ, თუმცა ხან ბელადსაც კი ეშინოდა ცოლის..." - საბჭოთა ლიდერის წარუმატებელი ქორწინებები და ბედნიერი საიდუმლო სიყვარული

საბჭოთა კავშირის ლიდერის ცხოვრებაში, სულ ცოტა, 5 ქალი ფიგურირებდა, რომლებთანაც სტალინს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. ბოლო ურთიერთობა კი, რომელიც მას ქორწინების გარეშე ჰქონდა, როგორც ამბობენ, დიდი ბელადისთვის ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი იყო.

აღსანიშნავია, რომ სტალინის სასიყვარულო ურთიერთობები ისტორიკოსთათვის ძალიან საინტერესო თემაა. როგორც ცნობილია, მიუხედავად რამდენიმე ოფიციალური ქორწინებისა, სტალინის ყველაზე ახლობელი ის ადამიანი იყო, ვისთანაც არაოფიციალური ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა სტალინის ბოლო ოფიციალურ ცოლად ნადეჟდა ალილუევა ითვლება, რომელთანაც ქორწინება 1919 წლის 24 მარტს დაარეგისტრირა. მათი ქორწინება 13 წელს გაგრძელდა და ალილუევას თვითმკვლელობით დასრულდა...

ეკატერინე სვანიძე

საბჭოთა ლიდერის პირველი მეუღლე ეკატერინე სვანიძე გახლდათ. ახალგაზრდა წყვილმა ჯვარი ეკლესიაში ყველასგან ფარულად დაიწერა. სოსო ჯუღაშვილი იმ პერიოდში 28 წლის გახლდათ, ეკატერინე კი - 20 წლის. ეკატერინე სტალინის უახლოესი მეგობრის, ალექსანდრე სვანიძის და იყო. სწორედ მან გააცნო სოსოს ეკატერინე. სტალინისთვის ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო და გაცნობიდან 2 თვეში დაქორწინდნენ.

სულ მალე მათ ვაჟი, იაკობი შეეძინათ. ახალგაზრდა წყვილის ბედნიერება დიდხანს ვერ გაგრძელდა, სტალინი ბაქოში რევოლუციის მოსამზადებლად წავიდა და ჩვილბავშვიან ეკატერინეს ძალიან დიდხანს მოუხდა ახალგაზრდა ქმრის ლოდინი. ბოლოს მისი თხოვნა მოვიდა, - კატო, ჩამოსვლას ვერ ვახერხებ, იქნებ, იაკობი წამოიყვანო და თავად წამოხვიდე, უფრო ხშირად ვიქნებით ერთადო. ასე გაემგზავრა კატო ბაქო-თბილისის მატარებლით ქმართან. სტალინს, რომელსაც გამუდმებით უთვალთვალებდნენ, ახალგაზრდა ცოლის ნახვის შესაძლებლობა არც ბაქოში ჰქონია და ეკატერინე დანაღვლიანდა. ამას ისიც დაემატა, რომ ოჯახისგან შორს იყო და ვერავინ ეხმარებოდა.

ერთ დღეს ქმრის ნაცვლად ქართველმა რევოლუციონერმა მიაკითხა, სოსო შეიძლება დიდხანს არ გამოჩნდეს, ამიტომ შენ და ბავშვი ისევ უკან დაბრუნდითო. ასე რომ, დასუსტებული დედა-შვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ბაქო-თბილისის მატარებელში, რაც ამჯერად საბედისწერო გამოდგა. ეკატერინეს გამცილებელმა მატარებელში ნადგამი წყალი დაალევინა, რომელიც მუცლის ტიფის ჩხირით დასნებოვნებული აღმოჩნდა და თბილისში ჩასულ კატოს ვეღარაფერი უშველეს...

სტალინი მეუღლის სანახავად საქართველოში ეკატერინეს სიცოცხლის ბოლო წუთებში დაბრუნდა. როგორც ამბობენ, მან ძალიან განიცადა მეუღლის დაკარგვა, ახალგაზრდა სტალინი ხალხს მეუღლის დაკრძალვის საშუალებას არ აძლევდაო. მეორე ვერსიით, ის სასაფლაოზე ვერ გაჩერდა და მეუღლის დაკრძალვამდე დატოვა ტერიტორია. 8 თვის იაკობის აღზრდა ეკატერინეს ოჯახმა ითავა, ბიჭმა მამა პირველად 14 წლის ასაკში ნახა. მაშინ სტალინმა შვილი მოსკოვში წაიყვანა, თუმცა მათი ურთიერთობა ვერ დალაგდა...

მარია კუზაკოვა

მარია კუზაკოვა იმ ბინის მეპატრონე იყო, რომელსაც 1910-1911 წლებში იოსებ სტალინი ქირაობდა. კუზაკოვა რუსეთ-იაპონიის ომის ვეტერანის ქვრივი იყო. მარია სტალინზე 4 წლით უფროსი გახლდათ. სტალინი კუზაკოვასთან მეგობრის, დავით ასათიანის რჩევით დასახლდა. ქვრივი ქალი 4 შვილს მარტო ზრდიდა და შემოსავალი მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.

სტალინის წასვლიდან რამდენიმე თვეში მარიას შვილი შეეძინა. ბავშვი უკანონოდ შეძენილი რომ არ ყოფილიყო, მის მამად გარდაცვლილი ვეტერანი მიუთითეს. ამისთვის კი კუზაკოვა გარდაცვლილი მეუღლის მშობლიურ სოფელში წავიდა და მღვდელს მოატყუა, რომ ბავშვი ჯერ კიდევ მეუღლის სიცოცხლეში, 1908 წელს დაიბადა. სტალინის გოგონა მემუარებში წერდა: „დეიდებმა მიამბეს, რომ ციმბირში ერთ-ერთი გაგზავნისას ის ადგილობრივ გლეხის ქალთან ერთად ცხოვრობდა და სადღაც ახლა მათი ვაჟიც ცხოვრობს, რომელსაც საშუალო განათლება აქვს და არ აქვს პრეტენზია ხმამაღალ სახელზე“.

რევოლუციის შემდეგ კუზაკოვას სახლი მუზეუმმა დიდი თანხის სანაცვლოდ შეისყიდა, მარიას კი ახალი სახლი იმდროინდელ ლენინგრადში გადასცეს, რაც 1930-იან წლებში ძალიან რთული საქმე გახლდათ. კუზაკოვას ვაჟი - კონსტანტინე შემდეგ ლენინგრადის ინსტიტუტში სწავლობდა და ცეკას აპარატშიც მიიღეს. კონსტანტინე კუზაკოვი თავად ამბობდა, რომ სტალინის ნათესაობის შესახებ ჭორები მას ბავშვობიდან ესმოდა, ამას თან ერთოდა ისიც, რომ კონსტანტინე სტალინს ჰგავდა. მარია კუზაკოვას სტალინი შემდეგ აღარ შეხვედრია, ქალი 1941 წელს გარდაიცვალა...წაიკითხეთ სრულად