ავტორი:

"სხვები გადაარჩინა... ამბობენ, დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სახლში გადავიდა თვითონო" - რას ამბობენ ჯიხანჯირში გარდაცვლილ მოზარდზე?

"სხვები გადაარჩინა... ამბობენ, დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სახლში გადავიდა თვითონო" - რას ამბობენ ჯიხანჯირში გარდაცვლილ მოზარდზე?
  • ფოტოზე: იურა გუჯაბიძე

ტრაგედია დატრიალდა გუშინ გურიაში. სტიქიამ სამი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას.

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაცაიში.

სოფელ ჯუმათში გარდაცვლილი თორნიკე ჩხარტიშვილის ცხედარი მაშველებმა დღის პირველ ნახევარში იპოვეს, ხოლო ჩოჩხათის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ჯიხანჯირში არასრულწლოვანის ძებნა ლამის მთელი დღე გრძელდებოდა. ახლობლები ბოლომდე არ კარგავდნენ იმედს, რომ მოზარდს ცოცხალს იპოვიდნენ. მე-7 კლასელი იურა გუჯაბიძის ცხედარი მაშველებმა დღის ბოლოს ნახეს. ბავშვს სტიქიის დროს დამხმარე ნაგებობაში ეძინა, რომელიც მეწყერმა დაფარა.

გარდაცვლილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი:

"მეწყერმა ჯიხანჯირში მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. მძიმე ფოტოა და ფოტოზე უფრო მძიმე რეალობა... დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სამზად სახლში გადავიდა თვითონო, ამბობენ. მეწყერმაც ის სამზადი სახლი ჩაიტანა თურმე... სხვები გადაარჩინა... არ იცოდა, მაგრამ ხომ გადაარჩინა - გმირია, არც ეს იცოდა, მაგრამ გმირია მაინც ... ნათელში იყოს, ქედს ვიხრი ამ პატარა ბიჭის სულის წინაშე" - წერს მშვიდობაძე.

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს

წაიკითხეთ ასევე:

"მამას ღვარცოფმა ხელიდან გამოსტაცა ბავშვი... ჩემი მეგობრის შვილია, საშინელება ტრიალებს" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი დაღუპულ არასრულწლოვანზე?