სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინალ არძინბას ჩავარდნილი გეგმა: "არადა ფრთების გასაშლელად ემზადებოდა,  რუსეთიდან კადრები მოიხმო... ფსონი კი ისევ ასაკოვან ბჟანიაზე დაიდო"
ინალ არძინბას ჩავარდნილი გეგმა: "არადა ფრთების გასაშლელად ემზადებოდა,  რუსეთიდან კადრები მოიხმო... ფსონი კი ისევ ასაკოვან ბჟანიაზე დაიდო"

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გაჩ­ნდა, მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, დრო­ე­ბით გა­და­ი­დო. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ინალ არ­ძინ­ბას პრე­ზი­დენ­ტთან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს ჰქო­ნია. აფხა­ზეთ­ში ფიქ­რო­ბენ, რომ არ­ძინ­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ზი­ტე­ბი შე­საძ­ლოა ორი მი­ზე­ზით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი - მას ან პრე­ზი­დენ­ტო­ბა სურს, ან უკან, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

"ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ინალ არ­ძინ­ბას უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მისი გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ, რაც შემ­დეგ უარ­ყვეს. თუმ­ცა ით­ქვა, რომ არ­ძინ­ბა­სა და ბჟა­ნი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ტექ­ნი­კურ სა­კი­თხის გარ­შე­მო და­ი­წყო, ასე­თი დე­ტა­ლე­ბით ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უპი­რა­ტე­სო­ბას უმ­ტკი­ცე­ბენ. ხან ერთი დარ­ბის რუ­სეთ­ში, ხან მე­ო­რე, ძა­ლა­უფ­ლე­ბა რომ გა­იმ­ყა­რონ" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

სხვე­ბის თქმით, ბჟა­ნი­ას რუ­სეთ­ში ვი­ზი­ტის ფონ­ზე, არ­ძინ­ბას შიდა ვი­ზი­ტე­ბი არ შე­უ­წყვე­ტია - ხან გა­ლის რა­ი­ონ­ში ჩა­დი­ო­და, ხა­ნაც გულ­რიფ­შის მო­სახ­ლე­ო­ბას ხვდე­ბო­და, რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, ასე­ვე რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის გაზ­რდილ სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­გან მო­მა­ვალ საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობ­და.

"მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა, მას აქ­ტი­უ­რო­ბა მო­უ­წო­ნა, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ახალ­გაზ­რდა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი კად­რია. თუმ­ცა, სხვე­ბის თქმით, არ­ძინ­ბა, რო­მე­ლიც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრია, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ხვდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­ნი­ხი­ლავს ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს ან თე­მებს. ეს თით­ქოს ბჟა­ნი­ა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას ნიშ­ნავს, რო­მელ­საც მთა­ვარ ოპო­ნენ­ტად აღიქ­ვამს, არა ად­გი­ლობ­რი­ვი ელექ­ტო­რა­ტის გამო, იმი­ტომ, რომ ბჟა­ნია რუ­სეთ­ში ასე­ვე მი­ღე­ბუ­ლი პერ­სო­ნაა, ის კი ელო­და, რომ მისი აფხა­ზეთ­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ყვე­ლაფ­რის თა­ვის­კენ მოტ­რი­ა­ლე­ბას და ბჟა­ნი­ას გუნ­დის გვერ­დზე გა­წე­ვას ად­ვი­ლად შეძ­ლებ­და. ეს კი, ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მოს­დის" - წერს აქ­ტი­ვის­ტი ლარა ავი­ძ­ბა.

სხვე­ბის თქმით, "კა­გე­ბეს" ენა­ზე მო­სა­უბ­რე ინალ არ­ძინ­ბამ, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვერც ად­გი­ლობ­რივ კრი­მი­ნა­ლებ­თან შეძ­ლო კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა, ისი­ნი შეჩ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მათ­თან შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას თა­ვად იჩენ­დნენ, რაც არ­ძინ­ბამ არ გა­ა­კე­თა. ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა ის თა­ვი­დან­ვე უცხოდ მი­იჩ­ნი­ეს, მათი გავ­ლე­ნით კი, ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, მათ შო­რის ბჟა­ნი­ა­ზე გულ­გა­ტე­ხი­ლებ­მაც კი, მას­თან და­მე­გობ­რე­ბა ვერ გა­ბე­დეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, ის ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დინ­ში იყო, რად­გან რე­გი­ონ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, ბჟა­ნი­ას ავად გახ­დო­მა და მოს­კოვ­ში საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა, მისი გა­დად­გო­მის წი­ნა­პი­რო­ბა იყო. ინალ არ­ძინ­ბამ, სწრა­ფად შე­მო­იკ­რი­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, ერ­თგვა­რი სამ­თავ­რო­ბო გუნ­დიც კი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, პირ­ვე­ლი პი­რი­ვით და­ი­წყო მოქ­მე­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორც გა­ირ­კვა, მას­თან შე­სახ­ვედ­რად ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და, რი­თაც უნ­დობ­ლო­ბა აგ­რძნო­ბი­ნეს. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ ბჟა­ნი­ამ სა­ა­ვად­მყო­ფო და­ტო­ვა თუ არა, ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, ცხინ­ვა­ლელ მოქ­მედ თუ გა­დამ­დგარ ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რებს შე­უდ­გა.

"არა­და, არ­ძინ­ბა ფრთე­ბის გა­საშ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. თა­ვი­სი ახალ­გაზ­რდა, რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი კად­რე­ბი მო­იხ­მო... ანუ რა გა­მო­დის, კრემ­ლის ასა­კო­ვან­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, ფსო­ნი ასე­ვე ასა­კო­ვან ბჟა­ნი­ა­ზე და­დეს?!" - წერს ირაკ­ლი ნა­და­რა­ია.

"არ­ძინ­ბა, ახალ­გაზ­რდა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. სა­უ­ბა­რიც შე­უძ­ლია და პო­ლი­ტი­კა ეს­მის. რას გა­და­ე­კი­დეთ ამ ბე­ბერ, არაფ­რის­მაქ­ნის ბჟა­ნი­ას, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი წე­ლია ქვე­ყა­ნას ამუხ­რუ­ჭებს. და­უ­დე­ქით ამ ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ერ ბიჭს გვერ­დით, მოს­კოვ­ში თავს ში­ნა­უ­რად გრძნობს, ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მე­გობ­რობს, თურ­ქეთ­ში კარ­გი კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს. არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ აფხაზ ხალ­ხს კარ­გი­სა და ცუ­დის გარ­ჩე­ვა არ შე­უძ­ლია" - წერს მა­რი­ნა ჩერ­ქა­სო­ვა.

მას ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა უპა­სუ­ხეს - "ყვე­ლამ იცის, რომ მოს­კოვ­ში თავს ში­ნა­უ­რად გრძნობს და ამი­ტო­მაც არ აქვს მხარ­და­ჭე­რა".

"არა­ვინ და­ვობს, რომ არ­ძინ­ბა ნი­ჭი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლია. მაგ­რამ ისიც ვი­ცით, რომ რუ­სე­თის კა­ცია და მისი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იმა­ზე სწრა­ფად ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ამი­ტო­მაც გვირ­ჩევ­ნია, თუნ­დაც თქვენს მიერ ბებ­რად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ბჟა­ნია. თუ ხალ­ხმა არ­ძინ­ბას მის­ცა ხმა, ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ აფხა­ზე­თი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო არ­სე­ბო­ბას წყვეტს და რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შევ­დი­ვართ" - წერს სო­ხუ­მე­ლი მა­რი­ნა ზარ­ქუა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
0

ახლა როდემდე უნდა გვაყურებინოთ ამ ანალას, დროზე მოაშორეთ აქედან ! 

ბაკო
1

ბელგიაში, ბრიუსელში სადაც იმედი გ აქვს რომ ქვეყნის გაერთიანებას მათი დახმარებით მოვეხერხებთ, დიპლომის დამოწმების ელექტეონულ საიტზე ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე ქვეყანადაა წარმოდგენილი და იქნებ ვინმემ მიხედოს ამ ამბავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ინალ არძინბას ჩავარდნილი გეგმა: "არადა ფრთების გასაშლელად ემზადებოდა,  რუსეთიდან კადრები მოიხმო... ფსონი კი ისევ ასაკოვან ბჟანიაზე დაიდო"

ინალ არძინბას ჩავარდნილი გეგმა: "არადა ფრთების გასაშლელად ემზადებოდა,  რუსეთიდან კადრები მოიხმო... ფსონი კი ისევ ასაკოვან ბჟანიაზე დაიდო"

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საკადრო ცვლილებების მოლოდინი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, მოსახლეობის თქმით, დროებით გადაიდო. ყველასთვის ცნობილია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია. აფხაზეთში ფიქრობენ, რომ არძინბას დამოუკიდებელი ვიზიტები შესაძლოა ორი მიზეზით იყოს განპირობებული - მას ან პრეზიდენტობა სურს, ან უკან, რუსეთში დაბრუნება.

"ამის გამოხატულება იყო, რამდენიმე დღის წინ, ინალ არძინბას უწყების მიერ გავრცელებული განცხადება მისი გადადგომის შესახებ, რაც შემდეგ უარყვეს. თუმცა ითქვა, რომ არძინბასა და ბჟანიას შორის დაპირისპირება ტექნიკურ საკითხის გარშემო დაიწყო, ასეთი დეტალებით ისინი ერთმანეთს უპირატესობას უმტკიცებენ. ხან ერთი დარბის რუსეთში, ხან მეორე, ძალაუფლება რომ გაიმყარონ" - წერენ ადგილობრივები.

სხვების თქმით, ბჟანიას რუსეთში ვიზიტის ფონზე, არძინბას შიდა ვიზიტები არ შეუწყვეტია - ხან გალის რაიონში ჩადიოდა, ხანაც გულრიფშის მოსახლეობას ხვდებოდა, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე, ასევე რუსეთ-საქართველოს შორის გაზრდილ სავაჭრო ბრუნვასა და საქართველოსგან მომავალ საფრთხეებზე საუბრობდა.

"მოსახლეობის ნაწილმა, მას აქტიურობა მოუწონა, რადგან მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა, განათლებული და პერსპექტიული კადრია. თუმცა, სხვების თქმით, არძინბა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრია, გაუგებარია, რატომ ხვდება მოსახლეობას, განიხილავს ეკონომიკურ პრობლემებს ან თემებს. ეს თითქოს ბჟანიაზე შურისძიებას ნიშნავს, რომელსაც მთავარ ოპონენტად აღიქვამს, არა ადგილობრივი ელექტორატის გამო, იმიტომ, რომ ბჟანია რუსეთში ასევე მიღებული პერსონაა, ის კი ელოდა, რომ მისი აფხაზეთში ჩამოსვლის შემდეგ, ყველაფრის თავისკენ მოტრიალებას და ბჟანიას გუნდის გვერდზე გაწევას ადვილად შეძლებდა. ეს კი, ჯერჯერობით არ გამოსდის" - წერს აქტივისტი ლარა ავიძბა.

სხვების თქმით, "კაგებეს" ენაზე მოსაუბრე ინალ არძინბამ, ბჟანია-ანქვაბისგან განსხვავებით, ვერც ადგილობრივ კრიმინალებთან შეძლო კავშირის დამყარება, ისინი შეჩვეული იყვნენ, რომ ხელმძღვანელობის წარმომადგენლები მათთან შეხვედრის ინიციატივას თავად იჩენდნენ, რაც არძინბამ არ გააკეთა. ე.წ. კანონიერმა ქურდებმა ის თავიდანვე უცხოდ მიიჩნიეს, მათი გავლენით კი, ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ბჟანიაზე გულგატეხილებმაც კი, მასთან დამეგობრება ვერ გაბედეს.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სექტემბრის ბოლოს, ის ცვლილებების მოლოდინში იყო, რადგან რეგიონში გავრცელებული ხმების თანახმად, ბჟანიას ავად გახდომა და მოსკოვში საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა, მისი გადადგომის წინაპირობა იყო. ინალ არძინბამ, სწრაფად შემოიკრიბა თანამოაზრეები, ერთგვარი სამთავრობო გუნდიც კი ჩამოაყალიბა, პირველი პირივით დაიწყო მოქმედება, მაგრამ როგორც გაირკვა, მასთან შესახვედრად ძალიან ცოტა ადამიანი მივიდა, რითაც უნდობლობა აგრძნობინეს. ამას ისიც დაემატა, რომ ბჟანიამ საავადმყოფო დატოვა თუ არა, ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, ცხინვალელ მოქმედ თუ გადამდგარ ლიდერებთან შეხვედრებს შეუდგა.

"არადა, არძინბა ფრთების გასაშლელად ემზადებოდა. თავისი ახალგაზრდა, რუსეთიდან ჩამოსული კადრები მოიხმო... ანუ რა გამოდის, კრემლის ასაკოვანმა პოლიტიკოსებმა, ფსონი ასევე ასაკოვან ბჟანიაზე დადეს?!" - წერს ირაკლი ნადარაია.

"არძინბა, ახალგაზრდა, განათლებული, კარგი ოჯახის შვილი პოლიტიკოსია. საუბარიც შეუძლია და პოლიტიკა ესმის. რას გადაეკიდეთ ამ ბებერ, არაფრისმაქნის ბჟანიას, რომელიც ამდენი წელია ქვეყანას ამუხრუჭებს. დაუდექით ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ბიჭს გვერდით, მოსკოვში თავს შინაურად გრძნობს, ბელარუსის ხელისუფლებასთან მეგობრობს, თურქეთში კარგი კონტაქტები აქვს. არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზ ხალხს კარგისა და ცუდის გარჩევა არ შეუძლია" - წერს მარინა ჩერქასოვა.

მას ადგილობრივებმა უპასუხეს - "ყველამ იცის, რომ მოსკოვში თავს შინაურად გრძნობს და ამიტომაც არ აქვს მხარდაჭერა".

"არავინ დავობს, რომ არძინბა ნიჭიერი, განათლებულია. მაგრამ ისიც ვიცით, რომ რუსეთის კაცია და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, იმაზე სწრაფად ვიდრე წარმოგვიდგენია, რუსეთის შემადგენლობაში აღმოვჩნდებით. ამიტომაც გვირჩევნია, თუნდაც თქვენს მიერ ბებრად მოხსენიებული ბჟანია. თუ ხალხმა არძინბას მისცა ხმა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო არსებობას წყვეტს და რუსეთის შემადგენლობაში შევდივართ" - წერს სოხუმელი მარინა ზარქუა.