ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორეთში მყოფი ანა ურუშაძე დახმარებას ითხოვს და სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს აქვეყნებს.
"ეს ბიძაჩემის სახლია, ამ ეზოში გავათევინო ღამე ჩემ 3 წლის ბავშვს? იქნება გვიშველოთ, ორი დღე კიდე უნდა იწვიმოს" - წერს მოქალაქე.
წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში შექმნა პრობლემები, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მეწყერმა დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც და მეწყერში მოყვა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რადგან მეწყერმა დააზიანა სახლები. ჩოჩხათის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ჯიხანჯირში ეძებენ არასრულწლოვანს, მათი სახლი მეწყერმა დაფარა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 2 მოქალაქე. მიმდინარეობს კიდევ 1 პირის სამძებრო სამუშაოები. სტიქიის ზონაში მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.