ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო გურიის სტიქიასთან დაკავშირებით?

რა განცხადებას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო გურიის სტიქიასთან დაკავშირებით?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი დილიდან გურიაში იმყოფება და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს სპეციალისტების ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი დილიდან გურიაში იმყოფება და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს.

8 სექტემბერს, ღამის საათებში, გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია.

ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს სპეციალისტების ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სიტუაციის შესწავლას ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.