ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მაგისტრანტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში ცოდნა გაიღრმაონ. პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები, BTU-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა და ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, რომელიც აღნიშნული სფეროს სპეციალისტს სჭირდება.
ამასთან, სამაგისტრო პროგრამა უნივერსიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით დაინერგა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ეწვია უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი რუბენ არკოსი, რომელმაც კურიკულუმზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად იმუშავა.
პროგრამა აკრედიტებულია და მას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უმაღლესი შეფასებები აქვს. ის ამზადებს პროფესიონალებს, რომელთაც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების, დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა მომიჯნავე მიმართულებების გარშემო სისტემური ცოდნა აქვთ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს კარგად ფლობენ. კურსზე გავლილი საგნები მათ ცოდნის კიდევ უფრო სრულყოფასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
პროგრამის ფარგლებში დიდი დრო ეთმობა ტექნოლოგიების კომპონენტს, რაც დღეს უსაფრთხოების მიმართულებით შრომით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტებია: უსაფრთხოების გამოწვევები, საფრთხეები და თანამედროვე ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, დაზვერვა ომსა და მშვიდობაში, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა, დაზვერვის როლი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში, ღია წყაროების ტექნოლოგიები და მონაცემთა ანალიზი, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პრინციპები და სხვა.
რაც შეეხება დასაქმების პერსპექტივას, კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, თანამშრომლობა გააგრძელონ თავდაცვის, უშიშროების, დაზვერვის, სამართალდამცველ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან ან ჩაერთონ აკადემიურ საქმიანობაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან ერთად პროგრამის ადგილობრივ პარტნიორებსა და დამსაქმებლებს შორის არის: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ციფრული მმართველობის სააგენტო და სხვა.
პროგრამის ღირებულება 2250 ლარია, თუმცა მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს, სწავლის სრული დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მოიპოვოს. აღსანიშნავია, რომ მაგისტრანტებისთვის ხელშეკრულების გაფორმებისა და სწავლის საფასურის გადახდის ვადა არის არაუგვიანეს 14 სექტემბრისა.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.
R