ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამძებრო სამუშაოების შედეგად 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ სილაურში მოხუცი ქალის საცხოვრებელი სახლი წუხელ განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად გაანადგურა, სტიქიის დროს ქალი მარტო იმყოფებოდა.
ცნობისთვის, წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში პრობლემები შეიქმნა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. გაუჩინარებულ ერთ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.
ასევე იხილეთ: