ავტორი:

"ვერ მოასწრო სახლიდან გამოსვლა... საშინელი ამბავი ტრიალებს" - ვინ არის სოფელ ჯუმათში, სტიქიისას გარდაცვლილი არასრულწლოვანი?

"ვერ მოასწრო სახლიდან გამოსვლა... საშინელი ამბავი ტრიალებს" - ვინ არის სოფელ ჯუმათში, სტიქიისას გარდაცვლილი არასრულწლოვანი?

სოფელ ჯუმათში ნაპოვნია გარდაცვლილი არასრულწლოვანი თორნიკე ჩხარტიშვილია. ის ჯუმათის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე იყო.

"საშინელი ამბავი ტრიალებს, ყველა დაშოკილია. 11 წლის ბიჭია ნაპოვნი. მოზარდის ოჯახი სხვის სახლში ცხოვრობდა. ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლი ჩაიტანა, ვერ მოასწრო სახლიდან გამოსვლა,“ - გვეუბნება ადგილობრივი.

პარალელურად გრძელდება ჯიხანჯირში დაკარგული არსრულწლოვნის ძებნა. ასევე, სოფელ სილაურში სტიქიისას დაკარგულ ერთ მოქალაქეს ეძებენ.

"გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები." - ნათქვამია განცხადებაში.