მძიმე ვითარებაა ამ დროისთვის გურიაში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლები წაიღო, სტიქიის ზონაში ეძებენ მოზარდს.
მეწყერი რამდენიმე სოფელში ჩამოწვა, დაზიანებული სახლები, გზები, ხიდები და სხვა ინფრასტუქტურა.
ლანჩხუთის მერი ბუნებრივ კატასტროფას რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელ წვიმას უკავშირებს.
"ჯიხანჯირში ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით.
მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.
მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი," - აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი "რუსთავი 2" - თან.
ფოტო: "გურია NEWS"
წაიკითხეთ ასევე: