ავტორი:

"სოფელ ჯუმათში მეოთხე კლასის მოსწავლე გასტაცა მეწყერმა დედას, ჯიხანჯურში ეძებენ არასრულწლოვანს" - "ტვ პირველი"

"სოფელ ჯუმათში მეოთხე კლასის მოსწავლე გასტაცა მეწყერმა დედას, ჯიხანჯურში ეძებენ არასრულწლოვანს" - "ტვ პირველი"

სტიქიის შემდეგ გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს ეძებენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, სოფელ ჯიხანჯურში ამ დრომდე ეძებენ არასრულწლოვანს, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა. მათივე ცნობით, სოფელ ჯუმათში მეოთხე კლასის მოსწავლე გასტაცა მეწყერმა საკუთარ დედას.

ძლიერი ნალექის შედეგად გურიაში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.

ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.

ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.

სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.