სტიქიამ გურიაში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ლანჩხუთიდან ადგილობრივები კადრებს ავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ ადიდებულმა მდინარე სუფსამ სახლები დატბორა.
"მდინარე სუფსა ადიდდაა. უფალო დაგვიფარე ყველა" - წერს ადგილობრივი და სოციალურ ქსელში უმძიმეს კადრებს ავრცელებს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთში, რის გამოც ქალაქის მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
"ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ წუთებში მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად. ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ასევე, გვაცნობოთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 577 601 304" - ნათქვამია ოზურგეთის მერიის განცხადებაში.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან. ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს. ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება.
ნახეთ კადრები ლანჩხუთიდან: