კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა... ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს" - ნიკამ მელია
"ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა... ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს" - ნიკამ მელია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, საქ­მე­ზე „მე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ". მე­ლი­ას თქმით, მან არ გა­და­ი­ხა­და გი­რაო ბრა­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია. ამას­თან, რო­გორც მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, მან არ მი­ი­ღო ამ­ნის­ტია საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია.

"სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩემი და­ჭე­რის დროს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ნა­წილს შე­ე­ხე­ბა:

არ გა­და­ვი­ხა­დე გი­რაო ბრა­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი.

დღემ­დე ევ­რო­კავ­ში­რის გი­რა­ო­თი ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი, ჩემი საქ­მე კი დღემ­დე თა­რო­ზე დევს. საქ­მე, რო­მელ­შიც რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის, თუნ­დაც ფაბ­რი­კა­ცია რომ იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად დიდი ხა­ნია ისევ და­მი­ჭერ­დნენ.

ჩემი პა­ტიმ­რო­ბით 2021 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი ამო­ცა­ნა შე­ას­რუ­ლა, ბო­ი­კო­ტი გა­ტე­ხა და მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია გა­ა­კე­თე­ბი­ნა მა­ვანს, ვინ შერ­ბო­და პარ­ლა­მენ­ტში პირ­ვე­ლი და ვინ მე­ო­რე, კარ­გად გვახ­სოვს.

არ მი­ვი­ღე ამ­ნის­ტია საქ­მე­ზე, სა­დაც არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, ვა­ტა­რებ­დი და გა­ვა­ტა­რებ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რესს, რო­მელ­მაც არ მი­ი­ღო გავ­რი­ლო­ვი პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის სკამ­ში, არ მი­ი­ღო ლავ­რო­ვის ოჯა­ხის ზე­ი­მი, არ და ვერ მი­ი­ღებს რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სვლას რუ­სე­თის­კენ.

საქ­მე კი დევს თა­რო­ზე, შემ­დეგ "სა­ჭი­რო­ე­ბამ­დე", ასე­თია "ოც­ნე­ბის“ "სა­მარ­თა­ლი".

ბრძო­ლა დას­რულ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით და რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბით - გა­მარ­ჯვე­ბა კი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რე­სის ასახ­ვა და ეროვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბის ყოლა“,- გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ზე "მე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აქ­ვეყ­ნებს და აცხა­დებს, რომ განმცხა­დებ­ლის მი­მართ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის მე-5 მუხ­ლი - თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­ლე­ბა არ დარ­ღვე­უ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

სამწუხაროდ უბრალო ხალხმა იცის მხოლოდ ნაცმოს ხილული დანაშაულები , რეზონანსული , მათ კი აქვთ გაუხმაურებელი ბევრი , უცნობი -ესენია რუსის დაკვეთით , ან შანტაჟით მიღებული ის კანონები , რომელთა მოქმედების გამოა ქვეყანა დიქტატორული, უდემოკრატიო, უსამართლო და მძარცველური , ღარიბი , უიმედო და უპერსპექტივო, კარტელური და მონოპოლისტური , ინფლაციური და ფარატინა კონსტიტუციით და ეგეთივე ლარის კურსით ! ყელა მათი რეფორმა ბლეფია, სათაური სხვაა, შედეგი ფულია მათ ჯიბეში, დიახ, მათ ჯიბეში , აბა თქვენი ჯიბიდან გადის მაგათსაში შედის ! შედეგია დასავლეთის მზარდი კომპრომეტაცია ყველა მიმართულებით , ლგბტ რეკლამა , ზნეობის დეგრადაცაია, რუსის პოზიციების ყოველდღიური გაძლიერება , ამერიკის დასუსტება ! აი, ამას მოღვაწეობენ და ეს საციხო საქმეა ! ჩვენ კანონის ძალით რეფერენდუმით ნატო დავავალეთ, ესენი ანტინატოს აკეთებენ ახლაც , აპიარებენ კი ანტიაააანტინატოს ! ამას გვაჭმევენ და რიხით დაგვკიჟინებენ , ჩვენა ვართო აქ დემოო ! ნაცმო უნდა აიკრძალოს , ის დანაშაულებრივი კლანია, მეხუთე კოლონაა კრემლის , ჩახედეთ ბიოგრაფიებში ვინაა ნაცმოს ბირთვი-კომკავშირლები ! მამაპაპა კომუნისტები და ჩეკისტები!

ბაჩანა
1

ოპოზიცია სულ ევროპელი ჩინოვნიკების გამონათქვამებს გვჩრის თვალებში და რაღა სტრასბურგის გადაწყვეტილებების არ სჯერა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა... ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს" - ნიკამ მელია

"ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა... ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს" - ნიკამ მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ". მელიას თქმით, მან არ გადაიხადა გირაო ბრალისათვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, მან არ მიიღო ამნისტია საქმეზე, რომელშიც არაფერი დაუშავებია.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:

არ გადავიხადე გირაო ბრალისათვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.

დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს. საქმე, რომელშიც რაიმე მტკიცებულების, თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ.

ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს.

არ მივიღე ამნისტია საქმეზე, სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.

საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ "საჭიროებამდე", ასეთია "ოცნების“ "სამართალი".

ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით - გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა“,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქმეზე "მელია საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.