მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩენა ისრაელში: არქეოლოგებმა 1900 წლის წინანდელი ხმლები იპოვეს - "იარაღი პირვანდელი სახითაა შემონახული, ისეთივე ბასრია, თითქოს დღეს გადამალეს"
აღმოჩენა ისრაელში: არქეოლოგებმა 1900 წლის წინანდელი ხმლები იპოვეს - "იარაღი პირვანდელი სახითაა შემონახული, ისეთივე ბასრია, თითქოს დღეს გადამალეს"

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ის­რა­ელ­ში, მკვდა­რი ზღვის სა­ნა­პი­როს მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე გა­მოქ­ვა­ბულ­ში, რო­მა­უ­ლი ია­რა­ღე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. 1900 წლის წი­ნან­დე­ლი ოთხი ხმა­ლი და შუბი ეინ გე­დის ნაკ­რძალ­ში იპო­ვეს. ია­რა­ღე­ბი თა­ვი­ან­თი­ვე ქარ­ქა­შებ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი, ნათ­ქვა­მია ის­რა­ე­ლის სიძ­ვე­ლე­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრე­სის­თვის გან­კუთ­ვნილ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ერთი ხმლის პოვ­ნა იშ­ვი­ა­თო­ბაა, ოთხის ერ­თდრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნა კი სა­ოც­ნე­ბოა! თვა­ლებს ვის­რეს­დით, იმ­დე­ნად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ იყო",- აცხა­დე­ბენ მკვლე­ვა­რე­ბი.

ია­რა­ღი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ომის შემ­დგო­მი ნა­დავ­ლი იყო, რო­მე­ლიც იუ­დე­ველ­მა აჯან­ყე­ბუ­ლებ­მა (ბარ კოხ­ბას აჯან­ყე­ბის დროს) რო­მის არ­მი­ას წა­არ­თვეს, ნათ­ქვა­მია კვლე­ვით სტა­ტი­ა­ში. პირ­ვე­ლი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვა­ბულ­ში იპო­ვეს, პი­ლუ­მი იყო (შუ­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­საც რო­მა­ულ არ­მი­ა­ში იყე­ნებ­დნენ). პი­ლუ­მი და და­ნარ­ჩე­ნი ია­რა­ღე­ბი, სა­გულ­და­გუ­ლოდ იყო და­მა­ლუ­ლი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შე­მო­ნა­ხუ­ლი ხმლე­ბი ტყა­ვის, ხისა და მე­ტა­ლის ნაჭ­რებ­თან ერ­თად ელა­გა.

აღ­მო­ჩე­ნი­ლი ოთხი ხმლი­დან სამი 60-65 სან­ტი­მეტ­რის სიგ­რძი­საა, მე­ო­თხე კი, შე­და­რე­ბით პა­ტა­რაა, 45 სმ.

მკლე­ვა­რე­ბის აზ­რით, ია­რა­ღი იუ­დე­ვე­ლებ­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­და­მა­ლეს, რომ სა­მო­მავ­ლოდ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შეს­ძლე­ბო­დათ:

"რა თქმა უნდა, აჯან­ყე­ბუ­ლებს არ სურ­დათ რო­მა­ე­ლებს ისი­ნი ამ ია­რა­ღე­ბით ხელ­ში ენა­ხათ. ვცდი­ლობთ, გა­ვარ­კვი­ოთ, თუ ვისი იყო ეს ია­რა­ღე­ბი და სად, რო­დის და ვინ და­ამ­ზა­და ისი­ნი",- ამ­ბო­ბენ არ­ქე­ო­ლო­გე­ბი.

"ეს ამა­ღე­ვე­ბე­ლი აღ­მო­ჩე­ნაა. ყვე­ლამ არ იცის, რომ იუ­დე­ის უდაბ­ნო­ში არ­სე­ბუ­ლი მშრა­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, არ­ტე­ფაქ­ტე­ბი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით შე­მო­ი­ნა­ხოს. ეს უნი­კა­ლუ­რი დრო­ის კაფ­სუ­ლაა, სა­დაც გრაგ­ნი­ლე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი, ებ­რა­უ­ლი აჯან­ყე­ბის დრო­ის მო­ნე­ტე­ბი, ტყა­ვის სან­დლე­ბი და ახლა უკვე ხმლე­ბიც კი, პირ­ვან­დე­ლი სა­ხი­თაა შე­მო­ნა­ხუ­ლი. ია­რა­ღე­ბი ისე­თი­ვე ბას­რია, თით­ქოს დღეს გა­და­მა­ლეს ისი­ნი",- ამ­ბობს ელი ეს­კუ­სი­დო, ის­რა­ე­ლის სიძ­ვე­ლე­ე­ბის დე­პარ­ტმა­ნენ­ტის დი­რექ­ტო­რი.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

ესენი თუ ბასრია...

გიორგა
0

ეუჰ რას ბზინავს ბიჯო?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აღმოჩენა ისრაელში: არქეოლოგებმა 1900 წლის წინანდელი ხმლები იპოვეს - "იარაღი პირვანდელი სახითაა შემონახული, ისეთივე ბასრია, თითქოს დღეს გადამალეს"

აღმოჩენა ისრაელში: არქეოლოგებმა 1900 წლის წინანდელი ხმლები იპოვეს - "იარაღი პირვანდელი სახითაა შემონახული, ისეთივე ბასრია, თითქოს დღეს გადამალეს"

არქეოლოგებმა ისრაელში, მკვდარი ზღვის სანაპიროს მახლობლად მდებარე გამოქვაბულში, რომაული იარაღები აღმოაჩინეს. 1900 წლის წინანდელი ოთხი ხმალი და შუბი ეინ გედის ნაკრძალში იპოვეს. იარაღები თავიანთივე ქარქაშებში იყო მოთავსებული და არაჩვეულებრივადაა შემონახული, ნათქვამია ისრაელის სიძველეების დეპარტამენტის პრესისთვის განკუთვნილ განცხადებაში.

"ერთი ხმლის პოვნა იშვიათობაა, ოთხის ერთდროულად აღმოჩენა კი საოცნებოა! თვალებს ვისრესდით, იმდენად დაუჯერებელი რამ იყო",- აცხადებენ მკვლევარები.

იარაღი, სავარაუდოდ, ომის შემდგომი ნადავლი იყო, რომელიც იუდეველმა აჯანყებულებმა (ბარ კოხბას აჯანყების დროს) რომის არმიას წაართვეს, ნათქვამია კვლევით სტატიაში. პირველი იარაღი, რომელიც გამოქვაბულში იპოვეს, პილუმი იყო (შუბის ნაირსახეობა, რომელსაც რომაულ არმიაში იყენებდნენ). პილუმი და დანარჩენი იარაღები, საგულდაგულოდ იყო დამალული. არაჩვეულებრივად შემონახული ხმლები ტყავის, ხისა და მეტალის ნაჭრებთან ერთად ელაგა.

აღმოჩენილი ოთხი ხმლიდან სამი 60-65 სანტიმეტრის სიგრძისაა, მეოთხე კი, შედარებით პატარაა, 45 სმ.

მკლევარების აზრით, იარაღი იუდეველებმა საგულდაგულოდ გადამალეს, რომ სამომავლოდ მათი გამოყენება შესძლებოდათ:

"რა თქმა უნდა, აჯანყებულებს არ სურდათ რომაელებს ისინი ამ იარაღებით ხელში ენახათ. ვცდილობთ, გავარკვიოთ, თუ ვისი იყო ეს იარაღები და სად, როდის და ვინ დაამზადა ისინი",- ამბობენ არქეოლოგები.

"ეს ამაღევებელი აღმოჩენაა. ყველამ არ იცის, რომ იუდეის უდაბნოში არსებული მშრალი კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა, არტეფაქტები პირვანდელი სახით შემოინახოს. ეს უნიკალური დროის კაფსულაა, სადაც გრაგნილების ფრაგმენტები, ებრაული აჯანყების დროის მონეტები, ტყავის სანდლები და ახლა უკვე ხმლებიც კი, პირვანდელი სახითაა შემონახული. იარაღები ისეთივე ბასრია, თითქოს დღეს გადამალეს ისინი",- ამბობს ელი ესკუსიდო, ისრაელის სიძველეების დეპარტმანენტის დირექტორი.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა