ბათუმში 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TV25.GE ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული, რა დროსაც მას კატერი დაეჯახა.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი მძიმე ტრამვებით კლინიკაში მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში მედიასაშუალებას უთხრეს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა.
TV25-ის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
უპატრონო, კარიკატურული ქვეყანა...
ამ მთავრობას ვიცავდი, მაგრამ გული ამიცრუვდა. მარტო იმის ფიქრი არ გვყოფნის ხალხს რო ომი არ დაიწყო რა. ომია ყველგან სადაც კი გაიხედავ, ზღვაშიც და ქუჩაში, აბა სხვა რა ქვია ასეთ თავაშვებულობას? ასეთ სუსტ კანონებს და სასჯელებს ომი არ ქვია? ომი არ ქვია იმას 40 წლის კაცი გარეთ რო გახვალ და დაუსჯელობით გაბლატავებული 15 წლის ლაწირაკი ერთ წაკამათებაზე დანას რო გაგიშლის? ესაა ქვეყანა?