ავტორი:

ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები -  სამაგისტრო პროგრამა მათთვის, ვინც თვითგანვითარებას აგრძელებს

ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები -  სამაგისტრო პროგრამა მათთვის, ვინც თვითგანვითარებას აგრძელებს

საბაკალავრო საფეხურის შემდეგ სწავლის სამაგისტრო პროგრამაზე გაგრძელება სტუდენტს საშუალებას აძლევს, თავისი ენერგია მიმართოს სწორედ იმ სფეროს მიმართ, რომელსაც თავის მომავალ კარიერას უკავშირებს და პროფესიული უნარებიც შესაბამისად განივითაროს.

BTU-ს სამაგისტრო პროგრამების მიზანია სტუდენტს მისცეს ის პრაქტიკული უნარები, რომელიც დასაქმების ბაზარზე კონკურენტულს გახდის მას ან ხელს შეუწყობს, თავად გახდეს მეწარმე და უკეთესობისკენ შეცვალოს სხვების ცხოვრება.

აღნიშნული მიზნებითა და თანამედროვე სასწავლო პროგრამებით შექმნილი BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს, გაიფართოონ თვალსაწიერი მათთვის საინტერესო სფეროების მიმართ, შეიტყონ მეტი მართვის თანამედროვე სისტემების შესახებ, მიიღონ ზოგადი ცოდნა ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა თუ ბიზნესთან დაკავშირებული სხვა სფეროების შესახებ და პრაქტიკაში გამოიყენონ დაგროვებული ცოდნა.

BTU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პრაქტიკულ სწავლებას ეთმობა. კერძოდ, უნივერსიტეტის მხრიდან სრული დაფინანსებით, მაგისტრანტები მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში, ტრენინგებსა და ტექ-კურსებში. ასევე, საშუალება აქვთ, ჩაერთონ სრულად, ან ნაწილობრივ გაცვლით პროგრამებში და სწავლა ევროპის სხვადასხვა ქალაქში პარტნიორ უნივერსიტეტში გააგრძელონ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უკვე წლებია, წამყვან ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობს. მათ შორის არის ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic institute of Braganca, Portugal), რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაწყებით მაგისტრანტს საშუალება ეძლევა, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მიიღოს, პროგრამის ბოლო, მეორე სასწავლო წელი კი პორტუგალიაში გაატაროს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ BTU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას HRCI საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს მიღებული.

სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად შემდეგი ეტაპების გავლაა საჭირო:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში ან B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა;
  • გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში.

პროგრამის ღირებულება 2650 ლარია, თუმცა მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს, სწავლის ნაწილის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება მოიპოვოს. აღსანიშნავია, რომ მაგისტრანტებისთვის ხელშეკრულების გაფორმებისა და სწავლის საფასურის გადახდის ვადა არის არაუგვიანეს 14 სექტემბრისა.

R