ავტორი:

"მიშას კი არა, ღმერთის ხათრითაც ვერ მივცემ ხმას ხაბეიშვილის პარტიას" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"მიშას კი არა, ღმერთის ხათრითაც ვერ მივცემ ხმას ხაბეიშვილის პარტიას" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის, ასევე "მთავარი არხის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"2003 წლიდან "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი ვარ. უფრო მეტიც, ამ პარტიით კენჭს ვიყრიდი. კიდევ უფრო მეტი, ვთვლიდი და ვთვლი, პარტიის თავმჯდომარეს, ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფიგურად თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში.

გაგიკვირდათ ვინმეს რაც დავწერე? არა, და მთავარი არხის მთავარი ხიბლიც ეგაა, არასოდეს ვმალავდით საკუთარ სიმპათიებს, არჩევანს. თუმცა, არხზე მუშაობდნენ და ახლაც იქ არიან ადამიანები, რომლებიც ასე საერთოდ არ ფიქრობენ. უფრო მეტიც, არც მიშა ევასებოდათ და არც მისი პარტია და არც არასოდეს დაუმალავთ ეს.

ანუ, რასაც პარტია გვიბრძანებს, არასოდეს მუშაობდა გუნდში, რომელიც მხოლოდ ამბიციური ლიდერებისგან და ინდივიდუალური პერსონებისგან შედგება. რასაც პარტია გვიბრძანებს კი არა, ნიკაც კი, როცა საკუთარ იდეებს გვიზიარებდა, ამდენი “გიჟით” შეშინებული ძალიან ფრთხილი იყო. ნაციონალურ მოძრაობას მე რომ ღიად დავუპირისპირდი, ადამიანები, რომლებიც ახლა იგივეს აკეთებენ, მაჩერებდნენ. რა დროს ეგაა, ამით მარტო ბიძინას გავაძლიერებთო.

ახლა ყალბ ერთობაზე საუბარი არ დამიწყოთ. ბიძინა თუ რამით ძლიერდება, სუსტი ოპოზიციაა. აღარ არსებობს "ნაციონალური მოძრაობა". არსებობს მხოლოდ მიშას ფაქტორი და ამას, ჩემს პოლიტიკურ არჩევანშიც არაფერი შეცვლის, მაგრამ მიშას კი არა, ღმერთის ხათრითაც ვერ მივცემ ხმას ხაბეიშვილის პარტიას. მიშას თავისუფლება კიდევ, ჩემთვის გადის არა ამ პარტიაზე, არამედ საზოგადოების ერთობაზე. ჩემი თვალით მაინც არ მენახა, რას “აკეთებდნენ” მიშას თავისუფლებისთვის.

დავუბრუნდეთ არხს და გაბუნიას განცხადებას, რომელიც მის სტილში, მკვახედ იყო ნათქვამი. კოლეგებთან არასწორი იყო და მთავარი, იმიტომაა მთავარი, რომ ყველამ პირადად უთხრა წყენაც და პროტესტიც, საჯაროდაც იტყვიან. მოგვბაძეთ კოლეგებო, თქვენც საჯაროდ გამოიტანეთ ასეთი დისკუსიები, თუ ვითხოვთ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენით დავიწყოთ გაჯანსაღება. არ მიყვარს ამხელა სტატუსები, მაპატიეთ რომ გამიგრძელდა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

იხილეთ ასევე: