პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა "ღირსების სახელით" - ერაყელი "იუთუბერის" ამბავი, რომელიც ოჯახის წევრებმა ჯერ გაიტაცეს, ხოლო შემდეგ მამამ მოკლა
მკვლელობა "ღირსების სახელით" - ერაყელი "იუთუბერის" ამბავი, რომელიც ოჯახის წევრებმა ჯერ გაიტაცეს, ხოლო შემდეგ მამამ მოკლა

22 წლის ერა­ყე­ლი გო­გო­ნა, YouTube ვარ­სკვლა­ვი, ტიბა ალ-ალი მა­მამ მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა 2023 წლის 31 იან­ვარს მოხ­და. მი­ზე­ზი ისაა, რომ ტიბა ოჯა­ხის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, 2017 წელს სამ­შობ­ლო­დან წა­ვი­და.

ის მალე "იუ­თუბ" ვარ­სკვლა­ვი გახ­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აღ­ნიშ­ნულ პლატ­ფორ­მა­ზე აქ­ვეყ­ნებ­და ვი­დე­ო­ებს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შე­სა­ხებ, რა­საც მისი მშობ­ლე­ბი მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ და თვლიდ­ნენ, რომ ტი­ბას ქცე­ვა მათ "ღირ­სე­ბას შე­უ­რა­ცხყოფ­და". მამა-შვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ჯერ კი­დევ 2015 წელს და­წყე­ბუ­ლა - ეს ის პე­რი­ო­დია, როცა გო­გო­ნამ ერა­ყი­დან წას­ვლის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

ალ-ალი სამ­შობ­ლო­ში 2023 წლის იან­ვარ­ში დაბ­რუნ­და, რათა თა­ვი­სი ქვეყ­ნის სა­ფეხ­ბურ­თო მატჩს დას­წრე­ბო­და, რა დრო­საც, ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, იგი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით გა­აბ­რუ­ეს და ალ-ქა­დი­სი­ას გუ­ბერ­ნი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს.

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამის შემ­დეგ, მამა იმ ოთახ­ში შე­ი­პა­რა, სა­დაც გო­გო­ნა ჰყავ­დათ გა­მო­კე­ტი­ლი და გა­გუ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პო­ლი­ცი­ას თა­ვად ჩა­ბარ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლიშ­ვი­ლი "სირ­ცხვი­ლის ჩა­მო­შო­რე­ბის“ მიზ­ნით მოკ­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია მა­მის სა­ხელს არ ასა­ხე­ლებს.

ალ-ალის სიკ­ვდილ­მა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ბაღ­დად­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. აქ­ტი­ვის­ტე­ბი ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის შე­წყვე­ტას ითხოვ­დნენ.

ტი­ბას ამ­ბავ­მა ერაყ­ში ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტესტს ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

"ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქა­ლე­ბი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი წესჩ­ვე­უ­ლე­ბე­ბის მძევ­ლე­ბი არი­ან. მათ და­სა­ცა­ვად არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობს ” - წერ­და პო­ლი­ტი­კო­სი ალა თა­ლა­ბა­ნი Twitter-ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერაყ­ში არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას კრძა­ლავს. ბევ­რმა ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ ტიბა ალ-ალის გარ­დაც­ვა­ლე­ბას “სა­პა­ტიო მკვლე­ლო­ბა“ უწო­და.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
20

ამბავი, რომელიც ოჯახის წევრებმა ჯერ გაიტაცეს, მერე მამამ მოკლა... ვაი თქვენს პატრონს უბედურს! კარგი, სტატია შეთხზა ვიღაც ოროსანმა და სკოლაში თითით საჩვენებელმა ჩამორჩენილმა, მერე ის ხომ გადის შემოწმებას გამოქვეყნებამდე? იმ ორ-სამ ადამიანს რაღა ღმერთი გაუწყრა? ერთი მაინც არ გამოდგა 11 კლას დამთავრებული? ტფუი! 

!
143

ღმერთმა არ ქნას ნაც კლასტერი მოვიდეს თორემ, აგაც იგივე იქნება.

ავტორი:

მკვლელობა "ღირსების სახელით" - ერაყელი "იუთუბერის" ამბავი, რომელიც ოჯახის წევრებმა ჯერ გაიტაცეს, ხოლო შემდეგ მამამ მოკლა

მკვლელობა "ღირსების სახელით" - ერაყელი "იუთუბერის" ამბავი, რომელიც ოჯახის წევრებმა ჯერ გაიტაცეს, ხოლო შემდეგ მამამ მოკლა

22 წლის ერაყელი გოგონა, YouTube ვარსკვლავი, ტიბა ალ-ალი მამამ მოკლა. შემთხვევა 2023 წლის 31 იანვარს მოხდა. მიზეზი ისაა, რომ ტიბა ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ, 2017 წელს სამშობლოდან წავიდა.

ის მალე "იუთუბ" ვარსკვლავი გახდა. სოციალური ქსელის აღნიშნულ პლატფორმაზე აქვეყნებდა ვიდეოებს თავისი ცხოვრების წესის, შეყვარებული შესახებ, რასაც მისი მშობლები მიუღებლად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ ტიბას ქცევა მათ "ღირსებას შეურაცხყოფდა". მამა-შვილს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ 2015 წელს დაწყებულა - ეს ის პერიოდია, როცა გოგონამ ერაყიდან წასვლის სურვილი გამოთქვა.

ალ-ალი სამშობლოში 2023 წლის იანვარში დაბრუნდა, რათა თავისი ქვეყნის საფეხბურთო მატჩს დასწრებოდა, რა დროსაც, ოჯახის წევრებმა გაიტაცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, იგი ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუეს და ალ-ქადისიას გუბერნიაში წაიყვანეს.

  • როგორც ცნობილია, ამის შემდეგ, მამა იმ ოთახში შეიპარა, სადაც გოგონა ჰყავდათ გამოკეტილი და გაგუდა. მოგვიანებით კი პოლიციას თავად ჩაბარდა და განაცხადა, რომ ქალიშვილი "სირცხვილის ჩამოშორების“ მიზნით მოკლა. ადგილობრივი მედია მამის სახელს არ ასახელებს.

ალ-ალის სიკვდილმა სოციალურ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ბაღდადში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქტივისტები ქალებზე ძალადობის შეწყვეტას ითხოვდნენ.

ტიბას ამბავმა ერაყში ქალების უფლებების დაცვის წინააღმდეგ პროტესტს ჩაუყარა საფუძველი.

"ჩვენს საზოგადოებაში ქალები ჩამორჩენილი წესჩვეულებების მძევლები არიან. მათ დასაცავად არანაირი კანონი არ არსებობს ” - წერდა პოლიტიკოსი ალა თალაბანი Twitter-ზე.

აღსანიშნავია, რომ ერაყში არ არსებობს კანონი, რომელიც ოჯახში ძალადობას კრძალავს. ბევრმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ ტიბა ალ-ალის გარდაცვალებას “საპატიო მკვლელობა“ უწოდა.

წყარო: BBC.com