მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა - "საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა
ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა - "საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა

ყო­ფილ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პლატ­ფორ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ორ­ბი­ტა“ შექ­მნა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნინო ლომ­ჯა­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის მი­ზა­ნია, მო­ქა­ლა­ქე­ებს მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვიზ­მით წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, შევ­ქმნათ სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი საქ­მით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ აინ­ტე­რე­სებთ და აწუ­ხებთ სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სპექ­ტი­ვა, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა, ჩა­ერ­თონ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მში და წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში; სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ხელი შე­უ­წყონ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ეს არის პლატ­ფორ­მა არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა და გა­მო­ჩე­ნი­ლი თუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის­თვის, რო­მე­ლიც ეძებს პლატ­ფორ­მას და შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვიზ­მის­თვის, რომ ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ენერ­გია გარ­და­იქ­მნას ქმე­დე­ბე­ბად, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ამ ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას და წინ წაგ­ვწევს ამ პრო­ცეს­ში. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა შემ­დე­გია: მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ და ერ­თად ვი­მოქ­მე­დოთ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად. რამ­დე­ნი­მე თვეა დარ­ჩე­ნი­ლი სტა­ტუ­სის მი­ღე­ბამ­დე და ამ დროს, რო­დე­საც საკ­მა­ოდ რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზე­ბა და ა.შ., გვინ­და, ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­ვი­ღოთ სტა­ტუ­სი. კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხმა ყო­ველ­გვა­რი ბა­რი­ე­რე­ბის გა­რე­შე პირ­და­პირ მი­ვაწ­ვდი­ნოთ ევ­რო­პას. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ თუ ჩვე­ნი ანუ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხმა არ ჟღერ­დე­ბა ან არ ის­მის ისე ხში­რად ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჩვე­ნი მთავ­რო­ბის მხრი­დან ისე, რო­გორც ჩვენ გვინ­და რომ ის­მო­დეს, შეგ­ვიძ­ლია, თა­ვად მი­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი ხმა ჩვენს პარტნი­ო­რე­ბამ­დე და უპირ­ვე­ლე­სად, ევ­რო­კავ­ში­რამ­დე. ვფიქ­რობთ, რომ სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ში­და­პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ზე მაღ­ლა დგას. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. თუ ჩვენ ევ­რო­პას სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბას ვუჩ­ვე­ნებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გარ­შე­მო, ეს მათ პო­ზი­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, სა­დაც ჩვენს ხედ­ვებს წარ­ვად­გენთ, თუმ­ცა ეს იქ­ნე­ბა ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რაც ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს, ვინც სვამს კი­თხვას, რა შე­მიძ­ლია მე, რო­გორც ერთ მო­ქა­ლა­ქეს, რომ გა­ვა­კე­თო, რომ ჩემი ხმა ევ­რო­პას მი­ვაწ­ვდი­ნო, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­ერ­თოს სხვა­დას­ხვა ფორ­მით. გვინ­და, რომ დარ­ჩე­ნილ პე­რი­ოდ­ში შევ­ქმნათ ისე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სა­დაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და­ი­ნა­ხავს სა­კუ­თარ თავს“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა პო­ლი­ტი­კო­სებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ლომ­ჯა­რია ამ­ბობს, რომ პლატ­ფორ­მა სა­მო­ქა­ლა­ქოა, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ მხა­რეს­თან ხედ­ვე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად მზად არი­ან.

"ეს არის სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მა და გვინ­და, რომ ასე პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­დეს, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ მხა­რეს, ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კოსს შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი გა­ვუ­ზი­ა­როთ. იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცია თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მი­ვე­სალ­მე­ბით, თუ ამ გან­წყო­ბებს გა­ი­ზი­ა­რე­ბენ. ეს არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი, რომ სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ზე მო­ვახ­დი­ნოთ პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ხომ არაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ორ­ბი­ტა“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ად გარ­და­იქ­მნას, ლომ­ჯა­რია ამ­ბობს, რომ ეს არ იგეგ­მე­ბა და გან­მარ­ტავს, რომ თა­ვა­დაც სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აღ­ნიშ­ნულ პლატ­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ორ­ბი­ტა“ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პლატ­ფორ­მაა და არ ვა­პი­რებთ ის პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბად ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბად გა­და­იქ­ცეს. მე გეგ­მე­ბი მაქვს ამ პლატ­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. წინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დი გვე­ლო­დე­ბა და ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო ტი­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­დან პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა არის დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

არ არსებობს აქ პარტია და პოლიტიკური ძალა, რომელსაც მიზნად რაიმეს შცვლა აქვს, გარდა მმართველი ფიზიონომიებისა! სრული აჯაფსანდალია სახელმწიფოში, არანაირი პერსპექტივა, ამიტომაც გაიქცა ხალხი და ქვეყანა დაიქცა: ჩვენ არ ვიცით რას ვაშენებთ, ამიტომ ავაშენეთ მახინჯი ფორმაცია, სადაც ქონების 70%-ზე მეტი სახელმწიფოსია, მთავარი დამსაქმებელიც სახელმწიფოა, ის კი კორუფციულია, როგორც უწინ ! სახელმწიფო პოლიტიკურ ეკონომიკური ფორმაცია, ჩვენ რომ გვაქვს, უნიკალურია, არც მიწისაა, არც ცისა, ჩვენ კი გარემოების ტყვეები ვართ, გარემოებას მართავას სამოხელეო პარტოკრატიული პლუტოკრატია, რომელიც დიდი ხანია თანამედროვე ოლიგარქიად ჩამოყალიბდა და მტკიცედ ინარჩუნებს პოზიცია ოპოზიციას, მონაცვლეობით და ურთიერთგადადინებით, კი ! რა ეშველება ? არა, რევოლუცია არა, რევოლუციებით არიან ესენი სწორედ მოჯეჯილებული, ამათ უნდათ სამ სამი არა სააარჩვენო ურნაში, სტკლიცო უნდა , კი არ უნდა წაართვა და დაიჭირო (თვითონ მასე არიან გამდიდრებული!) , ამუშაო უნდა ვირივით თანაბარი უფლებებით სხვასთან და უკან საგადასახადო პანღური, ახლა არ იხდიან გადასახადებს, პირიქით, ჩვენს გადახდილს ჭამენ, ასეა !

ნინო
0

წავიდა კელი, გვიტოვებს ნინოს...

აგენტი 008 უკვე სახეზეა. ბონდის შემცვლელი ქალი იპოვა ჰოლივუდმა:)

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა - "საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა - "საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ნინო ლომჯარიამ განუცხადა, აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში.

"ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და აწუხებთ საქართველოს პერსპექტივა, ევროპული მომავალი, საქართველოს განვითარება, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივიზმში და წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში; საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყონ საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის პლატფორმა არა მხოლოდ კონკრეტული დარგის პროფესიონალებისა და გამოჩენილი თუ წარმატებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეძებს პლატფორმას და შესაძლებლობას საკუთარი აქტივიზმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი ენერგია გარდაიქმნას ქმედებებად, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას და წინ წაგვწევს ამ პროცესში. ჩვენი პირველი აქტივობა შემდეგია: მხარი დავუჭიროთ და ერთად ვიმოქმედოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. რამდენიმე თვეა დარჩენილი სტატუსის მიღებამდე და ამ დროს, როდესაც საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა, საზოგადოების პოლარიზება და ა.შ., გვინდა, ჩვენი აქტივობებით საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება მოვახდინოთ იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ სტატუსი. კონსოლიდირებული საზოგადოებრივი აზრი, მოქალაქეების ხმა ყოველგვარი ბარიერების გარეშე პირდაპირ მივაწვდინოთ ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენი ანუ ქართველი ხალხის ხმა არ ჟღერდება ან არ ისმის ისე ხშირად ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში ჩვენი მთავრობის მხრიდან ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ ისმოდეს, შეგვიძლია, თავად მივიტანოთ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებამდე და უპირველესად, ევროკავშირამდე. ვფიქრობთ, რომ სტატუსის მიღება არის საკითხი, რომელიც შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ევროპას საზოგადოების კონსოლიდირებას ვუჩვენებთ ამ გადაწყვეტილების გარშემო, ეს მათ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. კონკრეტული ქმედებების შესახებ ღონისძიებაზე ვისაუბრებთ, სადაც ჩვენს ხედვებს წარვადგენთ, თუმცა ეს იქნება ისეთი აქტივობები, რაც ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც სვამს კითხვას, რა შემიძლია მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რომ გავაკეთო, რომ ჩემი ხმა ევროპას მივაწვდინო, საშუალებას მისცემს ამ ტიპის აქტივობებში ჩაერთოს სხვადასხვა ფორმით. გვინდა, რომ დარჩენილ პერიოდში შევქმნათ ისეთი შესაძლებლობები, სადაც ყველა ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან.

"ეს არის სამოქალაქო პლატფორმა და გვინდა, რომ ასე პოზიციონირებდეს, თუმცა ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეგვიძლია ჩვენი ხედვები გავუზიაროთ. იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მივესალმებით, თუ ამ განწყობებს გაიზიარებენ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება იმას, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ "საქართველოს ევროპული ორბიტა“ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არ იგეგმება და განმარტავს, რომ თავადაც სამომავლო გეგმები აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებით აქვს.

"საქართველოს ევროპული ორბიტა“ სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმაა და არ ვაპირებთ ის პოლიტიკურ მოძრაობად ან გაერთიანებად გადაიქცეს. მე გეგმები მაქვს ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი გველოდება და ვფიქრობ, რომ სწორედ სამოქალაქო ტიპის გაერთიანებიდან პოზიციონირება არის დღეს მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.