სტამბოლში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, სტამბოლის რამდენიმე რაიონი დაიტბორა და სულ მცირე ორი ადამიანია დაღუპული.
სტიქიამ უმეტესად ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილი დააზარალა. "გზებზე მდინარეები მოდიოდა“, - წერს ადგილობრივი მედია.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დაღუპულები ბაშაქშექირისა და ქუჩუქჩექმეჯის რაიონებიდან არიან. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ არ გადაადგილდნენ მოტოციკლებით.
წყალდიდობამ ასევე დააზარალა რამდენიმე მეტროსადგური. უსაფრთხოების ზომების გამო, მეტროს რამდენიმე სადგური დაიხურა.
არა, რაა თურქეთშიც არ გაამართლა კალაძემ.
ჯერ მიწისძვრა... ეხლა წყალდიდობა... ღმერთმა მერამდენედ უნდა მისცეს კიდევ ნიშანი, რომ წმინდა სოფიას ტაძარი აღადგინონ.