მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებას. ჩვენი შვილებისთვისაც მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სამშობლოს შეგრძნება" - ანტარქტიკის ქართველი მკვლევრის წარმატების გზა მყინვარების გავლით
"ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებას. ჩვენი შვილებისთვისაც მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სამშობლოს შეგრძნება" - ანტარქტიკის ქართველი მკვლევრის წარმატების გზა მყინვარების გავლით

ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შო­ვის მოვ­ლე­ნე­ბის დროს გა­იც­ნო. ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი ახა­ლი ზე­ლან­დი­ი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნებს და სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებს გვაწ­ვდი­და, რო­მელ­შიც გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფით გა­მოწ­ვე­ულ სტი­ქი­ა­ზე ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მნი­და. ლე­ვან­მა ახ­ლა­ხან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­თან ერ­თად, მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო შო­ვის მოვ­ლე­ნე­ბის კვლე­ვა­ზე, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლის გარ­და, უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი.

ან­ტარ­ქტი­კის ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მკვლე­ვა­რი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე გე­ოგ­რა­ფი­ის ორგზის დოქ­ტო­რია გლა­ცი­ო­ლო­გი­ის (მყინ­ვა­რე­ბის შეს­წავ­ლის) მი­მარ­თუ­ლე­ბით. სხვა­დას­ხვა წლებ­ში მან გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო ამე­რი­კის მე­ი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში, კა­ნა­დის ჩრდი­ლო­ეთ ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შვე­ი­ცა­რი­ის ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ან­ტარ­ქტი­კის კვლე­ვით ცენ­ტრში. ამ­ჟა­მად ლე­ვა­ნი ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც წამ­ყვან მეც­ნი­ერ-მკვლე­ვა­რად მუ­შა­ობს. იგი არის არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად ახერ­ხებს, აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი ქარ­თულ სა­მეც­ნი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში. მისი ჯილ­დო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია: თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­და­ლი, წი­ნან­დლის პრე­მია სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დარ­გში, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში მოღ­ვა­წე სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის სტი­პენ­დი­ან­ტი, და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია პას­კა­ლის პრე­მი­ით ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ხოლო 2023 წელს ახა­ლი ზე­ლან­დი­ის გე­ოგ­რა­ფი­ულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი დი­სერ­ტა­ცია წლის სა­უ­კე­თე­სო სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მად აღი­ა­რა. "ხში­რად ვფიქ­რობ და ჩემი სურ­ვი­ლია, რომ დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვახ­მა­რო. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბო­ლო­ოდ ვფიქ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ჩემი შვი­ლე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ჰქონ­დეთ სამ­შობ­ლოს შეგ­რძნე­ბა" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი. ისიც გვი­თხრა, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე და მიღ­წე­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბა, თუმ­ცა მა­ინც დაგ­ვთან­ხმდა, ახ­ლოს გაც­ნო­ბო­და მკი­თხველს.

  • ბავ­შვო­ბა

- მარ­თა­ლია, თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ მე და ჩემი ძმა სა­ნა­ხევ­როდ სო­ფელ­ში ვიზ­რდე­ბო­დით, კერ­ძოდ, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზერ­ტში. დედა ძე­ვე­რი­და­ნაა, ანუ ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ქარ­თლე­ლი ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა არ მქო­ნია, ის პე­რი­ო­დი ჩვენ­თვი­საც ისე­თი­ვე იყო, რო­გო­რიც 90-იანი წლე­ბის და­ნარ­ჩე­ნი ბავ­შვე­ბის­თვის. და­ვამ­თავ­რე გი­ორ­გი ჭყონ­დი­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის 164-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, სან­ზო­ნა­ში, სა­დაც იმ­ხა­ნად ვცხოვ­რობ­დით. ზო­გა­დად, გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი იყო და ამ გა­და­სა­ხე­დი­დან არც სწავ­ლა იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­პუ­ლა­რუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი და არც ამის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი გვქო­ნია. გაკ­ვე­თი­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად სხვა­დას­ხვა წიგ­ნებს კლა­სე­ლე­ბი ერ­თნა­მე­თის­გან ვთხო­უ­ლობ­დით და ხში­რად სან­თლის შუქ­ზეც გვი­წევ­და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. ვიდ­რე არ და­ვო­ჯახ­დი, თბი­ლის­ში სა­კუ­თა­რი ბინა არას­დროს გვქო­ნია და თით­ქმის 25 წელი მა­მა­ჩე­მის დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში უსას­ყიდ­ლოდ ვცხოვ­რობ­დით, რის­თვი­საც მათი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, დი­დად არც სწავ­ლით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, თუმ­ცა ამ მხრივ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დე­და­ჩე­მი მაქ­სი­მა­ლუ­რად გვაქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას. სკო­ლა­ში სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბი და ის­ტო­რია მიყ­ვარ­და. მე და ჩემ ძმას ბავ­შვო­ბი­დან გვიყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, ბუ­ნე­ბას­თან მუდ­მი­ვი შე­ხე­ბა გვქონ­და, სოფ­ლის სახ­ლში მტრე­დე­ბი, კურ­დღლე­ბი და ძაღ­ლე­ბიც გვყავ­და... ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ისე­თი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა მინ­დო­და, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ბოლო კლა­სებ­ში მა­ინც არ მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, რო­მე­ლი ფა­კულ­ტე­ტი ამერ­ჩია. ამა­შიც დე­და­ჩემ­მა ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი და სა­ბო­ლო­ოდ გე­ოგ­რა­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა ავარ­ჩი­ეთ.

  • "მან შე­მას­წავ­ლა გლა­ცი­ო­ლო­გი­ის ან­ბა­ნი“

- ოთხი წელი ვის­წავ­ლე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გე­ოგ­რა­ფი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე და მოხ­და ისე, რომ პირ­ვე­ლი­ვე კურ­სზე ჩემი სა­კურ­სო თემა მყინ­ვა­რებ­ზე იყო. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ჩემი უშუ­ა­ლო და­კავ­ში­რე­ბა გლა­ცი­ო­ლო­გი­ას­თან. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლი მყავ­და - პრო­ფე­სო­რი რა­მინ გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი გე­ოგ­რა­ფი, მან შე­მას­წავ­ლა გლა­ცი­ო­ლო­გი­ის ან­ბა­ნი. ჯერ კი­დევ მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ლა­ბო­რან­ტად და­მა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა და მას მერე გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში, შემ­დეგ კი დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ში. მი­უ­ხე­და­ვად დიდი ასა­კი­სა, სულ ცდი­ლობ­და, რომ ექ­სპე­დი­ცი­ებ­შიც ჩვენ­თან ერ­თად ევლო, ბევ­რი სი­კე­თე მახ­სოვს მის­გან.

  • "ასე და­ი­წყო ჩემი ახალ­ზე­ლან­დი­უ­რი ცხოვ­რე­ბა-საქ­მი­ა­ნო­ბა“

- 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ცა­ვი სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია, პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე და სა­ზღვარ­გა­რეთ მი­წევ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა სტა­ჟი­რე­ბებ­ზე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე, ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში და ა.შ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­სერ­ტა­ცია და­ვი­ცა­ვი, არას­დროს მქონ­და იმის გან­ცდა, რომ ამით დამ­თავ­რდა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. პი­რი­ქით, ვგრძნობ­დი, რომ უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა იყო სა­ჭი­რო, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის თით­ქოს მეტი გა­სა­ქა­ნი იყო სა­ჭი­რო და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის­თვის არ იყო საკ­მა­რი­სი მას­შტა­ბე­ბი. ამი­ტომ 2018 წელს გა­ვა­კე­თე გა­ნა­ცხა­დი ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ან­ტარ­ქტი­კის კვლე­ვით ცენ­ტრში და მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან დიდი კონ­კურ­სი­სა, მი­ვი­ღე სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა.

  • "ბე­დის­წე­რამ ერ­თმა­ნეთს სტე­ფან­წმინ­და­ში შეგ­ვახ­ვედ­რა“

- ახალ ზე­ლან­დი­ა­ში წას­ვლამ­დე, რამ­დე­ნი­მე წლით ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი. უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად სტე­ფან­წმინ­და­ში ექ­სპე­დი­ცია გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, თა­მა­რიც იქ გა­ვი­ცა­ნი. ჩემი მე­უღ­ლე ბო­ტა­ნი­კო­სია, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი, მათ ცალ­კე ექ­სპე­დი­ცია ჰქონ­დათ და ისე მოხ­და, რომ ერ­თდრო­უ­ლად აღ­მოვ­ჩნდით ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რის და მას­პინ­ძლის ოჯახ­ში. 2019 წელს ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ჩვენ პირ­ველ შვილ­თან ერ­თად წა­ვე­დით. გა­მო­ვი­და ისე, რომ თა­მარ­მა ჩემს გამო სწავ­ლას და კა­რი­ე­რას თავი და­ა­ნე­ბა. მე­ო­რე შვი­ლი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში შეგ­ვე­ძი­ნა. ახლა უკვე მე­სა­მე შვი­ლის მო­ლო­დინ­ში ვართ...

  • ინ­ტერ­ვიუ უკვე ჩა­წე­რი­ლი იყო, რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ 4 სექ­ტე­მე­ბერს, მელ­ბურნ­ში ლე­ვა­ნის მე­სა­მე შვი­ლი - გაბ­რი­ე­ლი და­ი­ბა­და. ambebi.ge ულო­ცავს ახალ­გაზ­რდა ოჯახს მე­სა­მე შვი­ლის შე­ძე­ნას და პა­ტა­რას ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალს უსურ­ვებს - რედ.

  • "იქა­უ­რი გა­რე­მო მეტ­ნაკ­ლე­ბად მივ­სებ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­ნაკ­ლისს“

- ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ძა­ლი­ან ცოტა ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში (რაგ­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით) დიდი წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ვიქ­ტო­რი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რან­ტი ვი­ყა­ვი, რაც ჩემ­თვის ერ­თგვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ოთხწე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ვი­ცხოვ­რეთ. დი­სერ­ტა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ­დი ან­ტარ­ქტი­კის კვლე­ვით ცენ­ტრში რო­გორც მკვლე­ვა­რი, მქონ­და ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი სამ­ხრეთ ალ­პებ­ში - ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბია, გამ­ყინ­ვა­რე­ბის მხრი­ვაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო... ახა­ლი ზე­ლან­დია მთი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა მყინ­ვა­რე­ბით და ცოტა სა­ქარ­თვე­ლო­საც ჰგავს. მარ­თა­ლია, გან­სხვა­ვე­ბე­ბიც ბევ­რია, მაგ­რამ რო­დე­საც მოგ­ზა­უ­რობ, მთი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი, ფერ­დო­ბებ­ზე შე­ფე­ნი­ლი ცხვრის ფა­რე­ბი, გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხე­ბი და ვაშ­ლის ბა­ღე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­გა­გო­ნებს...

  • ან­ტარ­ქტი­კის ქარ­თვე­ლი მკვლე­ვა­რის გზა ახა­ლი ზე­ლან­დი­ი­დან - ავ­სტრა­ლი­ა­ში

- ამ­ჟა­მად ავ­სტრა­ლი­ა­ში, მელ­ბურნ­ში ვარ, მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც ას­ტრა­ლი­ის ყვე­ლა­ზე დიდი უნი­ვერ­სი­ტე­ტია და მსოფ­ლი­ოს 50 სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სი­ა­ში შე­დის. აქ არის ან­ტარ­ქტი­კის კვლე­ვის ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად 15-მდე მეც­ნი­ე­რი ვართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ასე­თი დო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ჩემი პო­ზი­ცია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უშუ­ა­ლოდ ან­ტარ­ქტი­კულ კვლე­ვებ­თან. ახალ ზე­ლან­დი­ას­თან შე­და­რე­ბით, ავ­სტრა­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რად უფრო ძლი­ე­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც უფრო მეტი ფი­ნან­სე­ბი იხარ­ჯე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, და შე­სა­ბა­მი­სად, ან­ტარ­ქტი­კუ­ლი კვლე­ვე­ბი აქ უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია. პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­ო­რე წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­კა­ვებ აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბას, რაც ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რად­გან ჩემ სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მებ­ში სა­ქარ­თვე­ლო და ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერთ აფი­ლი­ა­ცი­ა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი და ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრეს­ტი­ჟი­ცაა.

  • "არ­ჩე­ვან­ში არ შევ­ცდი - ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო პრო­ფე­სია მაქვს“

- ჩემი კვლე­ვის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კავ­კა­სი­ონ­თან. ზო­გა­დად, გა­ლა­ცი­ო­ლო­გია ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, დიდ ფი­ნან­სებს და რე­სურ­სებს მო­ი­თხოვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის ფუ­ფუ­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს, ამი­ტომ აქა­უ­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი მეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დარ­გის მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა­შიც ჩემი მცი­რე­დი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე აქე­დან უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ვიდ­რე ამას მანდ ყოფ­ნით მო­ვა­ხერ­ხებ­დი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გლა­ცი­ო­ლო­გია ძალ­ზედ სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­აა და ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ირ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ში­ნა­გა­ნად იმ­დე­ნად გამ­ჯდა­რი მაქვს ჩემი პრო­ფე­სია, რომ აღარც ვთვლი სამ­სა­ხუ­რად და სპე­ცი­ა­ლო­ბად, ის ჩემს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შია გა­და­სუ­ლი და ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც მგვრის.

  • "ვთვლი, რომ ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა

- პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ჰო­ბიც მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­მო­დის. ახა­ლი მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ერ­თგვა­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ხიბ­ლი, ექ­სტრე­მი და სი­ა­მოვ­ნე­ბაა ჩემ­თვის. თუმ­ცა ვცდი­ლობ, რომ ოჯა­ხის თე­მა­შიც მე­ტად ვიყო ჩარ­თუ­ლი. როცა ახალ ზე­ლან­დი­ა­ში წა­მო­ვე­დით, სა­ერ­თოდ არა­ვის ვიც­ნობ­დით, სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში, სამ­შობ­ლოს­გან ძა­ლი­ან შორს მოვ­ხვდით. ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც წა­მოს­ვლამ­დე ვირ­ტუ­ა­ლუ­რად მქონ­და კონ­ტაქ­ტი, ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო და ისიც ერთ თვე­ში სხვა­გან გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბა, მაგ­რამ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ყვე­ლა სირ­თუ­ლეს გა­ვუმკლავ­დით. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღ­ვნიშ­ნო ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რე­ბი მარი­ნა და ნუგ­ზარ ნა­ჭყე­ბი­ე­ბის ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი, რომ­ლებ­მაც დიდი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს ჩვენს მი­მართ და ამის­თვის მათი მად­ლობ­ლე­ბი ვართ. ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­ფა­სე­ბე­ლია ჩემი მე­უღ­ლის უპი­რო­ბო გვერ­დში დგო­მა და მხარ­და­ჭე­რა. რო­გორც წესი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა ბევრ დროს და დიდ შრო­მას მო­ი­თხოვს, და­წყე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბით - დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ვე­ლე ექ­სპე­დი­ცი­ე­ბით. ოჯა­ხის მოვ­ლა მთლი­ა­ნად თა­მარ­მა აიღო თა­ვის თავ­ზე, მეც ძა­ლი­ან შე­მი­წყო ხელი და ამის­თვის უზო­მოდ მად­ლო­ბე­ლი ვარ. ვთვლი, რომ ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა.

  • "ჩვენს შვი­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეთ სამ­შობ­ლოს შეგ­რძნე­ბა“

- ხში­რად ვფიქ­რობ და ჩემი სურ­ვი­ლია, რომ ჩემი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვახ­მა­რო. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბო­ლო­ოდ, ვფიქ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ჰქონ­დეთ სამ­შობ­ლოს შეგ­რძნე­ბა. ძა­ლი­ან ძნე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნა, მით უმე­ტეს, ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც ძა­ლი­ან პა­ტა­რა ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რაა და ბავ­შვებს ქარ­თულ­თან შე­ხე­ბა ნაკ­ლე­ბად აქვთ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მე და თა­მა­რი ვცდი­ლობთ, რომ ქარ­თუ­ლი გა­რე­მო შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ოჯახ­ში. ბავ­შვებს ქარ­თუ­ლად წერა-კი­თხვას ვას­წავ­ლით, აქა­უ­რი სკო­ლის პროგ­რა­მა­საც მა­თე­მა­ტი­კა­ში ქარ­თუ­ლად ვა­მე­ცა­დი­ნებთ, რად­გან გვინ­და, რომ ქარ­თუ­ლად ფიქ­რსა და აზ­როვ­ნე­ბას მი­ეჩ­ვი­ონ. სა­ბო­ლო­ოდ, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გვინ­და ცხოვ­რე­ბა და იმე­დია, ახლო მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო, რომ სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დეთ. სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით, ტრა­დი­ცი­ე­ბით, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი­თა და რე­სურ­სე­ბით, მთე­ბით, მყინ­ვა­რე­ბით, მღვი­მე­ე­ბით, ზღვი­თა და კლი­მა­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლია მსოფ­ლი­ო­ში და მეტი მოვ­ლა და და­ფა­სე­ბა სჭირ­დე­ბა. არა მარ­ტო ჩვენ, ვი­სურ­ვებ­დი რომ ყვე­ლა, ვინც სა­ზღვრებს გა­რე­თაა, ვე­ცა­დოთ ჩვე­ნი ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჩვენს სამ­შობ­ლოს მო­ვახ­მა­როთ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

წარმატრბები მინდა ვუსურვო ამ ახალგაზრდა ადამიანს და მინდა დავამატო ისიც რომ საქაეთველოში ასეთ ადამიანებს არავითარი ხელშეწყობის იმედი არ აქვთ და იმიტომაც მიდიან საზღვარგარეთ. ტექნიკურ უნივერსიტეტს რამოდენიმე წელია სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრებით და ავსტრიის სახელმწიფოს დახმარებით შეძენილი აქვს უნიკალური ლაბორატორია, რომელიც გამოყენება ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირებისა და მისი თანმდევი მოვლენების პროგნოზირებისათვის. ასევე თანამედროვე ჰიდროლოგიური ნაგებობების პროექტირებისთვის. უკვე თუ არ ვცდები 4 წელია ეს ლაბორატორია ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს გადმოცემული და მათ არც კი გაუხსნიათ, როგორც მიიღეს ისე აქვთ შენახული. ამასობაში ახალი აპარატურა ძველდება. პერიოდულად ჩამოდიან ავსტრიელები იმის შესამოწმებლად თუ როგორ იყენებს უნივერსიტეტი ასეთ ლაბორატორიას და გაოცებული მიდიან უკან, როცა ნახულობენ რომ ლაბორატორია საერთოდ გაუხსნელია და არც კი დაუმონტაჟებიათ. სახელმწიფოს კი ფული აქვს გადახდილი, რამოდენიმე მილიონი. 

აი ამ სიტუაციის გადამკიდე რისი იმედი უნდა გქონდეს ადამიანს. ტექნიკუ უნივერსიტეტში ვინმეს მეცნიერება აინტერესებს ? ან განათლების სამინოსტრო სადაა ? მერე კოდევ იტყვიან რატომ გარბის ახალგაზრდობა საზღვარგარეთო ?

 

სიმართლე
1

ყველაზე ობიექტურ და მიუკერძოებელ ინტერვიუებს ეს კაცი იძლეობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებას. ჩვენი შვილებისთვისაც მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სამშობლოს შეგრძნება" - ანტარქტიკის ქართველი მკვლევრის წარმატების გზა მყინვარების გავლით

"ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებას. ჩვენი შვილებისთვისაც მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სამშობლოს შეგრძნება" - ანტარქტიკის ქართველი მკვლევრის წარმატების გზა მყინვარების გავლით

ლევან ტიელიძე საზოგადოებამ შოვის მოვლენების დროს გაიცნო. ახალგაზრდა მეცნიერი ახალი ზელანდიიდან აკვირდებოდა მოვლენებს და სატელიტურ ფოტოებს გვაწვდიდა, რომელშიც გლაციალური ღვარცოფით გამოწვეულ სტიქიაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნიდა. ლევანმა ახლახან, საერთაშორისო ჯგუფთან ერთად, მუშაობა დაიწყო შოვის მოვლენების კვლევაზე, რომელშიც რამდენიმე ქართველის გარდა, უცხოელი მეცნიერები არიან ჩართულნი.

ანტარქტიკის ახალგაზრდა ქართველი მკვლევარი ლევან ტიელიძე გეოგრაფიის ორგზის დოქტორია გლაციოლოგიის (მყინვარების შესწავლის) მიმართულებით. სხვადასხვა წლებში მან განათლება მიიღო ამერიკის მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში, კანადის ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, შვეიცარიის ციურიხის უნივერსიტეტში და ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევით ცენტრში. ამჟამად ლევანი ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტში იმყოფება, სადაც წამყვან მეცნიერ-მკვლევარად მუშაობს. იგი არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი და პარალელურად ახერხებს, აქტიურად იყოს ჩართული ქართულ სამეცნიერო ცხოვრებაში. მისი ჯილდოების ჩამონათვალშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი, წინანდლის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში, საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი, დაჯილდოებულია პასკალის პრემიით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2023 წელს ახალი ზელანდიის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ მისი დისერტაცია წლის საუკეთესო სადოქტორო ნაშრომად აღიარა. "ხშირად ვფიქრობ და ჩემი სურვილია, რომ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს მოვახმარო. შესაბამისად, საბოლოოდ ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებას. ჩემი შვილებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ჰქონდეთ სამშობლოს შეგრძნება" - ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი. ისიც გვითხრა, რომ საკუთარ თავზე და მიღწევებზე საუბარი ეუხერხულება, თუმცა მაინც დაგვთანხმდა, ახლოს გაცნობოდა მკითხველს.

  • ბავშვობა

- მართალია, თბილისში დავიბადე, მაგრამ მე და ჩემი ძმა სანახევროდ სოფელში ვიზრდებოდით, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ ზერტში. დედა ძევერიდანაა, ანუ ძირფესვიანად ქართლელი ვარ. განსაკუთრებული ბავშვობა არ მქონია, ის პერიოდი ჩვენთვისაც ისეთივე იყო, როგორიც 90-იანი წლების დანარჩენი ბავშვებისთვის. დავამთავრე გიორგი ჭყონდიდელის სახელობის 164-ე საშუალო სკოლა, სანზონაში, სადაც იმხანად ვცხოვრობდით. ზოგადად, გაჭირვების წლები იყო და ამ გადასახედიდან არც სწავლა იყო მაინცდამაინც პოპულარული და პერსპექტიული და არც ამის განსაკუთრებული პირობები გვქონია. გაკვეთილების მოსამზადებლად სხვადასხვა წიგნებს კლასელები ერთნამეთისგან ვთხოულობდით და ხშირად სანთლის შუქზეც გვიწევდა მეცადინეობა. ვიდრე არ დავოჯახდი, თბილისში საკუთარი ბინა არასდროს გვქონია და თითქმის 25 წელი მამაჩემის დეიდაშვილების სახლში უსასყიდლოდ ვცხოვრობდით, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვარ. ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი, დიდად არც სწავლით გამოვირჩეოდი, თუმცა ამ მხრივ ჩვენი მშობლები, განსაკუთრებით კი დედაჩემი მაქსიმალურად გვაქცევდა ყურადღებას. სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნები და ისტორია მიყვარდა. მე და ჩემ ძმას ბავშვობიდან გვიყვარდა ცხოველები, ფრინველები, ბუნებასთან მუდმივი შეხება გვქონდა, სოფლის სახლში მტრედები, კურდღლები და ძაღლებიც გვყავდა... ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ისეთი პროფესიის არჩევა მინდოდა, რომელიც მოგზაურობასთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა ბოლო კლასებში მაინც არ მქონდა გადაწყვეტილი, რომელი ფაკულტეტი ამერჩია. ამაშიც დედაჩემმა ითამაშა გადამწყვეტი როლი და საბოლოოდ გეოგრაფიის მიმართულება ავარჩიეთ.

  • "მან შემასწავლა გლაციოლოგიის ანბანი“

- ოთხი წელი ვისწავლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამაზე და მოხდა ისე, რომ პირველივე კურსზე ჩემი საკურსო თემა მყინვარებზე იყო. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი უშუალო დაკავშირება გლაციოლოგიასთან. შესანიშნავი ხელმძღვანელი მყავდა - პროფესორი რამინ გობეჯიშვილი, ცნობილი გეოგრაფი, მან შემასწავლა გლაციოლოგიის ანბანი. ჯერ კიდევ მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ლაბორანტად დამაწყებინა მუშაობა და მას მერე გავაგრძელე სწავლა მაგისტრატურაში, შემდეგ კი დოქტურანტურაში. მიუხედავად დიდი ასაკისა, სულ ცდილობდა, რომ ექსპედიციებშიც ჩვენთან ერთად ევლო, ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან.

  • "ასე დაიწყო ჩემი ახალზელანდიური ცხოვრება-საქმიანობა“

- 2016 წელს საქართველოში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტებზე და საზღვარგარეთ მიწევდა მოგზაურობა სტაჟირებებზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ექსპედიციებში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დისერტაცია დავიცავი, არასდროს მქონდა იმის განცდა, რომ ამით დამთავრდა პროფესიული განვითარება. პირიქით, ვგრძნობდი, რომ უფრო მეტად განვითარება იყო საჭირო, რასაც საქართველოში უკვე ვეღარ ვახერხებდი. პროფესიული განვითარებისთვის თითქოს მეტი გასაქანი იყო საჭირო და საქართველოში ამისთვის არ იყო საკმარისი მასშტაბები. ამიტომ 2018 წელს გავაკეთე განაცხადი ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევით ცენტრში და მიუხედავად ძალიან დიდი კონკურსისა, მივიღე სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება.

  • "ბედისწერამ ერთმანეთს სტეფანწმინდაში შეგვახვედრა“

- ახალ ზელანდიაში წასვლამდე, რამდენიმე წლით ადრე საქართველოში ოჯახი შევქმენი. უცხოელ კოლეგებთან ერთად სტეფანწმინდაში ექსპედიცია გვქონდა დაგეგმილი, თამარიც იქ გავიცანი. ჩემი მეუღლე ბოტანიკოსია, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი, მათ ცალკე ექსპედიცია ჰქონდათ და ისე მოხდა, რომ ერთდროულად აღმოვჩნდით ჩვენი საერთო მეგობრის და მასპინძლის ოჯახში. 2019 წელს ახალ ზელანდიაში ჩვენ პირველ შვილთან ერთად წავედით. გამოვიდა ისე, რომ თამარმა ჩემს გამო სწავლას და კარიერას თავი დაანება. მეორე შვილი ახალ ზელანდიაში შეგვეძინა. ახლა უკვე მესამე შვილის მოლოდინში ვართ...

  • ინტერვიუ უკვე ჩაწერილი იყო, როდესაც გავიგეთ, რომ 4 სექტემებერს, მელბურნში ლევანის მესამე შვილი - გაბრიელი დაიბადა. ambebi.ge ულოცავს ახალგაზრდა ოჯახს მესამე შვილის შეძენას და პატარას ბედნიერ მომავალს უსურვებს - რედ.

  • "იქაური გარემო მეტნაკლებად მივსებდა საქართველოს დანაკლისს“

- ახალ ზელანდიაში ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობს და სამეცნიერო წრეებში (რაგბის მოყვარულებისგან განსხვავებით) დიდი წარმოდგენა არ აქვთ საქართველოზე. აღმოჩნდა, რომ ვიქტორიას უნივერსიტეტში პირველი ქართველი დოქტორანტი ვიყავი, რაც ჩემთვის ერთგვარი პასუხისმგებლობა იყო. ახალ ზელანდიაში ოთხწელიწადნახევარი ვიცხოვრეთ. დისერტაციის პარალელურად, ვმუშაობდი ანტარქტიკის კვლევით ცენტრში როგორც მკვლევარი, მქონდა ექსპედიციები სამხრეთ ალპებში - ულამაზესი ადგილებია, გამყინვარების მხრივაც ძალიან საინტერესო... ახალი ზელანდია მთიანი ქვეყანაა მყინვარებით და ცოტა საქართველოსაც ჰგავს. მართალია, განსხვავებებიც ბევრია, მაგრამ როდესაც მოგზაურობ, მთიანი ადგილები, ფერდობებზე შეფენილი ცხვრის ფარები, გაშენებული ვენახები და ვაშლის ბაღები საქართველოს მოგაგონებს...

  • ანტარქტიკის ქართველი მკვლევარის გზა ახალი ზელანდიიდან - ავსტრალიაში

- ამჟამად ავსტრალიაში, მელბურნში ვარ, მონაშის უნივერსიტეტში, რომელიც ასტრალიის ყველაზე დიდი უნივერსიტეტია და მსოფლიოს 50 საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში შედის. აქ არის ანტარქტიკის კვლევის ჯგუფი, რომელშიც ამჟამად 15-მდე მეცნიერი ვართ გაერთიანებული. ასეთი დონის უნივერსიტეტში მოხვედრა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ჩემი პოზიცია დაკავშირებულია უშუალოდ ანტარქტიკულ კვლევებთან. ახალ ზელანდიასთან შედარებით, ავსტრალია ეკონომიკურად უფრო ძლიერი და განვითარებული ქვეყანაა, სადაც უფრო მეტი ფინანსები იხარჯება მეცნიერებაში, და შესაბამისად, ანტარქტიკული კვლევები აქ უფრო განვითარებულია. პარალელურად, მეორე წელია, რაც საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიკავებ აკადემიურ თანამდებობას, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან ჩემ სამეცნიერო ნაშრომებში საქართველო და ილიას უნივერსიტეტი ერთ-ერთ აფილიაციადაა მითითებული და ეს ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის პრესტიჟიცაა.

  • "არჩევანში არ შევცდი - ძალზე მნიშვნელოვანი და საჭირო პროფესია მაქვს“

- ჩემი კვლევის ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია კავკასიონთან. ზოგადად, გალაციოლოგია ძვირადღირებული მიმართულებაა, დიდ ფინანსებს და რესურსებს მოითხოვს. საქართველოში ამის ფუფუნება ჯერჯერობით არ გვაქვს, ამიტომ აქაური პრივილეგიები მეხმარება იმაში, რომ საქართველოში ამ დარგის მეტად განვითარებაშიც ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო. შესაბამისად, ამ ეტაპზე აქედან უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ საქართველოსთვის, ვიდრე ამას მანდ ყოფნით მოვახერხებდი. როგორც აღმოჩნდა, გლაციოლოგია ძალზედ საჭირო პროფესიაა და ამ დარგის განვითარებაც საქართველოსნაირ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. შინაგანად იმდენად გამჯდარი მაქვს ჩემი პროფესია, რომ აღარც ვთვლი სამსახურად და სპეციალობად, ის ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშია გადასული და ამ სფეროში მუშაობა დიდ სიამოვნებასაც მგვრის.

  • "ვთვლი, რომ ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა

- პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი ყველაზე დიდი ჰობიც მოგზაურობა გამოდის. ახალი მთიანი რეგიონების აღმოჩენა ერთგვარი ცნობისმოყვარეობა, ხიბლი, ექსტრემი და სიამოვნებაა ჩემთვის. თუმცა ვცდილობ, რომ ოჯახის თემაშიც მეტად ვიყო ჩართული. როცა ახალ ზელანდიაში წამოვედით, საერთოდ არავის ვიცნობდით, სრულიად უცხო ქვეყანაში, სამშობლოსგან ძალიან შორს მოვხვდით. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც წამოსვლამდე ვირტუალურად მქონდა კონტაქტი, ჩემი ხელმძღვანელი იყო და ისიც ერთ თვეში სხვაგან გადავიდა სამუშაოდ. ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრების თავიდან დაწყება, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით ყველა სირთულეს გავუმკლავდით. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ახალ ზელანდიაში მცხოვრები მარინა და ნუგზარ ნაჭყებიების ქართული ოჯახი, რომლებმაც დიდი მზრუნველობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ და ამისთვის მათი მადლობლები ვართ. ასევე განსაკუთრებით დასაფასებელია ჩემი მეუღლის უპირობო გვერდში დგომა და მხარდაჭერა. როგორც წესი სამეცნიერო კვლევა ბევრ დროს და დიდ შრომას მოითხოვს, დაწყებული ლაბორატორიული სამუშაოებით - დამთავრებული საველე ექსპედიციებით. ოჯახის მოვლა მთლიანად თამარმა აიღო თავის თავზე, მეც ძალიან შემიწყო ხელი და ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ. ვთვლი, რომ ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა.

  • "ჩვენს შვილებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სამშობლოს შეგრძნება“

- ხშირად ვფიქრობ და ჩემი სურვილია, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს მოვახმარო. შესაბამისად, საბოლოოდ, ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებას. ჩვენი შვილებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ჰქონდეთ სამშობლოს შეგრძნება. ძალიან ძნელია ემიგრაციაში ყოფნა, მით უმეტეს, ისეთ გარემოში, სადაც ძალიან პატარა ქართული დიასპორაა და ბავშვებს ქართულთან შეხება ნაკლებად აქვთ. ამის მიუხედავად, მე და თამარი ვცდილობთ, რომ ქართული გარემო შევინარჩუნოთ ოჯახში. ბავშვებს ქართულად წერა-კითხვას ვასწავლით, აქაური სკოლის პროგრამასაც მათემატიკაში ქართულად ვამეცადინებთ, რადგან გვინდა, რომ ქართულად ფიქრსა და აზროვნებას მიეჩვიონ. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საქართველოში გვინდა ცხოვრება და იმედია, ახლო მომავალში იქნება შესაბამისი გარემო, რომ სამშობლოში დავბრუნდეთ. საქართველო თავისი ისტორიით, ტრადიციებით, მრავალფეროვნებით, ბუნებრივი პირობებითა და რესურსებით, მთებით, მყინვარებით, მღვიმეებით, ზღვითა და კლიმატური მრავალფეროვნებით უნიკალური ადგილია მსოფლიოში და მეტი მოვლა და დაფასება სჭირდება. არა მარტო ჩვენ, ვისურვებდი რომ ყველა, ვინც საზღვრებს გარეთაა, ვეცადოთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები ჩვენს სამშობლოს მოვახმაროთ.