კვიპროსის პოლიციამ ხუთი ისრაელელი ტურისტი დააკავა - მათ ჯგუფური გაუპატიურება ედებათ ბრალად. შემთხვევა პოპულარულ კურორტ აია ნაპაში მოხდა.
20 წლის ბრიტანელი ქალის მტკიცებით, ხუთმა მამაკაცმა ის სასტუმროს ოთახში ძალით წაიყვანა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა. კვიპროსის პოლიცია ქალის ვინაობას არ ასაჯაროებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს. ხუთ მამაკაცს ( 19-20 წლის ახალგაზრდები), ფამაგუსტას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულები ამტკიცებენ, რომ ქალს არასდროს შეხვედრიან და ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებას უარყოფენ.
უნდა სამაგიერო გადაუხადონ აუცილებლად!
ეგ რო საქართველოში მომხდარიყო....არადა ისრაელში 30-მა მამაკაცმა გააუპატიურა თავიანთივე თანამემამულე გოგონა. აშშ-ზე ხომ ლაპარაკი არაა გოგონას გაუპატიურება კი კი არა ერები ყავთ ამოწყვეტილი.