"იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულებისას ბრიფინგზე განაცხადა.
"იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაბამისი დასკვნისთვის.
მე არ მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს დაუჭერენ მხარს. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს.
მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით, ეს შეუძლებელია დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რაზეც უკვე წავიდა“,- აღნიშნა მდინარაძემ.
მოკლედ ცუდად არის ქოცების საქმე. მთლად გამოპრუტუნდნენ რაის იმპიჩმენტიო, რეის პრიბორიო! ნეტა საქმეს მიხედონ და უაზროდ არ ალაყუნებდნენ... ისევ სააკაშვილიო და ისევ სისხლიანი 9 წელიო გავიდა ბიჭო 11 წელი და რა ჩემი ფეხები გააკეთეთ. გარდა პირადი გამდიდრებისა. გააქციეთ ახალგარდობა ქვეყნიდან და ვაკეში ნაგვის ურნები გამოცვალეთ ეს არის და ეს. ქარხნები, უფასო ფული, დაბალი % , ნორმალური პენსიები, ნორმალური უფაო სასადიოები და მუნიციპალური საავადმყოფო, რესპუბლიკური დააქციეთ და რომელი ერთი ურთმელიძე მომიკითხეთ და სალომეს თავი დაანებეთ სამარცხვინოებო თქვენი არჩეულია ბორიას ფავორიტი! მოგეხაზათ???
ნეტა შენ არ არაკუნებდე!! თმები გაგითეთრდა და ჭკუა მაინც არ მოგემატა. გუჩის ფეხსაცმელში ფულის გადაყრას გიჯობს ვინმე აიყვანო საქმის მცოდნე , როგორ, სად რა რა უნდა თქვა გასწავლოს. არიან ამის სპეციალისტები .. და არაპროფესინალი რომ გკარნახობს "ზემოდან" თუთიყუშივით ნუ იმეორებ. მას თავის დროზე ცაში აყავდა ქებით სალომე .. მაშინ ასე იყო საჭირო და ახლა შენ ვერ ხვდები რომ სხვა დროა!!!????