3 სექტემბერს, საღამოს, ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხაში, ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდა. დაიღუპა 35 წლის ავთო კულუმბეგოვი, რომელიც ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა. ავთო კულუმბეგოვი კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობართან და უცხოელ ტურისტებთან ერთად იმყოფებოდა. ტრაგედიის დეტალებზე მერის წარმომადგენელი სოფელ კინჩხაში, გია ხურცილავა "კვირის პალიტრას" ესაუბრება.
- დიდი ტრაგედია მოხდა. როგორც ჩანს, ლომინას ტბაზე მიდიოდნენ კულუმბეგოვი და მისი ქუთაისელი ძმაკაცი. ჯერ მისულან ოკაცეს კანიონთან, სადაც გაუცვნიათ უცხოელი ტურისტები - ცოლ-ქმარი. ისინიც დაპატიჟეს ლომინას ტბის დასათვალიერებლად. უთქვამთ, კარგი ადგილებია და ერთად წავიდეთო. ამის შემდეგ ოთხივემ გზა მანქანით განაგრძო. იქამდე ოკაცეს კანიონიდან ორი კილომეტრია, შემდეგ, დაახლოებით, 200 მეტრის სიგრძის ვიწრო ჩასასვლელი, სადაც ფეხით უნდა ჩახვიდე. გადასავარდნი ადგილი იქ არ არის...
ეტყობა, მანქანიდან გადმოვიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, გზა აერიათ, იქ აღარ ჩაუხვიეს, გზა პირდაპირ განაგრძეს და ისეთ ადგილას მოხვდნენ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ - იქ არც არაფერია სანახავი და არც რაიმე ინფრასტრუქტურა არსებობს. შემდეგ მოულოდნელად ამინდი შეიცვალა, უცებ ჩამობნელდა, საშინელი ჭექა-ქუხილი და წვიმა დაიწყო. ეტყობა, უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, ბიჭს ფეხი დაუცდა და გადავარდა სიმაღლიდან. სამწუხაროდ, ავთო კულუმბეგოვი ადგილზე გარდაიცვალა - იმხელა სიმაღლიდან არის გადავარდნილი, ვერ გადარჩებოდა...წაიკითხეთ ვრცლად