Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"აქეთ არის მელიას მხარე - "ვაი“ და იქით ხაბეიშვილის მხარე - "ვუი“ და პარტია არის "ვაი-ვუი“, არავის აქვს სურვილი "ვაი-ვუის" საქმე აკეთოს..." - გიორგი გაბუნია ამბობს, რომ "მთავარი არხი" "ნაცების" გავლენისგან თავისუფალია
"აქეთ არის მელიას მხარე - "ვაი“ და  იქით ხაბეიშვილის მხარე -  "ვუი“ და პარტია არის "ვაი-ვუი“, არავის აქვს სურვილი "ვაი-ვუის" საქმე აკეთოს..." - გიორგი გაბუნია ამბობს, რომ "მთავარი არხი" "ნაცების" გავლენისგან თავისუფალია

"მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კუ­თარ არხს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რო­მელ­შიც ის რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც ნიკა გვა­რა­მია ცი­ხე­ში და­ი­ჭი­რეს და არხი, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ხურ­ვის პი­რას აღ­მოჩ­ნდა.

დღეს გა­ბუ­ნია ამ­ბობს, რომ არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა პარ­ტი­უ­ლი გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა და რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ენმ-ს და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა აღარ მო­უ­წევ­დათ, ისი­ნი ამ სი­ახ­ლეს ტა­შით შეხ­ვდნენ.

გა­ბუ­ნი­ამ ასე­ვე ნიკა მე­ლი­ა­სა და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რებ­ზე ისა­უბ­რა. დი­რექ­ტო­რის თქმით, მე­ლი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი გაფ­ლან­გა, ხა­ბე­იშ­ვილს კი - სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ აღიქ­ვამს...

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია:

"ნა­ცე­ბის" ტე­ლე­ვი­ზია არ ვართ და ამას პირ­და­პირ ვამ­ბობ, დიდი სი­ა­მა­ყით ვა­ცხა­დებ... თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა რომ გა­ი­გეს, უბედ­ნი­ე­რე­სე­ბი იყ­ვნენ. პირ­ვე­ლად რომ გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ მორ­ჩა, არ ხართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვინ­მეს მი­თი­თე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ და თქვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და წამ­ყვა­ნე­ბი რო­გორც ჩათ­ვლით, რა არის სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, იმას გა­ა­შუ­ქებთ - მეთ­ქი, უნდა გე­ნა­ხათ ნი­უს­რუმ­ში რა ტაში და ჟრი­ა­მუ­ლი იყო, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გად იმ სიმ­ძი­მეს, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ ხარ, გრძნო­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი.

ხომ ყვე­ლა "ნა­ცებს" ეძახ­და ამათ, მათ შო­რის "რუს­თა­ვი 2"-ში, ამ დროს ყველ­ზე კარ­გად შენ იცი, რო­დე­საც მუ­შა­ობ, მთე­ლი სი­მა­ხინ­ჯე ამ სის­ტე­მის, ისე­ვე რო­გორც ახლა "იმედს" ხომ ვე­ძა­ხით, რომ იქ "ქო­ცე­ბი" არი­ან და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან რუ­სულ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ამ დროს მათ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი­ან, რა ხდე­ბა... იქაც იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უამ­რა­ვი გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა, რომ ამ წნე­ხის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში რაც "ნა­ცებს" სჭირთ, ცალ მხა­რეს არის მე­ლი­ას მხა­რე - "ვაი“ და აქეთ ხა­ბე­ში­ვი­ლის მხა­რე - "ვუი“ და პარ­ტია არის "ვაი-ვუი“ არა­ნა­ი­რად არა­ვის არ აქვს სურ­ვი­ლი, რომ "ვაი-ვუის" საქ­მე აკე­თოს...

ვთვლი, რომ მე­ლი­ას, რო­გორც დიდი პო­ლი­ტი­კო­სის საქ­მე იმ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ბევ­რად უფრო ადრე იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი და უბ­რა­ლოდ, ის ვერ მიხ­ვდა და ვერც ახლა ხვდე­ბა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს პო­ლი­ტი­კა­ში ვერ შე­ას­რუ­ლებს, ის კა­პი­ტა­ლი, რაც მან პა­ტიმ­რო­ბა­ში და­აგ­რო­ვა და შარლ მი­შე­ლის და ევ­რო­პის მცდე­ლო­ბით გა­მო­უშ­ვეს, გაფ­ლან­გა...

იგი­ვე ხა­ბე­იშ­ვი­ლის მხა­რე, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. არ შემ­ხვედ­რია არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ხა­ბე­იშ­ვი­ლი მოს­წონს, არა­ვინ აპი­რებს მის­თვის ხმის მი­ცე­მას. კი­დევ უა­რე­სი, ნე­იტ­რა­ლუ­რიც კი არ შემ­ხვედ­რია. მას არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვა­მენ, დას­ცი­ნი­ან...

ხა­ბე­იშ­ვილს რა­ღაც "ვაუს“ გა­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გა­ვი­წყდე­ბა და მას­ში "ქურ­ქუ­მალ ვა­ითს“ აღარ და­ი­ნა­ხავს...“ - ამ­ბობს გი­ორ­გი გა­ბუ­ნია. წყა­რო

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაიზერ-სოზა
1

იმდენი ირტყას და იბრაგუნოს ამან ნაცების გარშე მთავარი არხი ესეიგი დაიკეტეთ ეგრე გამოდის

@#$#@
1

გაიხუმრე ალბათ. რა თავისუფალი, რის თავისუფალი, ნაცხროვისა და კეზერას ფულით ფინანსდებით. თორემ ის რომ არა დაიხურებოდით დიდი ხანია. ვინ ჭამს მაგ შენს ტყუილებს

ავტორი:

"აქეთ არის მელიას მხარე - "ვაი“ და იქით ხაბეიშვილის მხარე - "ვუი“ და პარტია არის "ვაი-ვუი“, არავის აქვს სურვილი "ვაი-ვუის" საქმე აკეთოს..." - გიორგი გაბუნია ამბობს, რომ "მთავარი არხი" "ნაცების" გავლენისგან თავისუფალია

"აქეთ არის მელიას მხარე - "ვაი“ და  იქით ხაბეიშვილის მხარე -  "ვუი“ და პარტია არის "ვაი-ვუი“, არავის აქვს სურვილი "ვაი-ვუის" საქმე აკეთოს..." - გიორგი გაბუნია ამბობს, რომ "მთავარი არხი" "ნაცების" გავლენისგან თავისუფალია

"მთავარი არხის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, საკუთარ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ის რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც ნიკა გვარამია ციხეში დაიჭირეს და არხი, ფაქტობრივად, დახურვის პირას აღმოჩნდა.

დღეს გაბუნია ამბობს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და როდესაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, ისინი ამ სიახლეს ტაშით შეხვდნენ.

გაბუნიამ ასევე ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკურ ფიგურებზე ისაუბრა. დირექტორის თქმით, მელიამ პოლიტიკური კაპიტალი გაფლანგა, ხაბეიშვილს კი - სერიოზულად არავინ აღიქვამს...

გიორგი გაბუნია:

"ნაცების" ტელევიზია არ ვართ და ამას პირდაპირ ვამბობ, დიდი სიამაყით ვაცხადებ... თავისუფლების შესახებ ამ ადამიანებმა რომ გაიგეს, უბედნიერესები იყვნენ. პირველად რომ გამოვაცხადე, რომ მორჩა, არ ხართ ვალდებულები ვინმეს მითითება გაითვალისწინოთ და თქვენ ჟურნალისტები და წამყვანები როგორც ჩათვლით, რა არის საჭირო და სასარგებლო საზოგადოებისთვის, იმას გააშუქებთ - მეთქი, უნდა გენახათ ნიუსრუმში რა ტაში და ჟრიამული იყო, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იმ სიმძიმეს, როდესაც პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ, გრძნობენ ეს ადამიანები.

ხომ ყველა "ნაცებს" ეძახდა ამათ, მათ შორის "რუსთავი 2"-ში, ამ დროს ყველზე კარგად შენ იცი, როდესაც მუშაობ, მთელი სიმახინჯე ამ სისტემის, ისევე როგორც ახლა "იმედს" ხომ ვეძახით, რომ იქ "ქოცები" არიან და ემსახურებიან რუსულ მიმართულებას, ამ დროს მათ ყველაზე კარგად იციან, რა ხდება... იქაც იქნება აუცილებლად უამრავი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა, რომ ამ წნეხისგან გათავისუფლდეს.

ამ მოცემულობაში რაც "ნაცებს" სჭირთ, ცალ მხარეს არის მელიას მხარე - "ვაი“ და აქეთ ხაბეშივილის მხარე - "ვუი“ და პარტია არის "ვაი-ვუი“ არანაირად არავის არ აქვს სურვილი, რომ "ვაი-ვუის" საქმე აკეთოს...

ვთვლი, რომ მელიას, როგორც დიდი პოლიტიკოსის საქმე იმ არჩევნებამდე ბევრად უფრო ადრე იყო დასრულებული და უბრალოდ, ის ვერ მიხვდა და ვერც ახლა ხვდება, რომ მნიშვნელოვან როლს პოლიტიკაში ვერ შეასრულებს, ის კაპიტალი, რაც მან პატიმრობაში დააგროვა და შარლ მიშელის და ევროპის მცდელობით გამოუშვეს, გაფლანგა...

იგივე ხაბეიშვილის მხარე, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემები აქვს. არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს, არავინ აპირებს მისთვის ხმის მიცემას. კიდევ უარესი, ნეიტრალურიც კი არ შემხვედრია. მას არასერიოზულად აღიქვამენ, დასცინიან...

ხაბეიშვილს რაღაც "ვაუს“ გაკეთება სჭირდება, რის შემდეგაც ეს ყველაფერი დაგავიწყდება და მასში "ქურქუმალ ვაითს“ აღარ დაინახავს...“ - ამბობს გიორგი გაბუნია. წყარო