ავტორი:

"გჯერათ, რომ სამტრედიაში მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ბურთის ძეგლი? გულწრფელად გეუბნებით, თუ არ მეცოდებოდეთ" - კალაძე ჟურნალისტებს

"გჯერათ, რომ სამტრედიაში მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ბურთის ძეგლი? გულწრფელად გეუბნებით, თუ არ მეცოდებოდეთ" - კალაძე ჟურნალისტებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიაში, ბურთის ფორმის ძეგლის დადგმასთან მის ოჯახს კავშირი არ აქვს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაიდგა თუ არა აღნიშნული ძეგლი მამამისის, კარლო კალაძის პატივსაცემად, თბილისის მერი ამბობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არანაირი შეხება არ აქვს.

"ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით და გჯერათ, რომ სამტრედიაში მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ძეგლი? ამის გჯერათ თქვენ? უბრალოდ მეცოდებით, გულწრფელად გეუბნებით, თუ არ მეცოდებოდეთ.

ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ადამიანების, ვისაც უყვართ სპორტი სამტრედიაში, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.