საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2030 წლისთვის მთვარეზე, როგორც აშშ-ის, ასევე ჩინეთის პირველი ბაზების დაფუძნება უკვე რეალურია - დედამიწის თანამგზავრზე სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყარო ნაპოვნია
2030 წლისთვის მთვარეზე, როგორც აშშ-ის, ასევე ჩინეთის პირველი ბაზების დაფუძნება უკვე რეალურია - დედამიწის თანამგზავრზე სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყარო ნაპოვნია

მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ენერ­გი­ის წყა­რო, რო­მე­ლიც ას­ტრო­ნავ­ტებს მთვა­რე­ზე ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

ნა­სას წარ­მო­ე­ბუ­ლი პროგ­რა­მა არ­ტე­მი­დას" შე­დე­გად იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ აშშ 2030 წლის­თვის პირ­ველ ფორ­პოსტს და­ა­ფუძ­ნებს მთვა­რე­ზე.

ბან­გო­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ყა­ყა­ჩოს თეს­ლის ზო­მის ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის უჯრე­დე­ბი და­აპ­რო­ექ­ტა, რო­მე­ლიც მთვა­რე­ზე სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­ჭი­რო ენერ­გი­ას აწარ­მო­ებს.

"ბირ­თვუ­ლი მო­მავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის" პრო­ფე­სორ­მა, სა­ი­მონ მიდლბურ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი გუნ­დის ვა­რა­უ­დით, ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის სრუ­ლი­ად გა­მოც­და მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვე­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ის შე­საძ­ლე­ბე­ლია იქ­ცეს სხვა პლა­ნე­ტე­ბის ათ­ვი­სე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც.

მკვლევ­რებ­მა პარტნი­ო­რებს შე­სა­მოწ­მებ­ლად ახ­ლა­ხან გა­უგ­ზავ­ნეს პა­ტა­რა ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის უჯრე­დი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც Trisofuel.

ეს Trisofuel უჯრე­დი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ Rolls Royce-ის მიერ შექ­მნი­ლი მიკ­რო ბირ­თვუ­ლი გე­ნე­რა­ტო­რის კვე­ბის­თვის.

პრო­ფე­სორ მიდლბურ­გის გან­ცხა­დე­ბით, გე­ნე­რა­ტო­რი არის პორ­ტა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის რა­კე­ტა­ზე მი­მაგ­რე­ბა უპ­რობ­ლე­მოდ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მი­სი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ყი­ნუ­ლის პოვ­ნაა, რო­მე­ლიც, მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, მო­მა­ვალ­ში მთვა­რე­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ჟურ­ნა­ლის­ტი ტიმ მარ­შა­ლი აცხა­დებს, რომ საწ­ვა­ვის სა­კი­თხში გარ­ღვე­ვა ახა­ლი ნა­ბი­ჯია მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუ­სის ათ­ვი­სე­ბის­თვის რბო­ლა­ში.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ 2030 წლის­თვის მთავ­რე­ზე რო­გორც აშშ-ის, ასე­ვე ჩი­ნე­თის ბა­ზე­ბი გაჩ­ნდე­ბა", - გა­ნა­ცხდა მან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
`
1

ჩვენ ევროკავშირში ,ესენი მთვარეზე. აწყობილი გვაქვს საქმე:)

ზაზა
0

დედამიწას ვსპობთ ამ სამოთხეს და მთვარეზე გადავდივართ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

2030 წლისთვის მთვარეზე, როგორც აშშ-ის, ასევე ჩინეთის პირველი ბაზების დაფუძნება უკვე რეალურია - დედამიწის თანამგზავრზე სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყარო ნაპოვნია

2030 წლისთვის მთვარეზე, როგორც აშშ-ის, ასევე ჩინეთის პირველი ბაზების დაფუძნება უკვე რეალურია - დედამიწის თანამგზავრზე სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყარო ნაპოვნია

მეცნიერებმა შეიმუშავეს ენერგიის წყარო, რომელიც ასტრონავტებს მთვარეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრების საშუალებას მისცემს.

ნასას წარმოებული პროგრამა არტემიდას" შედეგად იმედოვნებენ, რომ აშშ 2030 წლისთვის პირველ ფორპოსტს დააფუძნებს მთვარეზე.

ბანგორის უნივერსიტეტმა ყაყაჩოს თესლის ზომის ბირთვული საწვავის უჯრედები დააპროექტა, რომელიც მთვარეზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ენერგიას აწარმოებს.

"ბირთვული მომავლის ინსტიტუტის" პროფესორმა, საიმონ მიდლბურგმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ვარაუდით, ბირთვული საწვავის სრულიად გამოცდა მომდევნო რამდენიმე თვეში გახდება შესაძლებელი და ის შესაძლებელია იქცეს სხვა პლანეტების ათვისების საფუძველიც.

მკვლევრებმა პარტნიორებს შესამოწმებლად ახლახან გაუგზავნეს პატარა ბირთვული საწვავის უჯრედი, რომელიც ცნობილია, როგორც Trisofuel.

ეს Trisofuel უჯრედი შეიძლება გამოვიყენოთ Rolls Royce-ის მიერ შექმნილი მიკრო ბირთვული გენერატორის კვებისთვის.

პროფესორ მიდლბურგის განცხადებით, გენერატორი არის პორტატიული მოწყობილობა, რომლის რაკეტაზე მიმაგრება უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი.

მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყინულის პოვნაა, რომელიც, მეცნიერების თქმით, მომავალში მთვარეზე ადამიანების დასახლებას შეუწყობს ხელს.

ჟურნალისტი ტიმ მარშალი აცხადებს, რომ საწვავის საკითხში გარღვევა ახალი ნაბიჯია მთვარის სამხრეთ პოლუსის ათვისებისთვის რბოლაში.

"დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის მთავრეზე როგორც აშშ-ის, ასევე ჩინეთის ბაზები გაჩნდება", - განაცხდა მან.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"