საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდლის ფესტივალზე მუსიკალური მარათონი გაიმართა
წინანდლის ფესტივალზე მუსიკალური მარათონი გაიმართა

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალ­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი მა­რა­თო­ნი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტის ლექ­სო თო­რა­ძის ხსოვ­ნას მი­ე­ძღვნა. წელს, მე-20 სა­უ­კუ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის სერ­გეი რახ­მა­ნი­ნო­ვის 150 წლის­თავს აღ­ნიშ­ნავს მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­რო. ამ დღეს, ფეს­ტი­ვა­ლის ხუ­თი­ვე კონ­ცერ­ტზე მისი ნა­წარ­მო­ე­ბი ჟღერ­და.

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე პი­ა­ნის­ტი ლექ­სო თო­რა­ძე რახ­მა­ნი­ნო­ვის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის უბად­ლო შემ­სრუ­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. მუ­სი­კოს­მა ბევრ ქარ­თველ ხე­ლო­ვანს შე­უ­წყო ხელი, და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა თავი უცხო­ეთ­ში. ჰქონ­და სა­კუ­თა­რი სტუ­დია Toradze Piano Studio, რო­მელ­მაც დიდი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, რო­გორც მუ­სი­კა­ლურ-აღ­მზრდე­ლო­ბით­მა ცენ­ტრმა და სა­დაც პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას თა­ვა­დაც ეწე­ო­და. მძი­მე სე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ოცი დღით ადრე, ვან­კუ­ვე­რის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად ბოლო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. მის სა­შემ­სრუ­ლებ­ლო სტილს ახა­სი­ა­თებ­და მას­შტა­ბუ­რო­ბა, რო­მან­ტი­უ­ლო­ბა, არ­ტის­ტუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი.

„ამ­დე­ნი ნი­ჭის ერ­თად მოს­მე­ნა, ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდის შე­მოქ­მე­დე­ბის გაც­ნო­ბა - ესაა ამ ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, რომ ახალ­გაზ­რდებს გა­უკ­ვა­ლონ გზა დიდ მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში. ეს იყო ლექ­სოს მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც. მან 25 წელი მო­ახ­მა­რა ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბას“ - გა­ნა­ცხა­და პი­ა­ნის­ტის დამ ნინო თო­რა­ძემ.

მა­რა­თო­ნი, მუ­სი­კოს­მა გი­ორ­გი გი­გაშ­ვილ­მა რახ­მა­ნი­ნო­ვის თე­მებ­ზე შექ­მნი­ლი იმპრო­ვი­ზა­ცი­ე­ბით და­ას­რუ­ლა. წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალ­ზე ის მე­ო­რედ, 9 სექ­ტემ­ბერს წარ­სდგე­ბა - შუ­მა­ნის და ლის­ტის ნა­წარ­მო­ე­ბით.

„ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ღა­მო იყო. პირ­ველ რიგ­ში, იმის გამო, რომ ჩემს სა­თაყ­ვა­ნე­ბელ პი­ა­ნისტს ლექ­სო თო­რა­ძეს ეძღვნე­ბო­და. ასე­ვე იმი­ტო­მაც, რომ პირ­ვე­ლად შე­ვას­რუ­ლე იმპრო­ვი­ზა­ცი­ე­ბი. მი­ხა­რია, რომ ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მსმე­ნელ­მა ასე კარ­გად მი­ი­ღო. წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალ­ში მე­ხუ­თედ ვმო­ნა­წი­ლე­ობ და მე აქ გა­ვი­ზარ­დე“ - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გი­გაშ­ვილ­მა.

10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, ვირ­ტუ­ო­ზი სო­ლის­ტე­ბის და დი­რი­ჟო­რე­ბის ვარ­სკვლა­ვუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა 25 და­უ­ვი­წყარ კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ. ფეს­ტი­ვა­ლის სამ­შვი­დო­ბო გზავ­ნი­ლია პან კავ­კა­სი­უ­რი ორ­კესტრის და­არ­სე­ბა, სა­დაც კავ­კა­სი­ის და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იკ­რი­ბე­ბი­ან და მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად ჯა­დოს­ნურ დღე­ებს ქმნი­ან.

“მე ამ ფეს­ტი­ვა­ლის მე­გო­ბა­რი ვარ და­არ­სე­ბის დღი­დან. ჩემ­თვის, ეს პრო­ექ­ტი, რო­გორც ქარ­თვე­ლის­თვის, არის უდი­დე­სი სი­ა­მა­ყე. ვთვლი, რომ ეს შერ­წყმა, ეს სინ­თე­ზი - გა­რე­მო­სი, მუ­სი­კის, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან - სი­ტყვე­ბით აღუ­წე­რი­ლია” - ამ­ბობს მეცო სოპ­რა­ნო ირი­ნა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი წარმდგე­ნი კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტია.

ბრენ­დი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ისეთ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებ­თან, რო­გო­რი­ცაა შე­მეც­ნე­ბი­თი- სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის National Geographic-ის ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ის და­არ­სე­ბა, სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წარ­დგე­ნა, წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის კონ­ტრი­ბუ­ცია და „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის“ და­ფუძ­ნე­ბა და დო­ნა­ცია.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

წინანდლის ფესტივალზე მუსიკალური მარათონი გაიმართა

წინანდლის ფესტივალზე მუსიკალური მარათონი გაიმართა

წინანდლის ფესტივალზე მუსიკალური მარათონი ქართველი პიანისტის ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნა. წელს, მე-20 საუკუნის გამორჩეული კომპოზიტორის სერგეი რახმანინოვის 150 წლისთავს აღნიშნავს მუსიკალური სამყარო. ამ დღეს, ფესტივალის ხუთივე კონცერტზე მისი ნაწარმოები ჟღერდა.

ამერიკაში მოღვაწე პიანისტი ლექსო თორაძე რახმანინოვის ნაწარმოებების უბადლო შემსრულებლად მიიჩნეოდა. მუსიკოსმა ბევრ ქართველ ხელოვანს შეუწყო ხელი, დაემკვიდრებინა თავი უცხოეთში. ჰქონდა საკუთარი სტუდია Toradze Piano Studio, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა და სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას თავადაც ეწეოდა. მძიმე სენის მიუხედავად, გარდაცვალებამდე ოცი დღით ადრე, ვანკუვერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბოლო კონცერტი გამართა. მის საშემსრულებლო სტილს ახასიათებდა მასშტაბურობა, რომანტიულობა, არტისტული ტემპერამენტი.

„ამდენი ნიჭის ერთად მოსმენა, ამდენი ახალგაზრდის შემოქმედების გაცნობა - ესაა ამ ფესტივალის მთავარი გზავნილი, რომ ახალგაზრდებს გაუკვალონ გზა დიდ მუსიკალურ სამყაროში. ეს იყო ლექსოს მთავარი მიზანიც. მან 25 წელი მოახმარა ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობას“ - განაცხადა პიანისტის დამ ნინო თორაძემ.

მარათონი, მუსიკოსმა გიორგი გიგაშვილმა რახმანინოვის თემებზე შექმნილი იმპროვიზაციებით დაასრულა. წინანდლის ფესტივალზე ის მეორედ, 9 სექტემბერს წარსდგება - შუმანის და ლისტის ნაწარმოებით.

„ჩემთვის განსაკუთრებული საღამო იყო. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ჩემს სათაყვანებელ პიანისტს ლექსო თორაძეს ეძღვნებოდა. ასევე იმიტომაც, რომ პირველად შევასრულე იმპროვიზაციები. მიხარია, რომ ჩემი პირველი გამოცდილება მსმენელმა ასე კარგად მიიღო. წინანდლის ფესტივალში მეხუთედ ვმონაწილეობ და მე აქ გავიზარდე“ - აღნიშნა გიორგი გიგაშვილმა.

10 სექტემბრის ჩათვლით, ვირტუოზი სოლისტების და დირიჟორების ვარსკვლავური შემადგენლობა 25 დაუვიწყარ კონცერტს გამართავენ. ფესტივალის სამშვიდობო გზავნილია პან კავკასიური ორკესტრის დაარსება, სადაც კავკასიის და მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსები ყოველწლიურად იკრიბებიან და მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ჯადოსნურ დღეებს ქმნიან.

“მე ამ ფესტივალის მეგობარი ვარ დაარსების დღიდან. ჩემთვის, ეს პროექტი, როგორც ქართველისთვის, არის უდიდესი სიამაყე. ვთვლი, რომ ეს შერწყმა, ეს სინთეზი - გარემოსი, მუსიკის, ყველაზე წარმატებული შემსრულებლების მთელი მსოფლიოდან - სიტყვებით აღუწერილია” - ამბობს მეცო სოპრანო ირინა შერაზადიშვილი.

წინანდლის ფესტივალის ტრადიციული წარმდგენი კომპანია სილქნეტია.

ბრენდი დაკავშირებულია ისეთ მასშტაბურ პროექტებთან, როგორიცაა შემეცნებითი- სამეცნიერო ჟურნალის National Geographic-ის ქართული რედაქციის დაარსება, სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორობა და საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარდგენა, წინანდლის ფესტივალის კონტრიბუცია და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაფუძნება და დონაცია.

R