მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანიე უესტს და ბიანკა ცენსორის ვენეციის ტურისტული გემებით მგზავრობა სამუდამოდ აეკრძალათ - "თანამშრომელი, ვინც გემს მართავდა, მოძრაობას აკონტროლებდა და არ დაუნახავს ეს უხამსობა"
კანიე უესტს და ბიანკა ცენსორის ვენეციის ტურისტული გემებით მგზავრობა სამუდამოდ აეკრძალათ - "თანამშრომელი, ვინც გემს მართავდა, მოძრაობას აკონტროლებდა და არ დაუნახავს ეს უხამსობა"

კა­ნიე უესტს და მის მე­უღ­ლეს, ბი­ან­კა ცენ­სო­რის ვე­ნე­ცი­ის ქა­ლაქ­ში ტუ­რის­ტუ­ლი გე­მე­ბით მგზავ­რო­ბა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე აეკ­რძა­ლათ. ეს აკ­რძალ­ვა რე­პე­რის უხამს ინ­ცი­დენტს მოჰ­ყვა. ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ზე ცოლ­თან ერ­თად გე­მით მგზავ­რო­ბი­სას, კა­ნი­ეს საჯ­დო­მი გა­მო­უჩ­ნდა. უეს­ტის ფო­ტო­ე­ბი პა­პა­რა­ცე­ბის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდა და უცხო­ურ მე­დი­ა­ში ელ­ვის სის­წრა­ფით გავ­რცელ­და.

კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ვე­ნე­ცი­ა­ში ტუ­რის­ტულ ნა­ვებს აქი­რა­ვებს, Daily Mail-ის ავ­სტრა­ლი­ურ გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ამ უწე­სო საქ­ცი­ელს ისი­ნი სრუ­ლი­ად ემიჯ­ნე­ბი­ან და უეს­ტი და ცენ­სო­რი მათი ნა­ვე­ბით სარ­გებ­ლო­ბას ვე­ღა­რას­დროს შეძ­ლე­ბენ.

კომ­პა­ნია გან­ცხა­დე­ბა­ში ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ მა­შინ­ღა შე­ი­ტყვეს, როცა ვარ­სკვლა­ვის ფო­ტო­ე­ბი სა­ჯა­როდ გავ­რცელ­და:

"ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც გემს მარ­თავ­და, მოძ­რა­ო­ბას აკონ­ტრო­ლებ­და და არც კი და­უ­ნა­ხავს ეს უხამ­სო­ბა. ეს რომ შე­ემ­ჩნია, მა­შინ­ვე გა­ა­ჩე­რებ­და გემს და დამ­ნა­შა­ვე­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­დას­ცემ­და".

ვე­ნე­ცის არ­ხე­ბი­დან გა­რი­ყუ­ლი 46 წლის რე­პე­რი და მისი ცოლი, მე­დი­ის ბოლო ცნო­ბით, ირ­ლან­დი­ას სტუმ­რო­ბენ. ერთ-ერთი წყა­როს თქმით, კა­ნიე და ბი­ან­კა ერ­თობ­ლი­ვი ალ­ბო­მის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან და სწო­რედ ამი­ტომ მი­მარ­თა­ვენ ისი­ნი პუბ­ლი­კის­თვის შო­კის­მომ­გვრელ ხერ­ხებს. სხვა წყა­რო­ე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ წყვი­ლი უეს­ტის დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ბრენ­დის, Yeezy-ს ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის გა­მო­საშ­ვე­ბად ემ­ზა­დე­ბა. "ორი­ვე ფიქ­რობს, რომ მათი მოდა კულ­ტუ­რა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მო­ახ­დენს,"- დას­ძენს წყა­რო.

ამა­სო­ბა­ში კი იტა­ლი­ის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად გა­ცე­ცხლე­ბუ­ლე­ბი მი­მარ­თა­ვენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ბი­ან­კას გამჭვირ­ვა­ლე სა­მო­სი და კა­ნი­ეს შიშ­ვე­ლი საჯ­დო­მი მათი კულ­ტუ­რის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს და რომ წყვილს ქვე­ყა­ნა­ში აღარ შე­ეს­ვლე­ბა.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!!
1

თავისუფლება აღვირახსნილობა არაა. ხომ ხედავთ, რამდენს სჭირდება აღვირი. თავისუფლების ღირსია მხოლოდ მაღალი ზნეობის ადამიანი.

იური
3

ადამიანმა პირველად ფოთლებით რომ დაიფარა სიშიდვლე და შემდგომ ნელა ნელა იმოსებოდა ამას ცივილიზაციას უწოდებდნენ.დღეს ტანზე იხდიან,სხეულს აშიშვლებენ და ამას ცივილიზაციას ეძახიან.ღმერთო შენ გაუნათლე გონება ამ ხალხს,თორემ კაცობრიობას მოწამლავენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

კანიე უესტს და ბიანკა ცენსორის ვენეციის ტურისტული გემებით მგზავრობა სამუდამოდ აეკრძალათ - "თანამშრომელი, ვინც გემს მართავდა, მოძრაობას აკონტროლებდა და არ დაუნახავს ეს უხამსობა"

კანიე უესტს და ბიანკა ცენსორის ვენეციის ტურისტული გემებით მგზავრობა სამუდამოდ აეკრძალათ - "თანამშრომელი, ვინც გემს მართავდა, მოძრაობას აკონტროლებდა და არ დაუნახავს ეს უხამსობა"

კანიე უესტს და მის მეუღლეს, ბიანკა ცენსორის ვენეციის ქალაქში ტურისტული გემებით მგზავრობა ცხოვრების ბოლომდე აეკრძალათ. ეს აკრძალვა რეპერის უხამს ინციდენტს მოჰყვა. ვენეციის არხებზე ცოლთან ერთად გემით მგზავრობისას, კანიეს საჯდომი გამოუჩნდა. უესტის ფოტოები პაპარაცების ობიექტივში მოხვდა და უცხოურ მედიაში ელვის სისწრაფით გავრცელდა.

კომპანიამ, რომელიც ვენეციაში ტურისტულ ნავებს აქირავებს, Daily Mail-ის ავსტრალიურ გამოცემას განუცხადა, რომ ამ უწესო საქციელს ისინი სრულიად ემიჯნებიან და უესტი და ცენსორი მათი ნავებით სარგებლობას ვეღარასდროს შეძლებენ.

კომპანია განცხადებაში ირწმუნება, რომ ინციდენტის შესახებ მაშინღა შეიტყვეს, როცა ვარსკვლავის ფოტოები საჯაროდ გავრცელდა:

"ჩვენი თანამშრომელი, რომელიც გემს მართავდა, მოძრაობას აკონტროლებდა და არც კი დაუნახავს ეს უხამსობა. ეს რომ შეემჩნია, მაშინვე გააჩერებდა გემს და დამნაშავეებს სამართალდამცავებს გადასცემდა".

ვენეცის არხებიდან გარიყული 46 წლის რეპერი და მისი ცოლი, მედიის ბოლო ცნობით, ირლანდიას სტუმრობენ. ერთ-ერთი წყაროს თქმით, კანიე და ბიანკა ერთობლივი ალბომისთვის ემზადებიან და სწორედ ამიტომ მიმართავენ ისინი პუბლიკისთვის შოკისმომგვრელ ხერხებს. სხვა წყაროები კი ამტკიცებენ, რომ წყვილი უესტის დიზაინერული ბრენდის, Yeezy-ს ახალი კოლექციის გამოსაშვებად ემზადება. "ორივე ფიქრობს, რომ მათი მოდა კულტურაში გადატრიალებას მოახდენს,"- დასძენს წყარო.

ამასობაში კი იტალიის მაცხოვრებლები საკუთარი უკმაყოფილების გამოსახატავად გაცეცხლებულები მიმართავენ სოციალურ ქსელებს. ისინი ფიქრობენ, რომ ბიანკას გამჭვირვალე სამოსი და კანიეს შიშველი საჯდომი მათი კულტურის უპატივცემულობაზე მიუთითებს და რომ წყვილს ქვეყანაში აღარ შეესვლება.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა