პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩიკაგო" საქართველოშია – "თეატრი" "არქის" მხარდაჭერით მაყურებელს ახალ მასშტაბურ დადგმას წარუდგენს
"ჩიკაგო" საქართველოშია – "თეატრი" "არქის" მხარდაჭერით მაყურებელს ახალ მასშტაბურ დადგმას წარუდგენს

სექ­ტემ­ბერ­ში, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე „თე­ატ­რი“ სე­ზონს ახა­ლი მი­უ­ზიკ­ლით – „ჩი­კა­გო­თი“ გახ­სნის, რომ­ლის წარმდგე­ნიც „არქი“ იქ­ნე­ბა. „თე­ატრსა“ და „არ­ქის“ შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი დღეს, 31 აგ­ვის­ტოს გა­ფორმ­და.

„არ­ქი­ში“ მი­ვე­სალ­მე­ბით და მხარს ვუ­ჭერთ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ახალ პრო­ექ­ტებს კულ­ტუ­რა­ში, სპორ­ტსა თუ ნე­ბის­მი­ერ სხვა სფე­რო­ში. ამი­ტომ, როცა გა­ვი­გეთ, რომ „თე­ატ­რში“ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მი­უ­ზიკ­ლი „ჩი­კა­გოს“ დად­გმა იგეგ­მე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტეთ ამ პრო­ექტს წარმდგე­ნის სტა­ტუ­სით შე­ვერ­თე­ბო­დით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ შოუ და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს შე­უქ­მნის ქარ­თველ და უცხო­ელ დამ­სწრე­ებს, რაც მო­მა­ვალ­ში ხელს შე­უ­წყობს კულ­ტუ­რის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

გვი­ხა­რია, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ „თე­ატრთან“ და კი­დევ ერთი ინო­ვა­ცი­უ­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ყოთ“, – ამ­ბობს „არ­ქის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, შიო ხე­ცუ­რი­ა­ნი.

ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი მი­უ­ზიკ­ლი „ჩი­კა­გო“, რო­მე­ლიც აშშ-ს გარ­და, 36-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად და­იდ­გმე­ბა. მას­ზე „თე­ატ­რის“ შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა ცნო­ბილ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებ­თან და მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად იმუ­შა­ვა.

„ჩი­კა­გოს“ ბო­ბო­ქა­რი ამ­ბე­ბის „თე­ატ­რის“ სცე­ნა­ზე გად­მო­ტა­ნა საკ­მა­ოდ გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო. მი­უ­ზიკ­ლი რთუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი, თუმ­ცა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი­სა და და­სის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად, მათ თავი წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თვით. გვი­ხა­რია, რომ „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფი­სა“ და „არ­ქის“ მხარ­და­ჭე­რით „ჩი­კა­გოს“ თქვენ წი­ნა­ში სულ მალე წარ­ვად­გენთ და მისი ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქარ­თველ მა­ყუ­რებ­ლებ­საც მივ­ცემთ“, – გვი­თხრა „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა ზაალ ჩი­ქო­ბა­ვამ.

„თე­ატ­რის“ კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ნა­ხა­ო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა ვახ­შა­მი. სტუმ­რე­ბი წარ­მოდ­გე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად სპე­ცი­ა­ლუ­რად „ჩი­კა­გოს­თვის“ შექ­მნილ კერ­ძებს და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ.

მი­უ­ზიკ­ლის პრე­მი­ე­რა 20-21 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. კა­ლენ­დრის სა­ნა­ხა­ვად, ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად და მეტი დე­ტა­ლის­თვის ეწ­ვი­ეთ „თე­ატ­რის“ ვებგ­ვერდს: teatri.ge.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ჩიკაგო" საქართველოშია – "თეატრი" "არქის" მხარდაჭერით მაყურებელს ახალ მასშტაბურ დადგმას წარუდგენს

"ჩიკაგო" საქართველოშია – "თეატრი" "არქის" მხარდაჭერით მაყურებელს ახალ მასშტაბურ დადგმას წარუდგენს

სექტემბერში, მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ სეზონს ახალი მიუზიკლით – „ჩიკაგოთი“ გახსნის, რომლის წარმდგენიც „არქი“ იქნება. „თეატრსა“ და „არქის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, 31 აგვისტოს გაფორმდა.

„არქიში“ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ქვეყანაში შექმნილ ახალ პროექტებს კულტურაში, სპორტსა თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. ამიტომ, როცა გავიგეთ, რომ „თეატრში“ მსოფლიოში ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მიუზიკლი „ჩიკაგოს“ დადგმა იგეგმებოდა, გადავწყვიტეთ ამ პროექტს წარმდგენის სტატუსით შევერთებოდით. დარწმუნებული ვართ, რომ შოუ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის ქართველ და უცხოელ დამსწრეებს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს კულტურის ამ მიმართულების პოპულარიზაციას.

გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ვითანამშრომლოთ „თეატრთან“ და კიდევ ერთი ინოვაციური, წარმატებული პროექტის თანამონაწილეები ვიყოთ“, – ამბობს „არქის“ გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

ლეგენდად ქცეული მიუზიკლი „ჩიკაგო“, რომელიც აშშ-ს გარდა, 36-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, საქართველოში პირველად დაიდგმება. მასზე „თეატრის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა ცნობილ ქართველ მომღერლებთან და მოცეკვავეებთან ერთად იმუშავა.

„ჩიკაგოს“ ბობოქარი ამბების „თეატრის“ სცენაზე გადმოტანა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. მიუზიკლი რთული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებითაა დატვირთული, თუმცა არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფისა და დასის დაუღალავი შრომის შედეგად, მათ თავი წარმატებით გავართვით. გვიხარია, რომ „წისქვილი ჯგუფისა“ და „არქის“ მხარდაჭერით „ჩიკაგოს“ თქვენ წინაში სულ მალე წარვადგენთ და მისი ნახვის შესაძლებლობას ქართველ მაყურებლებსაც მივცემთ“, – გვითხრა „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ზაალ ჩიქობავამ.

„თეატრის“ კონცეფციიდან გამომდინარე, ტრადიციულად, სანახაობის შემადგენელი ნაწილი იქნება ვახშამი. სტუმრები წარმოდგენის პარალელურად სპეციალურად „ჩიკაგოსთვის“ შექმნილ კერძებს დააგემოვნებენ.

მიუზიკლის პრემიერა 20-21 სექტემბერს გაიმართება. კალენდრის სანახავად, ბილეთების შესაძენად და მეტი დეტალისთვის ეწვიეთ „თეატრის“ ვებგვერდს: teatri.ge.

R